ფრედერიკ ბასტია – “რა არის ფული?”
თარგმნა თამარ ხვთისიაშვილმა
კრებული “თავისუფლების ბიბლიოთეკა”, წიგნი VII – “თავისუფლების ფული”
ახალი ეკონომიკური სკოლა – თავისუფლება, 2010 წ.
„საძულველი ფული! საძულველი ფული!” გულისტკივილით წამოიძახა ეკონომისტმა ფ.-მ, როგორც კი საფრანგეთის ფინანსური კომიტეტიდან გამოვიდა, სადაც სულ ახლახან ქაღალდის ფულის გამოშვების საკითხი განიხილეს.
“რაშია საქმე?” ვიკითხე მე. “რას უნდა ნიშნავდეს ამ სამყაროს ღვთაებრივი წარმონაქმ-ნთაგან ყველაზე დიდი საოცრების ეს უეცარი შეძულება?”
ფ. საძაგელი ფული! საშინელი ფული!
ბ. თქვენ მე ამაღელვეთ. მე მესმის რომ მშვიდობა, თავისუფლება, ცხოვრება დაკნი-ნებულია და ბრუტუსიც ისე შორს წავიდა, რომ შესაძლოა ითქვას, „ღირსებავ! შენგან მხო-ლოდ სახელიღა დარჩა!”, მაგრამ რა შეიძლება მომხდარიყო ახლა?
ფ. საძაგელი ფული! საშინელი ფული!
ბ. მოიცათ, მოიცათ, ეგებ ცოტა გამარკვიოთ. აბა, რა შეგემთხვათ? კრესოსი ხომ არ ცდილობდა გავლენა მოეხდინა თქვენზე? ან იონმა ხომ არ გიღალატათ? სმითი ცილს გწამებდათ დოკუმენტებში?
ფ. მე საქმე არ მაქვს კრესოსთან; ჩემი პიროვნება, თავისი უმნიშვნელობით, სმითის მხრიდან ყოველნაირი ცილისწამებისგანაა დაცული; იგივე ეხება იონს…
ბ. აჰ, ახლა მივხვდი. როგორ უნდა ვყოფილიყავი ასეთი ბრმა? თქვენ ხომ სოციალური რეორგანიზაციის, ე.წ. „ფ”-ს სისტემის თანაინიციატორი ხართ. საზოგადოების თქვენე-ული მოდელი სპარტანულ საზოგადოებაზე უფრო სრულყოფილია, და, მაშასადამე, ფულს იქ არაფერი ესაქმება. თქვენ კი ის გაწუხებთ, თუ როგორ დაარწმუნოთ თქვენი ხალხი, რომ თავიანთი საფულეები უბრალოდ სანაგვეზე მოისროლონ. თქვენ რას იზამდით? ეს ის ქვაა, რომელზეც ყველა რეორგანიზატორი ფეხს იტეხს. საოცრება იქნებოდა, თუ ის შეძ-ლებდა ყველა არსებული წინააღმდეგობის გადალახვას, და თუ მთელი კაცობრიობა და-თანხმდებოდა, რომ მისი თითებისთვის იოლად საძერწ ცვილად გადაქცეულიყო; მაგრამ ადამიანი სრულიადაც არ გავს რბილ ცვილს; ისინი უსმენენ, ტაშს უკრავენ ან უარყოფენ და ცხოვრებას ისევ ისე აგრძელებენ, როგორც მანამდე.
ფ. მადლობა ღმერთს, მე კვლავ თავისუფალი ვარ ასეთი მოდური მანიისგან. სოციალური კანონების შემუშავების მაგივრად, მათ ვიკვლევ იმ სახით, რომლითაც განგებამ დაადგი-ნა, და მე აღფრთოვანებული ვარ, რომ ისინი მომაჯადოებელნი არიან საკუთარი პროგ-რესულობით. სწორედ ამიტომაა, რომ ვჩივი: „საზიზღარი ფული, საძულველი ფული!
ბ. მაშინ, თქვენ პრუდონის მიმდევარი ყოფილხართ? ამ შემთხვევაში თვითდაკმაყო-ფილებისთვის ძალიან მარტივი გზა არსებობს. თქვენი საფულე მდინარეში მოისროლეთ და მხოლოდ მცირედი დანაზოგი შეინახეთ ბანკში.
ფ. თუკი ფულის საწინააღმდეგოდ ვტირი, მაშინ, სავარაუდოდ, მისი ყალბი შემცვლელი უნდა შევიწყნარო?
ბ. ამ შემთხვევაში მე კიდევ ერთი რამ უნდა ვივარაუდო. თქვენ ახალი დიოგენე3 ხართ, და აპირებთ, რომ მდიდრებისადმი ზიზღით განმაწყოთ.
ფ. ღმერთმა დამიფაროს ამისგან! ნუთუ ვერ ამჩნევთ, რომ მდიდრებისთვის არ არსებობს ცოტა უფრო მეტი ან ცოტა უფრო ნაკლები ფული. ისინი წარმოადგენენ პურს – მშიერის-თვის, ტანსაცმელს – შიშველისთვის, საწვავს – თქვენს გასათბობად, ნავთს – დღის ნათე-ლის გასახანგრძლივებლად, სამსახურებრივ წინსვლას – თქვენი ვაჟისთვის, განსაზღვრულ ულუფას – თქვენი ქალიშვილისთვის, გამოსასვლელ დღეს – მომქანცველი სამუშაოს შემდეგ, საგულე წამალს – სნეულისთვის, უქონელი კაცის ხელში ჩაცურებულ მცირედ დახმარებას, ქარიშხლისგან დამცავ თავშესაფარს, დარდით გადაღლილი გულის მალამოს, ჩვენთვის ძვირფასი ადამიანების გაბედნიერებით მიღებულ შეუდარებელ სიამოვნებას. მდიდრები წარმოადგენენ მაგალითს, დამოუკიდებლობას, ღირსებას, რწმენას, ქველმოქმედებას; ისი-ნი თავად არიან პროგრესი და ცივილიზაცია. მდიდრები იმ ორი საოცარი პროცესის, შრო-მისა და გაცვლის, შესანიშნავ შედეგს წარმოადგენენ, რომლებიც თავად კიდევ უფრო უწყო-ბენ ხელს ცივილიზაციას, ვიდრე თვით მდიდრები.
ბ. კარგი! ისე საუბრობთ, რომ თითქოს ხოტბას ასხამდეთ მდიდრებს, მაშინ, როცა, ზუს-ტად რამდენიმე წუთის წინ წყევლა-კრულვით ავსებდით მათ!
ფ. რატომ? ნუთუ ვერ ხვდებით, რომ ის მხოლოდ ეკონომისტებს ეხებოდა? მე ფულზე იმიტომ ვდარდობ, რომ მასთან დაკავშირებით ყველას შეცდომა მოსდის, როგორც ახლახან თქვენ მდიდრებთან დაკავშირებით მოგივიდათ. ეს შეცდომა, თავის მხრივ, უთვალავ ხარ-ვეზსა და უბედურებას იწვევს. მე ფულზე იმიტომ ვდარდობ, რომ მისი ფუნქცია საზოგა-დოებისთვის ნათელი არ არის და ასახსნელადაც რთულია. მე მასზე ვდარდობ, რადგან ასეთი ვითარება ყირაზე აყენებს ყველაფერს: საშუალებები მიზნებად მიიჩნევა, დაბრკო-ლებები – ხელშემწყობ გარემოებებად, ალფა – ომეგად; რადგან მისმა არსებობამ, მიუ-ხედავად იმისა, რომ ის თავისთავად სასარგებლოა, მაინც საბედისწერო შეხედულება გა-აბატონა, პრინციპები დაამახინჯა, წინააღმდეგობრივი თეორია ჩამოაყალიბა, რომელმაც მრავალი სხვადასხვა გზით ხელი შეუწყო კაცობრიობის გაღატაკებას და სისხლით მორწყა მთელი დედამიწა. მე იმიტომ ვდარდობ მასზე, რომ ვგრძნობ უუნარო ვარ იმ შეცდომასთან ბრძოლაში, რომელიც მასთან დაკავშირებით წარმოიშვა, მე ვერ ვამარცხებ მას გრძელი და დახვეწილი მოხსენებით, რომელსაც არავინ მოუსმენს. ოჰ! ნეტავ შემეძლოს მომთმენი და კეთილმოსურნე მსმენელის პოვნა!
ბ. კარგით, გამოდის, რომ მსმენელის არყოლის გამო, თქვენ ისევ გაღიზიანებული რჩე-ბით. მე მოგისმენთ – ისაუბრეთ, წაიკითხეთ ლექცია, თავს ნურაფრით შეიკავებთ.
ფ. მპირდებით რომ ინტერესს გამოიჩენთ?
ბ. მე გპირდებით რომ მოთმინებას ვიქონიებ.
ფ. ეს სულაც არ არის ბევრი.
ბ. ეს ისაა, რისი გაღებაც შემიძლია. დაიწყეთ, და უპირველეს ყოვლისა ამიხსენით თუ რატომ წარმოადგენს ფულთან დაკავშირებული შეცდომა, თუ რა თქმა უნდა ასეთი შეცდომა არსებობს, ყველა ეკონომიკური შეცდომის საფუძველს?
ფ. კეთილი, შეგიძლიათ დამარწმუნოთ, რომ სიმდიდრე ფულთან არასოდეს აგღრევიათ?
ბ. არ ვიცი, მაგრამ, რა იქნებოდა ასეთი აღრევის შედეგი?
ფ. მნიშვნელოვანი არაფერი, თუკი შეცდომა თქვენს გონებაში მოხდება და თქვენივე საქმიანობაზე არ აისახება. თქვენ აკვირდებით, რომ შრომისა და გაცვლის მეშვეობით, მიუხედავად, იმისა, რომ დედამიწაზე იმდენი აზრია, რამდენი თავიცაა, ჩვენ ყველანი მაინც ერთნაირად ვმოქმედებთ.
ბ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვერ ვთანხმდებით წონასწორობის და გრავიტაციის თეორიებზე, მაინც ერთი და იმავე პრინციპებით ვმოძრაობთ.
ფ. სწორია. ადამიანს, რომელიც ასაბუთებს, რომ ძილში ჩვენი თავი და ფეხები ადგილს იცვლიან, შეუძლია ამ საკითხზე მშვენიერი წიგნი დაწეროს, მაგრამ იგი მაინც ისევე დადის, როგორც ყველა სხვა ადამიანი.
ბ. მეც სწორედ ასე ვფიქრობ. თუმცა, გადაჭარბებული მჭერმეტყველებისთვის ის მალევე დაისჯება.
ფ. ადამიანი, რომელიც თვლის, რომ ნამდვილი სიმდიდრე ფულია, შეიძლება შიმშილით დაიღუპოს, თუკი ამ აზრს არ შეიცვლის. ესაა მიზეზი იმისა, რომ ეს თეორია მცდარია. შესაძლოა, არ არსებობს მართებული თეორია, მაგრამ ასე ასახავს იგი ჭეშმარიტებას, როგორც გამჟღავნებულია ყველა დროსა და ყველა ადგილას.
ბ. მესმის, რომ პრაქტიკული თუ პირადი ინტერესების გავლენით, მცდარი ქმედებებით გამოწვეული საზიანო შედეგები გამოსწორებისკენ იქნებიან მიდრეკილნი. მაგრამ თუკი იმას, რაზეც თქვენ საუბრობთ, ძალზედ მცირე გავლენა აქვს, რატომ გაღელვებთ მაშინ ასე ძალიან?
ფ. იმიტომ რომ, როცა ადამიანი სათავისოდ მოქმედების ნაცვლად, სხვების მაგივრად იღებს გადაწყვეტილებებს, პიროვნული სარგებელი, როგორც ფხიზელი და გონიერი გუშაგი, აღარ არსებობს, რომ წამოიყვიროს: „შეჩერდი, პასუხისმგებლობა მცდარ ადგი-ლასაა!” ეს პიტერია მოტყუებული, ხოლო ჯონი იტანჯება; საკანონმდებლო სისტემაში ჩადებული სიყალბე, აუცილებლად მთელი მოსახლეობის ქცევის წესად გადაიქცევა. დააკ-ვირდით განსხვავებას. როცა ფული გაქვთ და ძალიან მშიერი ხართ, ფულის რა თეორიაც არ უნდა გქონდეთ, რას შვებით?
ბ. საცხობში მივდივარ და ცოტაოდენ პურს ვყიდულობ.
ფ. ხომ არ ყოყმანობთ ფულის გამოყენებისას?
ბ. ფულის ერთადერთი დანიშნულებაა ვიყიდოთ ის, რაც გვსურს.
ფ. და თუ მცხობელს სწყურია, მაშინ იგი რას გააკეთებს?
ბ. იგი ღვინის ვაჭართან მიდის და ღვინოს ყიდულობს იმ ფულით, რაც მე მას პურში გადავუხადე.
ფ. ნუთუ მას არ ეშინია, რომ ამით ის საკუთარ თავს გაანადგურებს?
ბ. ნამდვილი განადგურება ჭამა-სმისგან თავის შეკავება იქნებოდა.
ფ. და ყველა, ვინც თავისუფალია, ამგვარად მოქმედებს?
ბ. ეჭვგარეშე. თქვენ გგონიათ, რომ ისინი შიმშილით მოკვდებიან, რომ პენი შეინარჩუნონ?
ფ. მე ვთვლი, რომ ისინი ბრძნულად მოქმედებენ და ვისურვებდი, რომ თეორია საყო-ველთაო პრაქტიკის მხოლოდ სამართლიანი ანარეკლი ყოფილიყო. მაგრამ, ამჯერად წარმოიდგინეთ, რომ თქვენ კანონმდებელი ხართ, დიდი იმპერიის აბსოლუტური ხელმწიფე, სადაც არ არსებობს ოქროს საბადოები.
ბ. არც თუ ისე უსიამოვნო თხზულებაა.
ფ. და კიდევ, წარმოიდგინეთ, რომ ღრმად ხართ დარწმუნებული იმაში, რომ სიმდიდრე მხოლოდ და მხოლოდ ფულია. ამ შემთხვევაში რა დასკვნას გააკეთებდით?
ბ. დავასკვნიდი, რომ ჩემი ხალხის გასამდიდრებლად მხოლოდ ერთი საშუალება არსე-ბობს – სხვა ხალხთა ფულის მითვისება.
ფ. ეს კი ნიშნავს, რომ სხვას გააღატაკებდით. პირველი დასკვნა, რომელთანაც მიხვალთ სწორედ ესაა – ერს მხოლოდ მაშინ შეუძლია მოგება, როდესაც სხვა აგებს.
ბ. ეს აქსიომა ბეკონმა4 და მონტენმა5 შეიმუშავეს.(6)
ფ. ეს სამწუხაროა, რადგან იგი გულისხმობს, რომ პროგრესი შეუძლებელია. ორი ერი, ორი ადამიანი ვერ შეძლებენ ერთმანეთის გვერდით კეთილდღეობის მიღწევას.
ბ. მეჩვენება, რომ ამ პრინციპის შედეგი სწორედ ესაა.
ფ. რადგან ყველას აქვს მოთხოვნილებები, ყველას გააჩნია გამდიდრების ამბიცია, განგების კანონიდან გამომდინარე, ისინი ირგვლივ თავისსავე მსგავს ქმნილებებს ანადგურებენ.
ბ. ეს ქრისტიანობა კი არა პოლიტიკური ეკონომიაა.
ფ. ამგავრი დოქტრინა საზიზღარია, მაგრამ განვაგრძოთ. მე აბსოლუტური ხელმწიფე გაგხადეთ. მხოლოდ მსჯელობით არ უნდა დაკმაყოფილდეთ, უნდა იმოქმედოთ. შეუზღუდავი ძალაუფლება გაგაჩნიათ. როგორ აღიქვამდით ამ დოქტრინას – სიმდიდრე ეს ფულია?
ბ. მე ვეცდებოდი, რომ ფულის რაოდენობა ჩემს ხალხში მუდმივად იზრდებოდეს.
ფ. მაგრამ თქვენს სამეფოში საბადოები არ არის. როგორ გაუმკლავდებოდით ამ ამოცა-ნას? რას მოიმოქმედებდით?
ბ. ვერაფერსაც ვერ ვიზამდი: უბრალოდ, სიკვდილით დასჯას დავაწესებდი ქვეყნიდან დოლარის გატანაზე.
ფ. თუკი ისე მოხდება, რომ თქვენი ხალხი ერთდროულად მდიდარიც და მშიერიც იქნება?
ბ. როგორც არ უნდა იყოს, იმ სისტემაში, რასაც ახლა ჩვენ განვიხილავთ, თუ მათ დოლარის საზღვრებს გარეთ გატანის უფლებას მივცემთ, ეს ნიშნავს, რომ მათ გაღარიბების ნება დავრთოთ.
ფ. გამოდის, რომ მათ იმ პრინციპებით მოქმედებას აიძულებთ, რომლებიც კატეგორი-ულად ეწინააღმდეგება თქვენს ქმედებას მსგავს მდგომარეობაში ყოფნისას. რატომ?
ბ. რადგან მე ჩემი პირადი შიმშილი მაღელვებს, ხოლო ხალხის შიმშილი კანონმდებლებს არ აღელვებთ.
ფ. მაშინ გეტყვით, როცა ადამიანები მშივრები არიან, თქვენი გეგმა ჩავარდება, ხოლო ხელმძღვანელობა შესაძლოა არც ისე საკმარისად ფხიზელი აღმოჩნდეს, რომ ხელი შეუშალოს დოლარის გადინებას და ხორბლის შემოტანას სამეფოში.
ბ. თუ ასეა, მაშინ ეს გეგმა, მცდარია თუ არა, მაინც უშედეგოა; იგი არც კარგს მოიტანს და არც ზიანს მიაყენებს არავის. ამგვარად, შემდგომ განხილვას არც საჭიროებს.
ფ. დაგავიწყდათ, რომ თქვენ ხართ კანონმდებელი. როცა კანონმდებელი ექსპერი-მენტებს ატარებს სხვებზე, იგი უმნიშვნელო წვრილმანებზე არ უნდა დარდობდეს. ეს წა-რუმატებლობის პირველი საზომია. თქვენ შედეგის მისაღწევად სხვა საშუალებებიც უნდა გამოიყენოთ.
ბ. რა შედეგი?
ფ. ცუდი მახსოვრობა გქონიათ. თქვენს ხალხში ფულის რაოდენობის გაზრდა, რომელიც სიმდიდრის ნამდვილ წყაროდ მიიჩნევა.
ბ. დიახ. ბოდიშს გიხდით. მაგრამ, როგორც მუსიკაზე ამბობენ ხოლმე ცოტაც საკმარი-სიაო; ჩემი აზრით, სხვადასხვა მიზეზების გამო, იგივე შეიძლება ითქვას პოლიტიკურ ეკონომიაზე. უნდა გავითვალისწინო, მაგრამ სინამდვილეში არც კი ვიცი როგორ შევიმუ-შავო.
ფ. კარგად დაფიქრდით. ჯერ ერთი, მსურს ყურადღება მიაქციოთ იმას, რომ თქვენი პირველი გეგმა ამ პრობლემის მხოლოდ აკრძალვებით გადაწყვიტას გულისხმობს. სიმ-დიდრის შემცირების თავიდან აცილების საშუალება სამეფოდან დოლარის გადინების შე-სუსტებაა, მაგრამ ეს სიმდიდრის გაზრდის გზა არ არის.
ბ. აი, ახლა მგონი ვხვდები… ხორბალი, რომელიც შემოდის ქვეყანაში… ნათელი აზრი მომდის თავში… წამოწყება მახვილგონივრულია, საშუალებები უტყუარი. მგონი ახლა ვხვდები.
ფ. ახლა, ამასთან დაკავშირებით უნდა გკითხოთ – რას ხვდებით?
ბ. იმას, თუ როგორ უნდა გაიზარდოს ფულის რაოდენობა.
ფ. როგორ აპირებთ, გეთაყვა?
ბ. განა აშკარა არაა, რომ ფულის მთელი მასის მუდმივად ზრდის პირველი პირობა უნ-და იყოს, ის რომ მას არც ერთი პენი არ უნდა მოაკლდეს?
ფ. ნამდვილად.
ბ. და მეორე, რომ მას ფული მუდმივად უნდა ემატებოდეს?
ფ. ნამდვილად ასეა.
ბ. მაშინ პრობლემაც მოგვარდება, უარყოფითად ან დადებითად; თუ, ერთი მხრივ, მე უცხოელებს არ მივცემ საშუალებას წაიღონ ჩემი ფული და მეორე მხრივ დავავალდებუ-ლებ მათ, რომ ჩემს ქვეყანაში არსებულ ფულის მასას კიდევ დაამატონ ფული.
ფ. უკეთესობისკენ მიდიხართ.
ბ. და ამისთვის ორი ძალიან მარტივი კანონი უნდა დაიწეროს, სადაც ფულის ხსენება საჭირო საერთოდაც არ იქნება. ერთის მიხედვით, ჩემ ქვეშევრდომებს აეკრძალებათ ნე-ბისმიერი სახის საგნის ყიდვა საზღვარგარეთ; ხოლო მეორეს მიხედვით, მათ მოეთხოვე-ბათ, რომ რაც შეიძლება მეტი გაყიდონ უცხოეთში.
ფ. კარგად მოფიქრებული გეგმაა.
ბ. სიახლეა? ხომ არ დავაპატენტო ჩემი გამოგონება.
ფ. ასეთი რამის გაკეთება არ გჭირდებათ; ამგვარი შესაძლებლობა თქვენზე ადრე სხვებ-მა განჭვრიტეს. მაგრამ ყურადღება მიაქციეთ ერთ რამეს.
ბ. და რა არის ეს?
ფ. მე აბსოლუტური მონარქობა გიბოძეთ. როგორც გავიგე, თქვენ გსურთ ქვეშევრდო-მებს უცხოური ნაწარმის შეძენა აუკრძალოთ. ამისთვის ქვეყანაში უცხოური ნაწარმი არ უნდა მოხვდეს. ამისგან ოცდაათი თუ ორმოცი ათასი საბაჟო დაგიცავთ.
ბ. ეს საკმაოდ ძვირი იქნება. მაგრამ რას ნიშნავს ეს? იმას, რომ ფული, რასაც ისინი მიიღებენ ქვეყნიდან აღარ გავა.
ფ. ნამდვილად; და ამ სისტემაში ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია. მაგრამ რას გააკე-თებდით საზღვარგარეთ გაყიდვების გასაზრდელად?
ბ. მე ამას წავახალისებდი გარკვეული ჯილდოთი, რომლის წყარო ჩემი ხალხისათვის კარგი გადასახადების დაწესება იქნება.
ფ. ამ შემთხვევაში, ექსპორტიორები, არსებული კონკურენციის გამო, პროპორციულად შეამცირებენ ფასებს, რომლებიც უცხოელებისთვის ხსენებული ჯილდოს შესაბამისი იქნება.
ბ. და მაინც, ფული ქვეყნის საზღვრებს გარეთ არ გავა.
ფ. რა თქმა უნდა. ეს გასაგებია. მაგრამ თუ თქვენ სისტემას სარგებელი მოაქვს, მაშინ სხვა ქვეყნის მთავრობებიც დაიწყებენ მის გამოყენებას. ისინი თქვენ მსგავს გეგმებს შეიმუშავებენ; მათ საკუთარი საბაჟოები ექნებათ და საკუთარ მიწაზე თქვენს ნაწარმს არ შეუშვებენ; და მათთან, ისევე როგორც თქვენთან, ფულის რაოდენობა შეიძლება არც კი შემცირდეს.
ბ. მე მეყოლება ჯარი, რომელიც მათ საბაჟოებს ალაგმავს.
ფ. მათაც ეყოლებათ ჯარი და თქვენ დაგიპირისპირდებიან.
ბ. მე ხომალდებს შევაიარაღებ, დაპყრობით ომებს ვაწარმოებ, შევიძენ კოლონიებს და ჩემი ხალხისთვის შევქმნი მომხმარებელს, რომლებიც ვალდებული იქნებიან, რომ ჩვენი მარცვლეული მიირთვან და ჩვენი ღვინო დალიონ.
ფ. სხვა მთავრობებიც ამასვე გააკეთებენ. ისინი არ შეეპუებიან თქვენს დაპყრობებს, შემოგედავებიან კოლონიებსა და მომხმარებლებს; შედეგად ყველა მხარე ომში ჩაერთვება და ყველა ნამდვილ ქაოსში ჩაეფლობა.
ბ. მე გავზრდი გადასახადებს და საბაჟო ოფიცრების რაოდენობას, ჯარსა და საზღვაო ფლოტსაც გავაორმაგებ.
ფ. სხვა ქვეყნებიც იგივეს გააკეთებენ.
ბ. ჩემი ძალ-ღონე უნდა გავაორმაგო და დავძაბო.
ფ. სხვებიც გააორმაგებენ. ამავდროულად, ჩვენ არ გვექნება იმის დამამტკიცებელი საბუთი, რომ გაყიდვებში წარმატებებს მიაღწევთ.
ბ. დიახ ეს სიმართლეა. კარგი იქნება თუ სავაჭრო მიღწევები ყველაფერს გაანეიტ-რალებს
ფ. და სამხედრო მიღწევებსაც, აგრეთვე. და, მითხარით, ეს მებაჟეები, ჯარისკაცები და შეიარაღება, და ეს მძიმე გადასახადები, მარადი ქიშპობა მიუღწეველი მიზნისთვის, მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ მუდმივად ღია თუ საიდუმლო ომის მდგომარეობაში ყოფნა – კანონმდებლების მიერ აღიარებული იდეის – „სიმდიდრე ფულია; და თუ ფულის რაო-დენობა გაიზრდება მაშინ სიმდიდრეც გაიზრდება“ – ლოგიკური და გარდაუვალი შედეგი არ არის იმ იდეისა, რომელიც, როგორც თქვენ ამბობთ, არ მოქმედებს არცერთ ადამიანზე, რომელიც საკუთარი თავის ბატონ-პატრონია?
ბ. აქსიომა თუ სწორია, მაშინ კანონმდებლებმა უნდა იმოქმედონ ისე, როგორც მე აღვ-წერე, თუმცა შედეგად საყოველთაო ომს მივიღებთ; თუ აქსიომა მცდარია, ეს ის შემთ-ხვევაა, როდესაც ადამიანები ერთმანეთის განადგურების გზით, საკუთარ თავს ვნებენ.
ფ. გაიხსენეთ, სანამ მეფე გახდებოდით, სწორედ ამ აქსიომამ მიგიყვანათ შემდეგი თვალსაზრისის ლოგიკურ გამართლებამდე: – იმას, რასაც ერთი იძენს, ვიღაც სხვა კარგავს. ერთის სარგებელი მეორის დანაკარგია: – ეს თვალსაზრისი ადამიანებს შორის აუცილებელ დაპირისპირებას გულისხმობს.
ბ. მნიშვნელობა არ აქვს ფილოსოფოსი ვარ თუ კანონმდებელი. როცა ვფიქრობ თუ ვმოქმედებ იმ პრინციპით, რომ ფული სიმდიდრეა, მე ყოველთვის ერთ დასკვნამდე ან ერთ შედეგამდე მივდივარ, და ეს საყოველთაო ომია. კარგია, რომ შედეგები განხილვის დასაწყისშივე მიუთითეთ; სხვაგვარად, არასდროს მეყოფოდა მოთმინება ბოლომდე ჩავძიებოდი ეკონომიკის თქვენეულ ხედვას, რაც სიმართლე რომ გითხრათ, ჩემსას არ შეესაბამება.
ფ. რას გულისხმობთ? მე ამაზე სწორედ იმ დროს ვფიქრობდი, როდესაც თქვენ ფულის თაობაზე ჩემს უკმაყოფილებას მოკარით ყური! მე ვჩიოდი, რომ ჩემს ხალხს არ ექნებოდა გამბედაობა ესწავლა ის, რისი ცოდნაც ძალიან მნიშვნელოვანია.
ბ. და მაინც, შედეგები ძალიან საზარელია.
ფ. შედეგები! აქამდე მხოლოდ ერთი აღვნიშნე. ალბათ კიდევ უფრო დამღუპველ შედეგებზეც უნდა მესაუბრა.
ბ. მაოცებთ! ფულის და სიმდიდრის აღრევით კიდევ სხვა რა საშინელება შეიძლება ელოდოს კაცობრიობას?
ფ. ძალიან ბევრი, დროს წაიღებს მათი ჩამოთვლა. ეს დოქტრინა ერთ-ერთია უთვალავ შესაძლებლობას შორის. უძველესს, რომელსაც ჩვენ სწორედ ახლახან გავეცანით, აკრძა-ლვითი სისტემა ჰქვია; მომდევნოა, კოლონიალური სისტემა; მესამე, კაპიტალის სიძულვი-ლი; და ბოლოს, ქაღალდის ფული.
ბ. ქაღალდის ფული იგივე შეცდომისგან წარმოიშვა?
ფ. დიახ, უშუალოდ. ადამიანების ომითა და გადასახადებით გაუბედურების შემდეგ, კანონმდებლები საკუთარი იდეების ერთგულნი დარჩნენ და ასე გადაწყვიტეს: „ადამიანე-ბის ტანჯვა ფულის უკმარისობის ბრალია. ჩვენ უნდა შევქმნათ ის.“ რადგან ძნელია ძვირ-ფასი ლითონის გამრავლება, განსაკუთრებით მაშინ, როცა აკრძალვის რესურსები უკვე ამოწურულია, ისინი ამატებენ, „ჩვენ პირობით ფულს შევქმნით, ამაზე ადვილი არაფერია, და ამის შემდეგ ყველა მოქალაქეს საფულე სავსე ექნება, ყველა მდიდარი იქნება.“
ბ. ფაქტობრივად, ეს შესაძლებლობა უფრო სწრაფად წყვეტს საკითხს, ვიდრე რომელიმე სხვა და არც საგარეო ომებს იწვევს.
ფ. მაგრამ მას სამოქალაქო უბედურებამდე მივყევართ.
ბ. წუწუნებთ. კითხვას ჩაუღრმავდით. პირველად ვარ ასე სულსწრაფი, რომ გავერკვე არის თუ არა ფული (ან მისი ნიშანი) სიმდიდრე.
ფ. თქვენ ამ ადამიანებს დაასაჩუქრებთ, რათა მოთხოვნილებები უმალ არ დააკმაყოფი-ლონ დოლარის მონეტებით, ან ჩეკებით. თუ მშივრები არიან, მაშინ პური უნდათ; თუ შიშვლები – ტანსაცმელი; თუ ავად არიან, მაშინ წამალი სჭირდებათ; თუ ცივათ – თავშე-საფარი და გასათბობი საშუალება; სწავლისათვის – წიგნები; სამოგზაუროდ – ეტლი და ასე შემდეგ. ქვეყნის სიმდიდრე ამ ყველაფრის სიმრავლესა და სწორ გადანაწილებაში მდგომარეობს. შეგიძლიათ შეიმეცნოთ და გაიხაროთ, რომ ბეკონის თვალსაზრისი: „იმას, რასაც ერთი ადამიანი იღებს, მეორე აუცილებლად კარგავს“ – მცდარია. ეს თვალსაზრისი მონტენმა უფრო დამაბნეველი სიტყვებით გამოხატა: „ერთის მოგება მეორის ზარალია“. როდესაც სემმა, ქამმა და იაფეტმა დაინაწილეს დედამიწა, მათ ნამდვილად შეეძლოთ აეშენებინათ, ამოეშროთ, დაეთესათ და მოემკათ და ამით გაეუმჯობესებინათ საცხოვრე-ბელი პირობები, საკვები და ტანისამოსი, მიეღწიათ სრულყოფილებისათვის და გამ-დიდრებულიყვნენ – მოკლედ, ისე დაეკმაყოფილებინათ საკუთარი სიამოვნება, რომ ერთ-მანეთისთვის არაფერი დაეკლოთ. იგივეა ორი ერის შემთხვევაშიც.
ბ. ეჭვგარეშეა, რომ ორმა ერმა, ისევე როგორც ნათესაური კავშირის არმქონე ორმა ადამიანმა, უფრო მეტი და უკეთესი მუშაობით, შესაძლოა ერთდროულად მიაღწიონ წარმატებას, ერთმანეთისთვის ზიანის მიყენების გარეშეც. ეს სწორედ ისაა, რასაც მონ-ტენის და ბეკონის თვალსაზრისი უარყოფს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ორ ადამიანსა თუ ორ ერს შორის გაცვლების შედეგად, როცა ერთი რაღაცას იგებს, მაშინ მეორემ უსათუოდ უნდა წააგოს. აშკარაა, რომ გაცვლა თავისთავად არაფერს მატებს საჭირო საგნების იმ მრავალფეროვნებას, რომელზედაც ჩვენ ვსაუბრობდით; გაცვლის შემდგომ, ერთ-ერთი მხარე მიჩნეულია, როგორც მხარე, რომელმაც რაღაც მოიგო, ხოლო მეორე მხარე, რომელმაც ეს რაღაც წააგო.
ფ. თქვენ გაცვლის შესახებ ძალიან არასრულყოფილი, უარყოფითი და მცდარი იდეა ჩამოაყალიბეთ. თუ სემი დასახლებულია ბარში, სადაც მარცვლეულის ბარაქიანი მოსა-ვალი მოდის, იაფეტი ფერდობზე, სადაც ვაზი ხარობს, ხოლო ქამი, ნოყიერ საძოვარზე – მათი საქმიანობის განსხვავებულობა, სრულებითაც არ ავნებს მათ და შესაძლოა მათი კეთილდღეობის ზრდასაც შეუწყოს ხელი. ასე შრომის დანაწილების გამო ხდება, რაც გაცვლით ურთიერთოებებს მოაქვს, და წარმოებული მარცვლეულის, ღვინის და ხორცის წარმოების ზრდას იწვევს, რომელიც შემდგომ გასაცვლელად უნდა იქნეს გამოყენებული. როგორ იქნება სხვაგვარად, თუ თქვენ მათ შორის თავისუფალ გაცვლას დაუშვებთ? როგორც კი ერთ-ერთი ძმა აღმოაჩენს, რომ თანამშრომლობას მარტო მუშაობასთან შედა-რებით დანაკარგები მოაქვს, იგი უმალვე შეწყვეტს გაცვლას. გაცვლას ჩვენი მადლიერება მოსდევს. ის გარემოება, რომ იგი დასრულებულია, ამტკიცებს მის სიკეთეს.
ბ. მაგრამ ბეკონის თვალსაზრისი ოქროსა და ვერცხლის შემთხვევაში შეესაბამება სი-მართლეს. თუ ჩვენ დავუშვებთ, რომ გარკვეულ დროს მსოფლიოში მათი განსაზღვრული რაოდენობა არსებობს, ნათელია, რომ ერთი საფულე სხვა საფულის დაცარიელების გარე-შე ვერ გაივსება.
ფ. და თუ ჩაითვლება, რომ ოქრო სიმდიდრეა, ბუნებრივია, დასკვნა იქნება, რომ გაც-ვლის შედეგად სიმდიდრე ერთიდან მეორე ადამიანის ხელში გადადის, ხოლო პროგრესს ადგილი არ აქვს. საუბრის დასაწყისშივე აღვნიშნე იგივე. ამის საპირისპიროდ, თუ სიმ-დიდრედ მიიჩნევთ იმ მრავალ საჭირო ნივთს, რომლებსაც მოთხოვნილებების დასაკმაყო-ფილებლად ვიყენებთ, მაშინ დავასკვნით, რომ ერთობლივი კეთილდღეობა შესაძლებელია. ფული ამ საჭირო ნივთების ერთიერთგაცვლის გამარტივებას ემსახურება. ამისათვის, ოქ-რო, ასევე ნაკლებად იშვიათი ვერცხლი და კიდევ უფრო ნაკლებად იშვიათი სპილენძი თა-ნაბრად გამოიყენება. ამ თვალსაზრისით, მაგალითად, აშშ-ის მსგავს ქვეყანაში, სადაც ეს საჭირო ნივთები ხელმისაწვდომია გაცვლებისთვის, მოსახლეობა ორჯერ უფრო გამ-დიდრდება, მიუხედავად იმისა, რომ ფულის რაოდენობა უცვლელია; მაგრამ ასე არ იქ-ნებოდა ფულის გაორმაგებისას, რადგან ამ შემთხვევაში ხელმისაწვდომი საჭირო საგნების რაოდენობა არ იზრდება.
ბ. საკითხავი ისაა: აქვს თუ არა დოლარების რაოდენობის ზრდას უშუალო გავლენა სა-ჭირო ნივთების რაოდენობის ზრდაზე?
ფ. რა კავშირი შეიძლება არსებობდეს ამ ორ ტერმინს შორის? საკვები, ტანსაცმელი, სახლები, საწვავი, ეს ყველაფერი ბუნების და შრომის შედეგია, მეტად ან ნაკლებად და-ხელოვნებული შრომის, რომელიც გავლენას ახდენს მეტად ან ნაკლებად ლიბერალურ ბუნებაზე.
ბ. თქვენ ერთი უდიდესი ძალა გამოგრჩათ და ეს გაცვლაა. თუ აღიარებთ, რომ ეს ძალაა და თქვენივე თქმით დოლარი მის გამარტივებას უწყობს ხელს, ასევე ისიც უნდა დაუშვათ, რომ მას წარმოებაზე ზემოქმედების არაპირდაპირი ძალა გააჩნია.
ფ. მაგრამ მე დავამატე, რომ იშვიათი ლითონების ცოტა რაოდენობა ისევე ამარტივებს გარიგებას, როგორც ნაკლებად იშვიათი ლითონების დიდი რაოდენობა; აქედან კი გამომ-დინარეობს, რომ ადამიანები სულაც არ მდიდრდებიან, თუ ვალდებულნი არიან, რომ მათთვის საჭირო ნივთები ფულის უფრო დიდ რაოდენობაზე გაცვალონ.
ბ. თქვენ ფიქრობთ, რომ კალიფორნიაში აღმოჩენილი საბადოები არ გაზრდის მსოფლიოს სიმდიდრეს?
ფ. მთლიანობაში მე არ მჯერა, რომ ისინი კაცობრიობის მოთხოვნილებების დაკმაყოფი-ლებას შეუწყობენ ხელს. თუ კალიფორნიული ოქრო უბრალოდ ანაცვლებს იმას, რაც მსოფლიოში დაიკარგა ან განადგურდა, მაშინ მას შეიძლება გამოყენება მოვუხერხოთ. მაგრამ თუ იგი ფულის რაოდენობას ზრდის, მაშინ იგი ფულს გააუფასურებს. ოქროს მომპოვებლები უფრო მდიდრები იქნებიან ვიდრე მის გარეშე იქნებოდნენ. მაგრამ ისინი, ვის ხელშიც გაუფასურებული ოქრო მოხვდება, ნაკლებ სარგებელს მიიღებს იგივე რაოდე-ნობის თანხით. მე ამას ვერ დავარქმევ გაზრდას. ეს მხოლოდ სიმდიდრის წანაცვლებაა.
ბ. ეს შესაძლებელია. მაგრამ ადვილად ვერ დამარწმუნებთ, რომ მე უფრო მდიდარი არ ვიქნებოდი (ყველა სხვა გარემოების უცვლელობის პირობით), როცა ორი დოლარი მექნე-ბოდა ერთის ნაცვლად.
ფ. მე არ უარვყოფ ამას.
ბ. ის, რაც ჩემთვის მართალია, ჩემი მეზობლისთვისაც მართალია, ჩემი მეზობლის მე-ზობლისთვის და ასე შემდეგ, ერთიდან მეორეზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამგვარად, თუ ამერიკის შეერთებული შტატების ყველა მოქალაქეს უფრო მეტი დოლარი აქვს, ამე-რიკის შეერთებული შტატები უფრო მდიდარი უნდა იყოს.
ფ. აქ კი თქვენ გავრცელებულ შეცდომას იმეორებთ, როცა ასკვნით, რომ ის რაც ერთზე ახდენს გავლენას, სხვებზეც ახდენს გავლენას, რაც პიროვნულ და საზოგადო ინტერე-სების აღრევას იწვევს.
ბ. რატომ? რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანი? რაც ერთისთვის სიმართლეა, ყველა სხვისთვისაც სიმართლე უნდა იყოს. და რა არის ეს ყველა, თუ არა ინდივიდების ერთობა? შეიძლება ისიც მითხრათ, რომ თუ თითოეული ამერიკელი უცა-ბედად ინჩით უფრო მაღალი გახდება, ამერიკელების საშულო სიმაღლე არ გაიზრდება.
ფ. ყოჩაღ, ჯანსაღად აზროვნებთ. მაგიტომაცაა, რომ ეს შეხედულება ასეთი გავრცე-ლებულია. თუმცა, მოდით მცირედი გამოცდა მოვაწყოთ. ვთქვათ, ათი ადამიანი თამა-შობს. სიმარტივისთვის დავუშვათ, მათ შეიმუშავეს პირობა, რომ თითოეული აიღებს ათ ჟეტონს და მათ მაგივრად თითოეული მათგანი ას დოლარს დადებს შანდლის ქვეშ, თითო-ეული ჟეტონი ათ დოლარს შესააბამება. თამაშის შემდგომ გამარჯვებულები გამოვლინ-დნენ და თითოეულმა მოთამაშემ შანდლიდან იმდენი დოლარი აიღო, რამდენი ჟეტონიც აღმოაჩნდა ხელზე. ამის შემხედვარე ერთ-ერთმა მათგანმა, შესაძლოა დიდმა არითმეტი-კოსმა, მაგრამ საშუალო მოაზროვნემ, თქვას: “ჯენტლმენებო, გამოცდილება მასწავლის და თამაშის დასასრულს აღმოვაჩინე, რომ მოგებული ვარ ჟეტონების რაოდენობით. ნუთუ თქვენც იგივე შედეგი არ გქონდათ? რაც ჩემთვის სიმართლეა, მაშინ თქვენთვისაც ასე უნდა იყოს და რაც თქვენთვისაა სიმართლე, ყველასთვის სიმართლე იქნება. მაშასადამე, ჩვენ, ყველა ერთად მეტს მივიღებთ თამაშის ბოლოს თუკი მეტი ჟეტონი გვექნება. ამაზე ადვილი კი არაფერია; ჩვენ მხოლოდ ჟეტონების გაორმაგება დაგვჭირდება.“ ეს მოსაზ-რება შესრულდა; მაგრამ როცა თამაში დასრულდა და გამარჯვებული უნდა გამოვ-ლენილიყო, აღმოჩნდა, რომ არაფერი ჯადოსნური არ მომხდარა და ის ათასი დოლარი, რომელიც შანდლის ქვეშ იდო, მოლოდინის მიუხედავად არ გამრავლებულა. გამომდინარე იქიდან, რომ მათი განაწილება უნდა მოხდეს ჟეტონების შესაბამისად, ერთადერთი შედეგი (საკმაოდ ქიმერული) შემდეგი იყო: – ყველას მართლაც ქონდა ჟეტონების გაორმაგებული რაოდენობა, მაგრამ თითოეული ჟეტონი, ათის მაგივრად ხუთ დოლარს შეესაბამებოდა. ამგვარად ნათლად დავინახეთ, რომ ის, რაც ერთისთვისაა ჭეშმარიტი, ყოველთვის როდია ჭეშმარიტი ყველასთვის.
ბ. გასაგებია; თქვენ ჟეტონების რაოდენობის გაზრდა, შანდლის ქვეშ არსებული ფულის რაოდენობის შესაბამისი გაზრდის გარეშე განიხილეთ.
ფ. ხოლო თქვენ კი დოლარის რაოდენობის გაზრდას, იმ საგნების შესაბამისი გაზრდის გარეშე უშვებთ, რომელთა გაცვლის გამარტივებასაც დოლარი ემსახურება.
ბ. დოლარს ჟეტონებს ადარებთ?
ფ. დიახ, ამ შემთხვევაში ასე ვიქცევი. შენიშნეთ ერთი რამ. იმისთვის, რომ ქვეყანაში არსებული დოლარების საერთო რაოდენობა გიზარდოს, ამ ქვეყანას საბადოები უნდა გააჩნდეს, ან მისი ვაჭრობა ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ საჭირო ნივთები ფულზე მუდმივად იცვლებოდეს. ამ ორი გარემოების გარდა, ფულის რაოდენობის გაზრდა შეუძლებელია, დოლარები მხოლოდ ხელიდან ხელში გადადის; ამ შემთხვევაში, გარკვე-ულწილად სიმართლეა, რომ თითოეული ცალკე აღებული პიროვნება უფრო მდიდარია მის ხელთ აღმოჩენილი დოლარების შესაბამისად, მაგრამ ჩვენ მაინც ვერ გავაკეთებთ იმ დასკვნას, რომელიც თქვენ გამოიტანეთ, რადგან როდესაც ერთ საფულეში ერთი დოლარით მეტი აღმოჩნდება, ეს აუცილებლად ნიშნავს, რომ მეორე საფულეში ერთი დოლარით ნაკლები დარჩება. იგივე ეხება თქვენს მიერ მოყვანილ საშუალო სიმაღლის მაგალითს. თუ თითოეული ჩვენგანი სხვების ხარჯზე გაიზრდება, ცხადია, უფრო მაღალი გახდება, მაგრამ ამ გზით საერთო საშუალო სიმაღლე არ შეიცვლება.
ბ. დაე იყოს ასე, მაგრამ, ამ ორი ვარაუდით თქვენ ასკვნით, რომ ზრდა აშკარაა და უნდა დაუშვათ, რომ მე მართალი ვარ.
ფ. გარკვეულწილად, ოქროს და ვერცხლს ღირებულება გააჩნია. ამ ღირებულების მისაღებად ადამიანები თანხმდებიან გაიღონ სხვა საჭირო ნივთები, რომლებსაც ასევე გააჩნია ღირებულება. როცა ქვეყანაში არსებობს საბადოები და ეს ქვეყანა იღებს ოქროს საკმარის რაოდენობას, რომ ამით საზღვარგარეთიდან საჭირო ნივთები შეიძინოს – მაგალითად ორთქლმავალი – იგი თავადვე მდიდრდება იმ ყველა სარგებელთან ერთად, რაც ორთქმავალს შეუძლია მოიტანოს, ზუსტად ისე, როგორც მისი ადგილზე დამზადე-ბის შემთხვევაში. ისმის კითხვა, როდის აქვს უფრო მეტ მცდელობას ადგილი, პირველ თუ მეორე შემთხვევაში? თუ იგი ამ ოქროს არ გაიტანს, ოქრო გაუფასურდება და ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება, როგორც ეს ხანდახან კალიფორნიაში და ავსტრალიაში ხდება კიდეც. იქ კი კეთილშობილი ლითონი სხვადასხვა კუთხეში წარმოებული საჭირო ნივთების შესაძენად გამოიყენება. მიუხედავად ამისა, მაინც არსებობს საშიშროება, რომ ისინი დახარბდებიან ოქროს გროვას; რასაც იგივე შედეგი ექნებოდა, რაც ოქროს ექსპორტის აკრძალვას. მეორე შემთხვევა განვიხილოთ – ეს ეხება ოქროს, რომელსაც ჩვენ ვაჭრობის შედეგად ვიღებთ: მისი რაოდენობა ან მეტია, ან ნაკლები, იმის მიხედვით თუ რამდენი ესაჭიროება ქვეყანას, იმ საჭირო ნივთების მოთხოვნილებებთან შედარებით, რომელიც ოქროს სანაცვლოდ უნდა გაიღოს. ეს კანონის განსასჯელი არაა და მასზე გაცვლების მონაწილეებმა უნდა იფიქრონ; თუ კანონი ადგენს, რომ ოქრო უპირატესია ყველა საჭირო ნივთზე, მათი ღირებულების მიუხედავად, და თუ იგი ამ მხრივ ეფექტიანად იმოქმედებს, სხვა ქვეყნებიც მიიღებენ კანონს, რომ ნაღდი ფულის დიდი რაოდენობა დახარჯოს და არაფერი იყიდოს. თითქმის იგივე სისტემაა, რომელიც მიდასს შეემთხვა, როდესაც ყვე-ლაფერს რასაც შეეხო ოქროდ აქცია, და შედეგად, შიმშილით გამოწვეული სიკვდილის საშიშროების წინაშე დადგა.
ბ. ოქრო თუ შემოვიდა ქვეყანაში, ეს ნიშნავს, რომ საჭირო ნივთი ექსპორტზე გაიტანეს, ამ თვალსაზრისით მოთხოვნილების დაკმაყოფილების საშუალება გავიდა ქვეყნიდან. მაგ-რამ განა ამას სათანადო სარგებელი არ შეესაბამება? ეს ოქრო არ იქნება სხვა მრავალი სიამოვნების მიღების წყარო, მისი ხელიდან ხელში გადაცემით, შრომის და წარმოების წა-ქეზებით, მანამ სანამ ისევ დატოვებს ქვეყანას და ხელს შეუწყობს ახალი საჭირო საგნების იმპორტს ამ ქვეყანაში?
ფ. ახლა ნამდვილად მივადექით მთავარ საკითხს. მართალია, რომ დოლარი არის სა-ფუძველი, რომელიც განაპირობებს ყველა იმ პროდუქციის წარმოებას, რომლის გა-ცვლასაც თავადვე ამარტივებს? აშკარაა რომ ოქროს ან ვერცხლის მონეტები, რომელთაც დოლარის დამღა ადევთ, მხოლოდ დოლარის ღირებულებისაა; მაგრამ ჩვენ ვიჯერებთ, რომ ამ ღირებულებას გარკვეული ხასიათი გააჩნია: რომ იგი არ მოიხმარება სხვა საგ-ნების მსგავსად, ან რომ ის თანდათანობით ილევა; თითოეულ ტრანსაქციაში იგი საკუთარ თავს ანახლებს; და რომ, საბოლოოდ დოლარის მოცემული მონეტა დოლარის ღირებულე-ბისაა იმდენჯერ რამდენჯერაც იქნა გამოყენებული გაცვლაში – რომ იგი თავისთავად ყველა იმ ნივთის ღირებულებაა, რომელზედაც გაიცვალა; სარწმუნოა, რადგან მიჩ-ნეულია, რომ ამ დოლარის გარეშე ეს საგნები არც კი იწარმოებოდა. ამბობენ, რომ თუ მე-წაღე ნაკლებ ფეხსაცმელს გაყიდის, შესაბამისად, ყასბისგან ნაკლებ ხორცს შეიძენს; თუ ყასაბი ხშირად არ ესტუმრება სასურსათო მაღაზიას, შესაბამისად, სასურსათო მაღაზიის მფლობელი ხშირად ვერ ესტუმრება ექიმს, ექიმი ვექილს და ა. შ.
ბ. არავინ დაობს ამაზე.
ფ. ახლა კი დროა, გავაანალიზოთ ფულის ნამდვილი ფუნქცია საბადოების და იმპორტისგან დამოუკიდებლად. თქვენ გაქვთ დოლარი. რას ნიშნავს იგი თქვენს ხელში? იგი არის დამამტკიცებელი საბუთი, რომ თქვენ ოდესღაც სამუშაო გასწიეთ, რომელიც, იმის მაგივრად რომ თქვენს სასიკეთოდ მობრუნებულიყო, საზოგადოებას ერგო, როგორც თქვენს კლიენტს (დამსაქმებელს ან დებიტორს). ეს მონეტა ადასტურებს იმას, რომ თქვენ საზოგადოებისთვის მომსახურება გასწიეთ, მეტიც, იგი მის ღირებულებას აღნიშნავს. იგი ერთგვარი საბუთია იმისა, რომ თქვენ ჯერ კიდევ არ მიგიღიათ საზოგადოებისგან ნამდვილი ექვივალენტური მომსახურება, რომლის უფლებაც თქვენ გაქვთ. ამ უფლების თქვენივე ნებასურვილით გამოყენებისთვის, საზოგადოებამ რესპუბლიკის სახელით აღი-არა და მოგანიჭათ უპირატესობა, რომ დოლარის ღირებულების მქონე ქონებაზე განაცხა-დოთ უფლება. ის აღმასრულებელი უფლებისგან იმით განხსხვავდება რომ ღირებულებას საკუთარ თავში გულისმობს; და თუ თქვენ გონებას ძალუძს ეს წარწერა წაიკითხოს, მაშინ თქვენ მკაფიოდ გაშიფრავთ სიტყვებს: – „წარმომდგენს მის მიერ საზოგადოებისთვის გაწეული სამსახურის შესაბამისი მომსახურება გაუწიე, ხოლო სამაგიეროდ მიიღებ ღირებულებას, რომელიც წარმოჩენილი, დამტკიცებული და გაზომილია იმით, რასაც მე წარმოვადგენ“. ახლა თქვენი დოლარი მე დამითმეთ. ჩემი უფლება მასზე ან უპირობოა ან პირობითი. თუ თქვენ მას მომცემთ, როგორც გაწეული სამუშოს ანაზღაურებას, შედეგად მივიღებთ, რომ თქვენი ანგარიში საზოგადოებასთან მოწესრიგებული, გასტუმრებული და დახურულია. თქვენ მას დოლარის მომსახურება გაუწიეთ. ამ დოლარს შემდგომი მომსახურებისთვის აღადგენთ; თქვენ სუფთა ხართ. მე რაც შემეხება, მე ვიმყოფები იმ მდგომარეობაში, რომელშიც სულ ახლახან თქვენ იმყოფებოდით. მე ვარ ის, ვინც საზოგა-დოებას მომსახურებისთვის აძლიერებს, რომელიც ახლახან გავწიე თქვენთვის. მე მისი კრედიტორი გავხდი იმ შრომის ღირებულებით, რომელიც თქვენთვის გავწიე და რომელიც შეიძლებოდა ჩემთვის გამომეყენებინა. ახლა ჩემს ხელშია უფლება ამ კრედიტზე – სოცია-ლური ვალის მტკიცებულება, რომელიც უნდა დაკმაყოფილდეს. თქვენ ვერ იტყვით, რომ ახლა უფრო მდიდარი ვარ; თუ მე მივიღე, გავეცი კიდეც. და იმასაც ვერ იტყვით, რომ საზოგადოებაა დოლარით უფრო მდიდარი, იმიტომ რომ მის ერთ წევრს დოლარით მეტი, ხოლო მეორეს დოლარით ნაკლები აქვს. თუ ამ დოლარს მაჩუქებთ, ნათელია, რომ მე დო-ლარით გავმდირდები, ხოლო თქვენ ამდენივეთი გაღარიბდებით; სოციალური კეთილ-დღეობა საერთო ჯამში, უცვლელი რჩება, რადგან როგორც უკვე აღვნიშნე, კეთილდღეობა მოაქვს ნამდვილ მომსახურებას, ეფექტურ დაკმაყოფილებას და საჭირო ნივთებს. თქვენ საზოგადოების კრედიტორი იყავით; მე თქვენი უფლებების მემკვიდრედ გამხადეთ, ეს საზოგადოებისთვის თითქმის არაფერს ნიშნავს, რადგან მას მომსახურება მართებს, მიუ-ხედავად იმისა, ვალის გადახდა ჩემთვის მოუწევს თუ თქვენთვის. ეს დასრულდება მაშინ, როცა ვალდებულება გასტუმრებული იქნება.
ბ. მაგრამ თუ ჩვენ დიდი რაოდენობით დოლარები გვექნებოდა, მაშინ ჩვენ საზოგადო-ებისგან მრავალ მომსახურებას მივიღებდით. ეს ხელსაყრელი არ იქნება?
ფ. თქვენ გავიწყდებათ, რომ პროცესში რომელიც აღვწერე, და რომელიც სინამდვილეს შეესაბამება, ჩვენ საზოგადოებისგან მომსახურებას მხოლოდ იმიტომ ვიღებთ, რომ ჩვენ რაღაც სამაგიერო გავეცით. როცა მომსახურებაზე საუბრობენ, იმავდროულად გაცე-მულ და მიღებულ მომსახურებაზე ლაპარაკობენ. ეს ორი ტერმინი ერთმანეთს გულის-ხმობს და ერთი ყოველთვის უნდა იყოს გაწონასწორებული მეორით. შეუძლებელია, რომ საზოგადოებამ უფრო მეტი მომსახურება მიიღოს, ვიდრე სანაცვლოდ გასცემს, ამიტომ საწინააღმდეგოს დაჯერება ქიმერაა, რომელიც მონეტებისა და ქაღალდის ფულის გამ-რავლებით იქმნება.
ბ. ეს ყველაფერი ძალიან აზრიანი ჩანს თეორიაში. მაგრამ პროცესების მიმდინარე-ობაზე დაკვირვებისას, პრაქტიკაში სხვანაირად ხდება. მაშასადამე, თუ დოლარების რაო-დენობა რაღაცნაირად ისე გამრავლდება, რომ თითოეული ჩვენთაგანი შეძლებს შეამჩნიოს საკუთარი პატარა ქონების გაორმაგება, ჩვენ ყველანი უფრო მეტად თავისუფლები გავ-ხდებით; ჩვენ მეტის ყიდვას შევძლებთ და ვაჭრობა ძლიერ სტიმულს მიიღებს.
ფ. მეტი შესყიდვები! და რა უნდა ვიყიდოთ? ეჭვგარეშეა, რომ საჭირო ნივთები, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ისეთი მნიშვნელოვანი მოთხოვნილებების დაკ-მაყოფილებას – როგორიცაა სურსათი, მასალები, სახლები, წიგნები, სურათები. მაშინ, თქვენ უნდა დაიწყოთ იმის მტკიცებით, რომ ყველა ეს საგანი საკუთარ თავს ქმნის; თქვენ უნდა ივარაუდოთ, რომ ზარაფხანა, სადაც ოქროს ზოდებს ადნობენ, მთვარიდან ჩა-მოვარდა; ან საბეჭდი დაზგები ამოქმედდა სახაზინო დეპარტამენტში; თქვენთვის შეიძლება გონივრული არაა, თუ ხორბლის, ქსოვილის, გემების, ქუდების და ფეხ-საცმელების რაოდენობა იგივეა, თითოეული ჩვენგანის წილი მეტი იქნება, რადგან თითოეული ჩვენგანი ბაზარში დიდი რაოდენობით ნამდვილი თუ ფიქციური ფულით დავდივართ. გაიხსენეთ მოთამაშეები. საჭირო ნივთების სოციალური წესრიგი არის ის რასაც მუშები შანდლის ქვეშ ათავსებენ და დოლარი, რომელიც ხელიდან ხელში გადადის ფულის ნიშანია. თუ თქვენ დოლარების რაოდენობას გაზრდით საჭირო ნივთების რაოდენობის ზრდის გარეშე, შედეგად მხოლოდ იმას მიიღებთ, რომ თითოეული გაც-ვლისთვის უფრო მეტი დოლარის გაღება გახდება საჭირო, ისევე როგორც მოთამაშეებმა მოითხოვეს მეტი ფულის ნიშანი თითოეულ ანაბარზე. თქვენ ამის დასტურს გაძლევთ ის, რაც ოქროზე, ვერცხლსა და სპილენძზე იცვლება. რატომ ჭირდება ერთი და იგივე გაც-ვლას უფრო მეტი სპილენძი ვიდრე ვერცხლი, ან უფრო მეტი ვერცხლი ვიდრე ოქრო? იმი-ტომ ხომ არა, რომ ეს ლითონები მსოფლიოში სხვადასხვა პროპორციითაა გადა-ნაწილებული? რას იტყოდით, თუკი ოქრო უცაბედად ისეთივე ბევრი გახდებოდა, როგორც ვერცხლი, სახლის შესაძენად განა იმდენივე ოქრო არ გახდებოდა საჭირო, რამდენიც ვერცხლი?
ბ. შეიძლება მართალი ხართ, მაგრამ ვამჯობინებდი რომ ცდებოდეთ. იმ გაჭირვების პირობებში, რომელიც ჩვენს გარშემოა, რაც ერთობ სადარდებელი და საშიშია შედეგების თვალსაზრისით, მე ვიპოვე მცირეოდენი ნუგეში იმ აზრში, რომ არსებობს მარტივი მეთო-დი თემის ყველა წევრის გასაბედნიერებლად.
ფ. ოქრო და ვერცხლი სიმდიდრე რომც იყოს ნამდვილად არ იქნებოდა ადვილი მათი რაოდენობის გაზრდა, თუ ქვეყნაში საბადოები არ იქნებოდა.
ბ. არა, მაგრამ ადვილია მათი სხვა რამით შეცვლა. გეთანხმებით, რომ ოქროს და ვერცხლს არც თუ ისე დიდი საქმის გაკეთება შეუძლიათ, ისინი მხოლოდ გაცვლის უბრალო საშუალებას წარმოადგენენ. იგივე ეხება ქაღალდის ფულსა და ბანკნოტებს. ჩვენ რომ მათი დიდი რაოდენობა გაგვაჩნდეს, რომლის შექმნაც ასე ადვილია, ალბათ ბევრ რამეს შევიძენდით და სადარდებელიც აღარ გვექნებოდა7. თქვენი ბოროტი თეორია ფლანგავს იმედებს, ილუზიებს, და თუ გნებავთ, მისი პრინციპებიც ძალზედ ფილანტროპულია.
ფ. დიახ, ყველა უნაყოფო ოცნების მსგავსად, რომლებიც საყოველთაო ბედნიერებას ქადაგებენ. საშუალებათა უკიდურესი მოცულობა, რომელსაც თქვენ გვირჩევთ, სრულიად საკმარისია მისი სიცარიელის საჩვენებლად. ჩვენი სურვილების, გემოვნებისა და ოცნებების ასახდენად ბანკნოტების ბეჭდვა რომ ყოფილიყო აუცილებელი, გჯერათ რომ კაცობრიობა დღემდე არ გამოიყენებდა ამ საშუალებას? გეთანხმებით, რომ აღმოჩენა მაცდურია. ის მალევე აღმოფხვრის მსოფლიოში არა მხოლოდ ყოველგვარ ძარცვას, არამედ თავად შრომასაც, სტამბის ეროვნულ ბიუროში შრომის გარდა. მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ უნდა ვისწავლოთ, როგორ შეისყიდის ქაღალდის ფული სახლებს, რომელიც არავინ აუშენებია, ნივთებს, რომლებიც არავის შეუქმნია.
ბ. ერთი რამ მაფიქრებს თქვენს არგუმენტში. თქვენ ამბობთ, რომ, თუ მოგება არ არსებობს, მაშინ გაცვლის საშუალებების გამრავლების დროს დანაკარგიც არ იარსებებს, როგორც ეს ჩანს მოთამაშეთა მაგალითიდან, რომლებიც ვერაგულად შეაჩერეს. მაშინ რატომ უარვყოთ ფილოსოფიური ქვა, რომელიც გვასწავლის ნებისმიერი ნივთიერების ოქროდ ქცევის საიდუმლოს, ან რაც არსებითად იგივეა, ქაღალდი ვაქციოთ ფულად? ისე ბრმად ხართ ჩაფლული ლოგიკაში, რომ უარს ამბობთ ექსპერიმენტზე, რომელსაც რისკი არ ახლავს? თუ შეცდით, როგორც თქვენს მრავალ მოწინააღმდეგეს სჯერა, უზარმაზარ უპირატესობას ართმევთ თქვენს ერს. თუ შეცდომას ისინი უშვებენ, შედეგად, თქვენივე თქმით იმედის დაკარგვის გარდა სხვა რამ ზიანი მოსალოდნელი არ არის. მათი აზრით, არაჩვეულებრივი საშუალება, თქვენთვის უბრალოდ უვარგისია. გამოცდის საშუალება რომ ყოფილიყო, ყველაზე ცუდი რაც შეიძლება მომხდარიყო სარგებლის დაკარგვა იქნებოდა და არა ბოროტების განხორციელება.
ფ. უპირველეს ყოვლისა, იმედის გაცრუება ნებისმიერი ადამიანისთვის ძალიან დიდი უბედურებაა. ასევე არასასურველია, რომ მთავრობამ ზოგიერთი გადასახადის გაუქმება გამოაცხადოს იმ რესურსებზე, რომლებიც არამომგებიანია. მაგრამ, თქვენი შენიშვნა შეიძლება ყურადსაღები იყოს, როდესაც ქაღალდის ფულის გამოშვებისა და გაუფასუ-რების შემდეგ, ღირებულებებს შორის წონასწორობა მყისვე და თანაბრად აღდგება ყველა საგანზე და ქვეყნის ნებისმიერ ნაწილში. საზომი მიდრეკილი იქნება, როგორც მოთა-მაშეების მაგალითში, უნივერსალური მისტიციზმისკენ, რომლის საპასუხო ყველაზე კარგ საშუალებას გაღიმება წარმოადგენს. მაგრამ მოვლენათა განვითარება ასეთი არ იქნება. ექსპერიმენტი შედგა და მთავრობა – მეფე იქნება ეს თუ კონგრესი – ყოველთვის ერევა ფულის საკითხებში…
ბ. ვინ ამბობს რამეს ფულის ცვლილებასთან დაკავშირებით?
ფ. რატომ ვაიძულოთ ადამიანები აიღონ ქაღალდის ნაგლეჯები, რომელიც ოფიციალუ-რად მონათლულ იქნა, როგორც დოლარი, ან რაც იგივეა, თუ უფრო უარესი არა, ვაი-ძულოთ, რომ უნცია ვერცხლად მიიღონ ის, რაც მხოლოდ ნახევარ უნციას იწონის, მაგრამ რომელიც ოფიციალურად დოლარად იწოდება. მთელი ეს მსჯელობა, რომელიც ქაღალდის ფულის სასარგებლოდ შეიძლება იქნეს გამოყენებული, მონეტების გაყალბების დასაკა-ნონებლად ჩამოყალიბდა. ამის შემხედვარე, როგორც ახლახან გააკეთეთ, და რასაც კვლა-ვაც აგრძელებთ, თუ სარწმუნოა რომ გაცვლის ინსტრუმენტების გამრავლებით თავად გაცვლების რაოდენობაც იზრდება ისევე როგორც გასაცვლელი ნივთები, მაშინ შეიძლება გაფიქრებულ იქნას, რომ ყველაზე მარტივი საშუალება მონეტის დოლარად მექანიკურად დანაწევრება და კანონის მიღებაა, რომ ამ ფულს ნახევარი სახელით მთლიანი ღირებუ-ლება მიეცეს. ორივე შემთხვევაში ფულის გაუფასურება გარდაუვალია. და ვგონებ, მიზეზი უკვე გითხარით. ასევე უნდა გამცნოთ, რომ ამ გაუფასურებით, რომელიც ქაღალ-დის ფულის შემთხვევაში სრულ გაუფასურებამდე გაგრძელდება, მუდმივი ტყუილის თანხლებით, ღარიბი ადამიანები, უბრალოდ პიროვნებები, მუშები და გლეხები ყველაზე მეტად დაზარალდებიან.
ბ. ვხედავ; მაგრამ ცოტა მოითმინეთ. ეკონომიკა საკამოდ ძლიერია, რომ ერთჯერადად გაზრდილმა ფულმა მასზე გავლენა იქონიოს.
ფ. ასე იყოს. მაშინ, ჩვენ ვთანხმდებით, რომ სიმდიდრე არის ჩვენი შრომის შედეგად შექმნილი გამოსადეგი ნივთების ერთობა, ან ჩვენი სურვილების და გემოვნების დასაკ-მაყოფილებლად ყელანაირი მცდელობის შედეგი. საჭირო საგნები ერთმანეთში იცვლება, მათი მფლობელების მოხერხებულობის შესაბამისად. ტრანსაქციის ორი ფორმა არსებობს; ერთს ეწოდება ბარტერი: როცა მომსახურეობა გაიცემა ექვივალენტური სერვისის მი-საღებად დროის ერთი და იმავე მონაკვეთში. ტრანსაქცია ამ ფორმით განსაკუთრებით შეზღუდულია. დროის და ადგილის დამოუკიდებლად ერთმანეთისთვის უცნობ ადამი-ანებს შორის მათი გამრავლებისა და სრულყოფისათვის, შუამავალი აგენტი გახდა სა-ჭირო, რომელსაც ფული ჰქვია. ასეთი გაცვლა იგივე გართულებული გარიგებაა, რაც კარგად უნდა შევნიშნოთ და გავიგოთ. გაცვლა ორ გარიგებად, ორ ნაწილად იყოფა. ესენია: გაყიდვა და შესყიდვა – რომელთა გაერთიანებაც საჭიროა პროცესის დასასრუ-ლებლად. თქვენ ყიდით მომსახურებას და იღებთ დოლარს, შემდგომ, ამ დოლარით მომ-სახურებას ყიდულობთ. ეს გარიგებაა და იგი მანამ არ დასრულდება სანამ თქვენს ნამდვილ დაკმაყოფილებას არ გამოიწვევს. თქვენ იმისთვის მუშაობთ, რომ სხვების სურვილები დააკმაყოფილოთ. ასევე, სხვები აკმაყოფილებენ თქვენსას. შრომით გამომუშავებული დოლარით სხვა ადამიანების შრომას ამტკიცებთ. ეკონომიკური ევოლუცია ხორციელდება მანამ სანამ თქვენ ინტერესი გაგაჩნიათ. როცა ნამდვილად დაკმაყოფილდებით, გარჯი-სათვის ჯილდოს მიიღებთ. გარიგება გულისხმობს მომსახურების გაცემას და მიღებას. იგივე რატომ არაა გაცვლის დროსაც, რომელიც ასევე ორნაწილიანი გარიგებაა? აქ ორი დაკვირვება უნდა ვაწარმოოთ. უპირველეს ყოვლისა, მსოფლიოში ბევრი თუ ცოტა ფულის არსებობა უმნიშვნელო გარემოებაა. თუ ფული ბევრია, მეტია მოთხოვნა; თუ ცოტაა, მა-შინ ცოტაზეა მოთხოვნა, თითოეული ტრანსაქციისათვის: რადგან ცხადია, რომ ფული ყოველთვის ჩნდება თითოეულ გაცვლაში, იგი განიხილება როგორც ნიშანი და საზომი იმ საგნებისა რომლებიც იცვლებიან.
ბ. კიდევ უარყოფთ, რომ ფული გამოსადეგი საგნების ნიშანია?
ფ. მონეტა არაა ფქვილის ბარელის ნიშანი, არამედ ფქვილის ბარელი არის მონეტის ნიშანი.
ბ. რა ზიანი მოგვადგება იმით, ფულს, როგორც სიმდიდრის ნიშანს რომ შევხედოთ?
ფ. შექმნილ უხერხულობას მივყავართ იდეამდე, რომ საგნების გასაზრდელად მხოლოდ ნიშანი უნდა გავზარდოთ; ჩვენ ვდგავართ საშიშროების წინაშე, რადგან მიიღებთ ყველა იმ მცდარ ზომებს რომლებიც მეფედ გამოცხადებისას მიიღეთ. ჩვენ უფრო შორსაც უნდა წავიდეთ. როგორც ფულში ვხედავთ სიმდიდრის ნიშანს, ასევე ქაღალდის ფულში ვხედავთ ფულის ნიშანს; და ვასკვნით, რომ არსებობს ყველას სიმდიდრით სიამოვნების მინიჭების ძალიან მარტივი და ადვილი მეთოდი.
ბ. მაგრამ იმედია ისე შორს არ წახვალთ, რომ ვიკამათოთ ფული არის თუ არა ღირებუ-ლების საზომი?
ფ. დიახ, ნამდვილად, უფრო ჩავუღრმავდები საკითხს, რომ ზუსტად გავარკვიო, სად არის ილუზია. ჩვევად იქცა, რომ ყველაფრის ღირებულება ფულს მივანიჭოთ. მას ვაფასებთ ხუთ, ათ, ან ოც დოლარად. ან ვამბობთ, რომ ის იწონის ხუთ, ათ, ან ოც მარ-ცვალს; ხუთი, ათი ან ოცი იარდის საზომია; ეს მიწა მოიცავს ხუთ, ათ ან ოც აკრ მიწას; ამიტომ დასკვნა გაკეთდა, რომ ფულიც ღირებულების საზომია.
ბ. ჩანს, რომ ასე იყო.
ფ. დიახ, ასეა. და სწორედ ამის გამო ვწუწუნებ. ყველა თანხმდება, რომ სიგრძის, ზომის საზომები რაოდენობრივი და უცვლელია. მაგრამ იგივე არ ხდება ოქროს და ვერცხლის ღირებულებასთან დაკავშირებით. იგი ისევე მერყეობს, იგივე მიზეზებით და იმავე კა-ნონებს ემორჩილება, როგორც მარცვლეული, ღვინო, ტანსაცმელი. ოქროც ისევე გაჩნდა, როგორც რკინა – მეშახტეების შრომის, მეწარმეების წინსვლის შედეგად. მისი წარმოების ღირებულების, ბაზარზე არსებული რაოდენობის და მასზე მოთხოვნილების მიხედვით, იგი ან მეტი ღირს ან ნაკლები; ერთი სიტყვით, იგი ისეთივე რყევას განიცდის, როგორც ადამიანის მიერ წარმოებული ნებისმიერი პროდუქტი. მაგრამ ერთი გარემოება განსაკუთრებულია, და მრავალი შეცდომის საფუძველი ხდება. როცა ფულის ღირე-ბულება მერყეობს, ცვლილება ეხება სხვა ნაწარმებსაც რომელზეც იგი იცვლება. დავუშ-ვათ, რომ ოქროს მიმართ გარემოებები უცვლელია, და რომ მარცვლეული კულტურის მოსავლიანობა წარუმატებლად დასრულდა. მარცვლეულის ფასი გაიზრდება. იტყვიან: „პურის ფქვილის ბარელი, რომელიც ხუთი დოლარის ღირებულების იყო, ახლა რვა ღირს“, და ეს სწორი იქნება, რადგან ეს იმ პურის ფქვილის ღირებულებაა რაც შეიცვალა, და გამოძახილი ამ ფაქტს შეესაამება. მაგრამ მოდით სხვაგვარად მივუდგეთ: დავუშვათ, რომ ყველა გარემოება, რომელიც დაკავშირებულია პურის ფქვილთან იგივე რჩება, და ოქროს არსებული მარაგის ნახევარი ქრება; ამ შვემთხვევაში ოქროს ფასი გაიზრდება. ალბათ ვიტყვით: „მონეტა, რომელიც ათი დოლარის ღირებულების იყო, ახლა ოცი დო-ლარის გახდა“. იცით, ეს როგორ გამოიხატება? თითქოს ეს შედარების სხვა პროდუქტი ყოფილიყო, რომელიც ფასში შემცირდა – „პურის ფქვილი, რომელიც ათი დოლარის ღირე-ბულების იყო, ახლა მხოლოდ ხუთიღა ღირს“.
ბ. საბოლოოდ, ერთი და იგივემდე მიდის.
ფ. ეჭვგარეშეა; მაგრამ დაფიქრდით რა ვნებათაღელვას და ტყუილებს აქვს ადგილი გაცვლის დროს. როცა გაცვლის საშუალების ღირებულება მუდმივ ცვალებადია, ჩვენ არავინ გვეკითხება და ვერც ვიგებთ სახელწოდების ცვლილებას. ფული გამოიცემა ძველი, ხუთი დოლარის სახელწოდებით და ყოველი შემდგომი გაუფასურებისას იგივე სახელს ინარჩუნებს. ღირებულება შეიძლება შემცირდეს მეოთხედით, ნახევრად, მაგრამ ისევ ხუთი დოლარად იწოდება. ჭკვიანი ადამიანები იქამდე შეინახავენ საკუთარ საქონელს სანამ უფრო დიდი რაოდენობის ფულზე არ გაცვლიან. ისინი მოითხოვენ ათ დოლარს იმაში, რაც წესით ხუთ დოლარად უნდა გაეყიდათ; მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანები ამას ვერ გათვლიან. მრავალმა წელმა უნდა განვლოს რომ ყველა ღირებულებამ შესაბამის დონეს მიაღწიოს. უცოდინრობის და ჩვეულების გავლენით, დასაქმებულის დღიური ანაზღაურება დოლარი იქნება მანამ მოხმარების საგნების ხელსაყრელი ფასი მუდმივ ზრდას განიცდის. მიზეზის გარკვევის გარეშე იგი უფრო გაღარიბდება. მოკლედ, საუბრის შეწყვეტამდე და ჩვენს დაცილებამდე, გთხოვთ ყურადღება ამ არსებით საკითხს მიაპ-ყროთ: როცა ერთხელ გაყალბებული ფული (რა ფორმითაც არ უნდა იყოს წარმოდგენილი) მიმოქცევაში ჩაერთვება, გაუფასურებას გამოიწვევს, და ყველა გაყიდვადი ნივთის ფასი გაიზრდება. მაგრამ ფასების ზრდა ყველა საგნისთვის ერთდროული და თანაბარი არ არის. ჭკვიანი ადამიანი, ბროკერი, ან მეწარმე არ დაზარალდება ამით; მათი საქმეა დააკვირდნენ ფასების მერყეობას, დააკვირდნენ მიზეზს, და სპეკულაციაც კი გასწიონ. მაგრამ წვრილი ვაჭარი მთელ ამ სიმძიმეს საკუთარ მხრებზე ზიდავს. ამით მდიდარი უფრო არ მდიდრდება, მაგრამ ღარიბი კიდევ უფრო ღარიბდება. ასეთი ხერხებით სიღარიბეს და სიმდიდრეს შორის განსხვავება იზრდება, სოციალურად ადამიანები მუდმივად ერთი და იმავე დონეზე რჩებიან. დაზარალებულ კლასებს საუკუნეები სჭირდებათ უწინდელ მდგომარეობაში დასაბრუნებლად.
ბ. მე ახლა უნდა წავიდე და ჩავფიქრდე იმ გაკვეთილზე რომელიც მასწავლეთ.
ფ. თქვენი დისერტაცია დაასრულეთ? მე ჩემი ძლივს დავიწყე. მე ჯერ არ მისაუბრია ასე პოპულარულ კაპიტალის სიძულვილზე, უსასყიდლო კრედიტზე – ყველაზე უიღბლო შეხედულებასა და სავალალო შეცდომაზე, რომელიც იგივე წყაროდან მომდინარეობს.
ბ. რა! კაპიტალისტების წინააღმდეგ მოსახლეობის საშიში მღელვარება ფულის სიმ-დიდრესთან აღრევიდან მომდინარეობს?
ფ. ეს სხვადასხვა მიზეზთა შედეგია. საუბედუროდ, კაპიტალისტებმა მიისაკუთრეს მონოპოლიები და პრივილეგიები. მაგრამ როდესაც დემოკრატიის თეორეტიკოსებმა აღნიშნულის გამართლება და მისი სისტემაში მოყვანა გადაწყვიტეს, რათა მისთვის გონივრული იერსახე მიეცათ, დახმარებისთვის მიმართეს მცდარ პოლიტიკურ ეკონო-მიას, რომელსაც გაურკვევლობა უდევს საფუძვლად. ისინი ამბობდნენ: „დოლარი ჭიქის ქვეშ დადეთ; დაივიწყეთ მისი არსებობა ერთი წლის განმავლობაში; შემდეგ მიდით და დარწმუნდებით, რომ იგი არც ათი, არც ხუთი და არც ცენტის რაიმე ნაწილით არ გაი-ზარდა. მაშასადამე, ფული არ ქმნის სარგებელს“. შემდგომ, სიტყვა ფული მის მოჩვენე-ბით ნიშნად, კაპიტალად შეცვალეს. მათ შექმნეს ასეთი გამონათქვამების სერიები – „მაშინ კაპიტალი არ წარმოშობს სარგებელს“, „ამგვარად, ვინც გასესხებთ ფულს და ამით რაიმე სარგებელს იღებს, ის ქურდია; ყველა კაპიტალისტი ქურდია; სიმდიდრეს სინამდვილეში ფლობს ის, ვისაც იგი არ ეკუთვნის; შესაბამისად, არ არსებობს საკუთრება. ამიტომ ყველა-ფერი ეკუთვნის ყველას; მაშასადამე…“
ბ. ეს ძალიან სერიოზულია; მით უმეტეს, სილოგიზმისგან ასე არაჩვეულებრივად ჩამოყალიბდა. აღფრთოვანებული უნდა ვიყო ამაზე. მაგრამ, ვაი! ყურადღების მოკრებვა მეტად აღარ შემიძლია. ისეთი ქაოსია ჩემს თავში ამ სიტყვებით: მონეტები, ფული, მომსა-ხურება, კაპიტალი, სარგებელი, უკვე ძნელია გავიგო სად ვიმყოფები ახლა. თუ ინებებეთ, იქნებ სხვა დროს განგვეახლებინა.
ფ. ამასობაში კი ინებეთ მცირე ნაშრომი სახელად კაპიტალი და ქირა. შეიძლება მან ზოგიერთი ეჭვი გაგიქარწყლოთ. უბრალოდ, გასართობად გადახედეთ.
ბ. გავერთო?
ფ. ვინ იცის?! ერთი მოსაბეზრებელი საგანი მეორეს ცვლის.
ბ. ჯერ არ გამიაზრებია ფულსა და პოლიტიკურ ეკონომიკაზე თქვენი შეხედულებები. მაგრამ, თქვენი საუბრიდან დავასკვენი, რომ ეს საკითხები უდიდესი მნიშვნელობისაა; ომსა თუ მშვიდობაზე, წესრიგსა თუ ანარქიაზე, მოქალაქეების გაერთიანებასა თუ ანტაგონიზმზე, სწორედ ასეთ კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი. რატომ არის, რომ საფრა-ნგეთში და სხვა მაღალცივილიზებულ ქვეყნებში, მეცნიერებაში, რომელიც ახლა გვაღე-ლვებს და რომლის გავრცელება ასე მნიშვნელოვანია კაცობრიობის ბედზე, ცოტაა ცნო-ბილი? იმაში ხომ არაა საქმე, რომ სახელმწიფო ამ საკითხებს არასაკმარისად ასწავლის?
ფ. მთლად ასე არა. ამ მოხერხებული ეშმაკობის გარეშეც, სახელმწიფო ახორციელებს ყველა ადამიანის ტვინის ჩატუმბვას ცრურწმენებით, ხოლო ყველას გულებს ანარქიუ-ლი, ომის, და სიძულვილის გრნობებით ავსებს; ასე რომ, როცა წესრიგის, მშვიდობის და გაერთიანების მოძღვრება თავად წარადგენს საკუთარ თავს, ამაოა იმაზე ფიქრი, რომ სისწორე და სიმართლე მის მხარეს იქნება – ის აღიარებას მაინც ვერ მიიღებს.
ბ. აშკარად საშიში ბუზღუნა ხართ. რა ინტერესი უნდა ქონდეს სახელმწიფოს, რომ მო-ახდინოს ადამიანების ინტელექტის მისტიფიცირება რევულუციების, სამოქალაქო და სა-გარეო ომის სასარგებლოდ? დანამდვილებით აზვიადებთ თქვენს ნათქვამს.
ფ. გაითვალიწინეთ. იმ დროს, როცა ჩვენი ინტელექტუალური შესაძლებლობები თავისთავად განვითარებას იწყებენ, იმ ასაკში, როცა შთაბეჭდილებები სიცოცხლით სავსეა, როცა აზროვნების ჩვევები ყველაზე იოლად ყალიბდება – როდესაც შეგვიძლია გავეცნოთ საზოგადოებას და გავიგოთ მისი – ერთი სიტყვით, როდესაც ჩვენ მხოლოდ შვიდი თუ რვა წლისანი ვართ, რას აკეთებს მაშინ სახელმწიფო? იგი აგიხვევს თვალებს, ამოგიღებს მშვიდად იმ სოციალური წრიდან რომელიც გარშემო გაკრავს, რომ ჩაგძიროს, ჩვენივე შთამბეჭდავი უნარებით, ან მგრძნობიარე გულებით რომაული საზოგადოების შუაგულში. სულ მცირე ათი წელი გვაჩერებს აქ, იმდენ ხანს რომ ჩვენ გონებრივ შესაძ-ლებლობებზე წარუშლელი კვალი დატოვოს. დააკვირდით, რომაული საზოგადოება ჩვენი საზოგადოების სრულიად საწინააღმდეგოა. ისინი ომით ცხოვრობდნენ; აქ ჩვენ უნდა გვძულდეს ომი; მათ სძულდათ შრომა; ჩვენ შრომით უნდა ვიცხოვროთ. საარსებო საშუა-ლებები იქ მონობას და ძარცვას ეფუძნებოდა; აქ ისინი თავისუფალი წარმოებით უნდა მივიღოთ. რომაული საზოგადოება ორგანიზებული იყო მისი პრინციპების გარშემო. იგი ეთაყვანებოდა იმას, რაც მას ააყვავებდა. იგი მიიჩნევდა ღირსებად რაც ჩვენთვის უღირსობაა. მათ პოეტებსა და ისტორიკოსებს უნდა ედიდებინათ ის, რასაც ჩვენ აბუჩად ვიგდებთ და გვძულს. თავისუფლებას, წესრიგს, სამართლიანობას, ადამიანებს, პატივის-ცემას იგივე გავლენა და მნიშვნელობა არ ქონდა რომში, როგორიც პარიზში აქვს. რას მოელი იმ ახალგაზრდობისგან, რომლებიც სამონასტრო სკოლებსა თუ უნივერსიტეტებში ლივიუსის8 და ქვინტუს ქურტიუსის9 კატეხიზმებით გაიზარდა. ისინი ვერ გაიგებენ თა-ვისუფლებას, ისე როგორც ძმები გრაკჰუსები10, ღირსებას, როგორც კატონი11, და პარტიოტიზმს, როგორც კეისარი? ნუთუ გგონიათ, რომ ისინი ჯგუფებად არ გაერთიანდე-ბიან და საომრად არ მოემზადებიან? ნუთუ გგონიათ, რომ ისინი საზოგადოებრივი წეს-რიგის მექანიზმით დაინტერესდებიან? ფიქრობთ რომ მათი გონება ამისთვის მზად არაა? ნუთუ ვერ ხედავთ, რომ ამისათვის ისინი უნდა გათავისულდნენ ახლანდელი წარმოდგენე-ბისგან, და მიიღონ სხვა, რადიკალურად განსხვავებული?
ბ. რა დასკვნა გამოგაქვთ აქედან?
ფ. ყველაზე სასწრაფო აუცილებლობა არის ის, რომ სახელმწიფომ კი არ უნდა ასწავლოს, არამედ განათლების ნება უნდა დართოს. ყველა მონოპოლია საშინელებაა, მაგრამ ყველაზე უარესი განათლების მონოპოლიაა.
შენიშვნები:
1 წერილი „რა არის ფული?“ პირველად გამოქვეყნდა 1849 წლის აპრილს, „ჟოურნალ დეს éცონომისტეს“-ში. შემდგომში დაიბეჭდა თხზულებათა სრულ კრებულში (1863 წ. ტომი V, გვ 64-93).
2 პიერ-ჟოზეფ პრუდონი (1809-1865), ფრანგი პუბლიცისტი, სოციალისტური მიმდევრობის პოლიტიკური ფილოსოფოსი და ეკონომისტი, ანარქიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
3 დიოგენე სინოპიდან (ძ. წ. 412 – ძვ. წ. 323) – ბერძენი ფილოსოფოსი, ცინიკოსი. აცხადებდა, რომ არაფერი ესაჭიროებოდა. ყველაფრისაგან თავისი განდგომის თვალნათლივ საჩვენებლად მთელ საბერძნეთში მოგზაურობდა; ცხოვრობდა ღვინის ცარიელ კასრში და აბუჩად იგდებდა ბერძნულ ცივილიზაციას.
4 ფრენსის ბეკონი (1561-1626) ინგლისელი ფილოსოფოსი, ემპირიზმის ფუძემდებელი.
5 მიშელ მონტენი (1533-1592) ფრანგი ჰუმანისტი ფილოსოფოსი, მორალისტი, მწერალი.
6 მეთექვსმეტე, მეჩვიდმეტე საუკუნეებში ეს თეორია თითქმის საყოველთაოდ მიღებული იყო ევროპაში
7 აღნიშნული მოსაზრებები, რომლებითაც ბასტია იცავს არაგანაღდებადი ქაღალდის ფულის გამოყენებას, ისეთ აბსურდად გეჩვენება, რომ მკითხველი უნებლიეთ იკითხავს: ‘’ადამიანს, რომელსაც მნიშვნე-ლოვანი თანამდებობა უკავია, რეალურ ცხოვრებაში ნამდვილად ასე ლაპარაკობს, ან ასე სჯერა?’’ ამ კითხვაზე პასუხი, სამწუხაროდ, დადებითია. ყველა ქვეყნის საკანონმდებლო ისტორია სავსეა ასეთი გამონათქვამების მაგალითებით. ამ მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატები განსაკუთრებით მდიდა-რია. პელატია ვებსტერი, თავის ”კონტინენტალური ფულის’’ ისტორიაში’’ ამბობს, რომ როდესაც კონგრესში ომის მხარდაჭერის მიზნით განიხილებოდა საგადასახადო დაბეგვრის გაზრდა, ერთ-ერთი წევრი წამოდგა და აღშფოთებულმა იკითხა, ”თქვენ ფიქრობთ, რომ გადასახადები დაეხმარება ადამი-ანს, მაშინ როდესაც მას შეუძლია უბრალოდ მივიდეს სტამბაში და მიიღოს კალათით დატვირთული ფული?”
8 ტიტუს ლივიუსი (ძვ.წ. 59-17 წწ.) რომაელი ისტორიკოსი, ფილოსოფოსი.
9 ქვინტუს ქურტიუსი (ახ.წ. I ს.) რომაელი ისტორიკოსი
10 ძმები გრაკჰუსები (ძვ. წ. II ს.) გაიუს და ტიბერიუს გრაკჰუსები, ცნობილი რომაელი პოლიტიკური მოღვაწეები, სოციალური რეფორმატორები.
11 მარკუს კატონი (ძვ.წ. 95-46 წწ.) რომაელი სახელმწიფო მოღვაწე და ორატორი.