ფაქტები მსოფლიოს ყველაზე პატარა ქვეყანაზე
თუ ვიტყვით რომ ვატიკანი მსოფლიოში ყველაზე პატარა სუვერენული ქვეყანაა, თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ ის ყველაზე დიდი მუზეუმია ღია ცის ქვეშ. ამის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ მისი ინფრასტრუქტურა შეუდარებელია.
ყველა ნაგებობა შეიძლება სამუზეუმო ექსპონატს შევადაროთ. ლამაზ მოედანს უამრავი ქანდაკება დაჰყურებს, ქუჩები მორთულია ქოთნის ყვავილებით, ხეებით.
ვატიკანში არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბიბლიოთეკა, სადაც განთავსებულია უამრავი მანუსკრიპტები და ხელნაწერები.
ვატიკანს აქვს არაკომერციული გაწონასწორებული ეკონომიკა. შემოსავლის წყაროს წარმოადგენს, კათოლიკური ქვეყნების შემოწირულობები, ტურიზმი და სუვენირების გაყიდვა.
ქვეყნის ბიუჯეტი დაახლოებით 310 000 000 მილიონ დოლარს შეადგენს. მიუხედავად ამისა წლიური შემოსავალი მას ასი პროცენტით აღემატება.
ვატიკანის მოქალაქეები ორ კატეგორიად იყოფიან. ესენია: წმინდა ტახტის მსახურნი და რომის პაპის პირადი შვეიცარიულო გვარდიის წევრები. პენსიაზე გასვლისას მათ ჩამოერთმევათ მოქალაქეობა და ენიჭებათ იტალიის მოქალაქეობა. ვატიკანს აქვს თავისი ვალუტა, მარკები და ა.შ მას შეიარაღებული ძალების მხოლოდ ორი სახე აქვს: პაპის ჟანდარმერია და შვეუცარული გვარდია. ჟანდარმერია პოლიციის ვალდებულებებს ასრულებს, ხოლო გავრდია არ ემორჩილება არავის გარდა წმინდა ტახტისა.