ბიოგრაფია

ნაპოლეონ III – Napoleon III – ბიოგრაფია

საფრანგეთის იმპერატორი

მმართ. დასაწყისი: 2 დეკემბერი, 1952

მმართ. დასასრული: 4 სექტემბერი, 1970

დაბ. თარიღი: 20 აპრილი, 1808

დაბ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი

გარდ. თარიღი: 9 იანვარი, 1973

გარდ. ადგილი: ჩიზლჰერსტი, ინგლისი

ნაპოლეონ III, შარლ ლუი ნაპოლეონ ბონაპარტი (ფრანგ.Charles Louis Napolйon Bonaparte) ( დ. 20 აპრილი. 1808, პარიზი  გ. 9 იანვარი. 1873, ჩიზლჰერსტი, ლონდონის მახლობლად ), საფრანგეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი (1848-1852), საფრანგეთის იმპერატორი ( 1852-70 ), ნაპოლეონ I-ის ძმის, ლუი ბონაპარტის ვაჟი, ნაპოლეონ II-ის გარდაცვალების შემდეგ (1832) ბონაპარტისტებმა იგი ტახტის მემკვიდრედ აღიარეს. ამბოხებათა (1836 და 1840) მოწყობის ცდისათვის ნაპოლეონ III-ს (1840) სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. 1846 წელს ინგლისში გაიქცა. 1848 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ საფრანგეთში დაბრუნდა. მსხვილი ბურჟუაზიის დახმარებით 1848 წლის 10 დეკემბერს პრეზიდენტად აირჩიეს. 1851 წლის 2 დეკემბერს მოაწყო კონტრრევოლუციური გადატრიალება. საკანონმდებლო კრება დაითხოვეს, ლუი ნაპოლეონი გამოცხადდა იმპერატორად ნაპოლეონ III-ის სახელით. ნაპოლეონ III-ის რეჟიმი ბონაპარტიზმის ტიპიურ გამოვლინებას წარმოადგენდა. საგარეო პოლიტიკის წარუმატებლობამ, განსაკუთრებით კი მექსიკის ექსპედიციის (1862-67) მარცხმა ძლიერ შეარყია ნაპოლეონ III-ის პოზიციები, ხოლო საფრანგეთ-პრუსიის 1870-1871 წლების ომმა გამოამჟღავნა მეორე იმპერიის უძლურება. 1870 წლის 2 სექტემბერს ნაპოლეონ III სედანთან ტყვედ ჩაბარდა პრუსიელებს. სექტემბრის რევოლუციის (1870) შედეგად ნაპოლეონ III ტახტიდან ჩამოაგდეს.

 ადრეული წლები

საფრანგეთის იმპერატორი, ნაპლეონ III იყო ლუის ბონაპარტის (ნაპოლეონ I ძმა) შვილი. ნაპოლეონ I მართველობის დროს ლუის ბონაპარტე ჰოლანდიას განაგებდა (1806-1810). 1815 წელს ნაპოლეონ I საბოლოოდ დამარცხებისა და საფრანგეთის ტახტზე ბურბონთა რესტავრაციის შემდეგ ბონაპარტების ოჯახის ყველა წევრი გადასახლებულ იქნა. ლუი ბონაპარტი გაგზავნილ იქნა შვეიცარიასა (ცხოვრობდა დედამისთან ერთად ერთ-ერთ კანტონაში) და შემდგომ გერმანიაში (განათლების მისაღებად დაიწყო სწავლა აუსბურგის გიმნაზიაში). შემდეგ კი იგი საცხოვრებლად გადავიდა იტალიაში და პოლიტიკურ საქმიანობას მიჰყო ხელი.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button