ტაივანელი მხატვრის – ჰენკ ჩენგის მიერ შექმნილი მინიატურული ესკიზები იმდენად რეალისტურია, თითქმის წარმოიდგენ, რომ იქ მიკროსკოპული ზომის ადამიანები ცხოვრობენ. სასურსათო მაღაზიებიდან დაწყებული საძინებელი ოთახებით დამთავრებული, თითოეული ესკიზის დეტალი ნამდვილ ადგილებს ემსგავსება და მშვენივრად წარმოაჩენს ავტორის საცხოვრებელ გარემოს.
ჩენგმა თავისი პირველი მოდელი ხუთი წლის წინ შექმნა. ეს იყო იაპონური რესტორნტის ესკიზი, რომელსაც ის სტუდენტობისას ხშირად სტუმრობდა. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და ახლა უკვე ამ საქმეში დაოსტატებული, ყოველდღე ქმნის მსგავსი სახის ესკიზებს, რომლებსაც მსოფლიოს მასშტაბით ყიდის.
თითოეული ესკიზი დამზადებულია ხისგან, ლითონისა და სხვა გადამუშავებული მასალისგან. მათი ერთობლიობა საოცარ რეალობად იქცევა. ჩენგმა უამრავი მინილის მინიატურული ალბომები შექმნა ჩასაწერი სტუდიისთვის, ასევე, პატარა მინის ბოთლები და კოლოფი უკანა ხეივნის სცენის დასასრულებლად. ამ ნიჭიერ ხელოვანს ყველაფრის შექმნა და გაცოცხლება შეუძლია. „როცა ხალხი მეკითხება, არის თუ არა რამე, რასაც ვერ დავამზადებ, მე ხუმრობით ვპასუხობ – მხოლოდ ჰაერს და მზის სხივებს“ – ამბობს ჩენგი.
იხილეთ ჩენგის მინიატურული ქმნილებების ფოტოკოლაჟი. მეტის სანახავად ეწვიეთ მის ოფიციალურ ვებ-გვერდს ან ინსტაგრამს.