საინტერესოუცნაური

ცერემბრალური დამბლით დაავადებულმა გოგონამ მარცხენა ფეხით რომანი დაწერა

ჩინეთში მცხოვრებმა გოგონამ, რომელიც ცერემბრალური დამბლითაა დაავადებული, რომანის დაწერა საკმაოდ უჩვეული მეთოდით მოახერხა.

21 წლის გოგონას ისე უნდოდა თავისი სურვილის განხორციელება, რომ რომანი ნოუთბუქში მარცხენა ფეხით დაბეჭდა. წიგნში დაახლოებით 60 ათასი სიტყვაა. მწერალი წუთში 20-30 სიტყვის დაწერას ახერხებდა.

გოგონას მშობლები, რომელიც ანხოის პროვინციაში ცხოვრობენ ამბობენ, რომ შვილს განათლების საშუალება ვერ მისცეს და გოგონამ წერა-კითხვა ტელევიზორისა და სუბტიტრების საშუალები შეძლო. მშობლები ასევე ყვებიან, რომ როდესაც გოგონა დაიბადა ექიმები ეუბნებოდნენ, რომ იგი 10 დღეზე მეტს ვერ იცოცხლებდა.

გოგონა თავისი მიღწევით ძალიან ბედნიერია და ამბობს, რომ მის ცხოვრებას აზრი მიეცა.

წყარო
http://icode.ge

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button