იყო და არა, იყო, რა იყო ერთი, აკალი–ბაკალი. ერთ, დღეს აკალი–ბაკალი მაყვლის საკრეფად ტყეში წავიდა. გზაზე მგელი შემოხვდა,
– გამარჯობა ძმობილო!
– გაგიმარჯოს – მიუგო მგელმა. საით გაგიწევია? – ჰკითხა მგელმა.
– მაყვლის საკრეფად მივდივარ ტყეში, მიუგო აკალი–ბაკალიმ, – თუ გინდა შენც წამოდი.
– კარგი ძმობილო, უთხრა მგელმა და მანაც მაყვლის საკრეფად მიაშურა.
ის იყო ერთი ვიწრო ხევი გაიარეს, რომ ახლა მათ ციყვი შემოხვდათ. ციყვმაც მგელივით მაყვლის საკრეფად განიზრახა მეგობრებთან ერთად წასვლა. აკალი–ბაკალი და მგელი დათანხმდნენ და ციყვიც თან გაიყოლიეს ტყეში .. ბევრი იარეს, თუ ცოტა მეგობრებს ტყეში შემოაღამდათ. ციყვმა თქვა, – მე აქვე, ხეზე ავძვრები და ფუღუროში გავათენებ ღამესო. მგელმა იქვე, ბუჩქების ძირას მოიკალათა, ფოთლები წაიფარა, რომ ღამით არ შესცივნოდა და ფშვინვა ამოუშვა. დარჩა მარტო აკალი –ბაკალი, საით წასულიყო არ იცოდა. სად, იყო და სად, არა ციცინათელები გამოჩდნენ. მათ, გზააბნეული მეგობარი დაამშვიდეს, გზა გაუნათეს და სახლამდე მიაცილეს.
დილას ციყვმა და მგელმა, რომ გაიღვიძეს აკალი–ბაკალი აღარ დახვდათ. ბევრი ეძებეს, მაგრამ ვერსად, ვერ მიაკვლიეს. შეწუხდნენ, ბევრი ინანეს, თუმცა სინანული გვიანი იყო. მათ, რომ მეგობარი გაჭირვებაში არ მიეტოვებინათ სანანებელიც აღარ ექნებოდათ. ასეა, მეგობარს ჭირშიც და ლხინშიც გვერდში უნდა დაუდგე და არ მიატოვო.
ბიოგრაფიის მაგიერ:
მე, ალექსანდრე მჭელიშვილი დავიბადე 1967 წლის 14 ივნისს თბილისში. ბავშბობაში მიტაცებდა ხატვა, თუმცა ხატვას უფრო, სწორედ ხატწერას მოგვიანებით დაუბრუნდი. ჟურნალისტობას ნამდვილად არ ვაპირებდი, მაგრამ მოხდა ისე, რომ ერთ მშვენიერ დღეს გაზეთის რედაქციაში აღმოვჩნდი, სწორედ ჟურნალისტის ამპლუაში. დრომ, მოიტანა და დავიწყე ჩემი მოგონებების და მოთხრობების წერაც.