16 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
შემოქმედებითი პროფესიების ვერძებს წარმატებული დღე ელით. ამ დღეს ისინი ოცნებების განხორციელებას ან სახლის რემონტთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას შეძლებენ. ნებისმიერი ნივთი, რომელსაც ამ დღეს შეიძენთ, გამოგადგებათ.
კურო
ამ დღეს ნებისმიერ საქმეში იმაზე მეტი ძალისხმევა მოგიწევთ, ვიდრე სხვა დროს. შური, ინტრიგები, მოულოდნელი წინააღმდეგობები გეგმების განხორციელებაში ხელს გიშლით. ეცადეთ, მეტი მოთმინება და დიპლომატიურობა გამოიჩინოთ. შესაძლოა, გეგმის განხორციელებისთვის გავლენიანი ადამიანების დახმარება დაგჭირდეთ. ამ დღეს მეგობრებთან შეხვედრას ნუ დაგეგმავთ და ნურავის ეკამათებით. დღის მეორე ნახევარი ოჯახსა და ბავშვებს დაუთმეთ.
ტყუპები
ამ დღეს ოჯახური საქმეები და წვრილმანებზე კამათი გელით. სიმშვიდე შეინარჩუნეთ და ნურაფერზე აღელდებით. გაითვალისწინეთ, რომ ყველაფერს თქვენ ვერ აკონტროლებთ და ყველაფერი თქვენზე არ არის დამოკიდებული. ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი გეგმების რეალიზაციისთვის, მიწასთან მუშაობისა და მშენებლობისთვის. დღის მეორე ნახევარში არასასიამოვნო შეტყობინება ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გელით.
კირჩხიბი
ამ დღეს რაღაც განსაკუთრებულის შექმნას შეძლებთ, ამიტომ შემოქმედებით დაკავდით. თქვენი ხასიათის გაფუჭებას ვერავინ და ვერაფერი შეძლებს. არაკეთილმოსურნეებმა დროებით დაგივიწყეს, ამიტომ თავს შესანიშნავად გრძნობთ და გარშემომყოფებთან იდეალური ურთიერთობა გაქვთ.
ლომი
ლომ მამაკაცებს წარმატებული დღე ელით. პირად ურთიერთობასთან, ბინის რემონტთან და სახლის კეთილმოწყობასთან დაკავშირებულ პრობლემებს აუცილებლად მოაგვარებთ. ავეჯისა და ხისგან დამზადებული ნაკეთობების გარდა, ყველა შენაძენი წარმატებული იქნება.
ქალწული
ამ დღეს ახალი, საინტერესო ნაცნობობა გელით. გამორიცხული არაა, რომ საქმიანი ურთიერთობა მეგობრულში გადაიზარდოს. ხელსაყრელი დღეა შემოქმედებით და სახლის კეთილმოწყობასთან დაკავშირებული გეგმების განსახორციელებლად. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია არასასიამოვნო შეტყობინება ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. გაციება ან ქრონიკული დაავადების გამწვავება არასწორი მკურნალობის შედეგია.
სასწორი
ნეგატიური დღეა. ერიდეთ შურსა და ინტრიგებს. შესაძლოა, მეგობრების, ნათესავების ან გავლენიანი ადამიანების დახმარება დაგჭირდეთ. მოსალოდნელია კამათი. ეცადეთ, ახლობელ ადამიანებს ზრუნვა და ყურადღება არ მოაკლოთ.
მორიელი
ეს დღე სიხარულისა და სიმშვიდის შეგრძნებას უკავშირდება. საოცარ სიმსუბუქესა და თავისუფლებას გრძნობთ. დაგეგმილ შეხვედრებს თქვენი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება მოჰყვება.
მშვილდოსანი
შემოქმედებითმა საქმიანობამ ან უბრალო გატაცებამ შეიძლება დამატებითი შემოსავალი მოგიტანოთ. მეგობრებთან და საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა სულიერ კმაყოფილებას მოგიტანთ. ამ დღეს სასურველია, სტუმრად წახვიდეთ ან თავად მოიწვიოთ სტუმრები. ოჯახში წვრილმან კინკლაობას მშვიდად, ზედმეტი ემოციების გარეშე შეხვდით. მალე ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.
თხის რქა
შესაძლოა, ამ დღეს იმ პრობლემებთან გამკლავება შეძლოთ, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში გაწუხებთ. სასიცოცხლო პოტენციის ამაღლება სასიკეთოდ აისახება თქვენს პროფესიულ საქმიანობასა და კარიერაზე. ფრთხილად იყავით გრძელვადიანი ხელშეკრულების დადებისა და დაპირებების გაცემის დროს.
მერწყული
თანდაყოლილი მომხიბვლელობა ყველა წინააღმდეგობის გადალახვასა და წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. გამორიცხული არაა, ახალი იდეების წყალობით დამატებითი შემოსავლის წყაროს მიაკვლიოთ. ამ დღეს ქალები საკუთარი ინტელექტუალური და სულიერი შესაძლებლობების სრულად გამოვლენას შეძლებენ.
თევზები
სახიფათო დღეა, რომელიც გარედან მომავალ აგრესიას, ცდუნებასა და პროვოკაციებს უკავშირდება. ეცადეთ ყველა ცდუნებას გაუმკლავდეთ და მკაცრი დიეტა დაიცვათ. მტკივნეულად ნუ რეაგირებთ იმაზე, რაც დღეს ხდება. ეცადეთ, ბუნებასთან ახლოს იყოთ და სუფთა ჰაერზე მეტი ისეირნოთ.