ასტროლოგიადღის ჰოროსკოპივერძიზოდიაქოთევზებითხის რქაკირჩხიბიკუროლომიმერწყულიმორიელი/ღრიანკალიმშვილდოსანისასწორიტყუპები/მარჩბივიქალწული

10 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

სავარაუდოდ, ამ დღეს პირადი ინტერესების დაკმაყოფილებას შეძლებთ, თუმცა საქმიანი კონტაქტებით უკმაყოფილო დარჩებით. ფინანსურ საკითხებში წინდახედულება გამოიჩინეთ, თორემ პრობლემები გელით.

კურო

თქვენი პრაგმატიზმის მიუხედავად, შესაძლოა, ძლიერი გრძნობა გეწვიოთ. ეს თქვენს შინაგან სამყაროს იმდენად შეცვლის, რომ მიმდინარე საქმეების შესახებ მთლიანად დაივიწყებთ. რა გაეწყობა, მომენტით უნდა ისარგებლოთ – თქვენ წინაშე ახალი ცხოვრება გადაიშლება, სადაც შეგეძლებათ, იმეფოთ ან იდედოფლოთ.

ტყუპები

შესაფერისი დღეა ლოცვისთვის, განმარტოებისთვის, ქველმოქმედებისა და მიტევებისთვის. ავადმყოფობა, რომელიც ამ დღეს დაიწყება, მალე და უკვალოდ გაქრება. ეკლესიაში ვიზიტი სიყვარულის გაგრძელებად გექცევათ, რომელიც მუდამ თქვენთანაა. ნუ იდარდებთ იმაზე, როგორ იცხოვროთ მომავალში და დღევანდელი დღით დატკბით. ამჟამად ყველას თქვენი თანადგომისა და დახმარების იმედი აქვს.

კირჩხიბი

სასიყვარულო საქმეები თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს დაიჭერს და ბევრად განაპირობებს იმას, როგორი წელი გექნებათ. შესაძლოა, სიტუაცია ყველა სფეროში შესანიშნავია, მაგრამ ბედნიერებით ტკბობას ვერ ახერხებთ, რადგან სასიყვარულო ურთიერთობაში ბოლომდე ვერ ჩამოყალიბდით.

ლომი

თქვენმა მბრძანებლურმა ტონმა შესაძლოა, სულ მცირე, გაუგებრობა გამოიწვიოს. გამორიცხული არაა, რომ ბრალი სიჯიუტესა და ახლობლებით მანიპულირებაში დაგდონ. ამ დღეს ბევრ ლომს ბავშვებთან ურთიერთობა გაუჭირდება, რადგან ეჩვენება, რომ მათი მოქმედება სრულიად არაკონტროლირებადია. ნუ მიიღებთ რადიკალურ გადაწყვეტილებებს ახლობლებთან შეთანხმების გარეშე. მოერიდეთ გადაღლას, ემოციურ დატვირთვას, მასტიმულირებელ და მატონიზებელ პრეპარატებს.

ქალწული

მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობაში ყველაფერი შესანიშნავადაა. ამ დღეს შეიძლება ოჯახური ღონისძიების ან დასვენების ორგანიზატორად იქცეთ. გახსოვდეთ, რომ სუფთა ჰაერი და სასიამოვნო ურთიერთობა სასწაულებს ახდენს. ნუ ეძებთ საკუთარ თავში ავადმყოფობის სიმპტომებს და ბედნიერებისთვის განეწყვეთ.

სასწორი

ჯანმრთელობის მხრივ, პრობლემები არ შეგექმნებათ, მაგრამ შესაძლოა, ემოციურად ძალიან დაიტვირთოთ და გაღიზიანდეთ. გაუფრთხილდით საკუთარ ნერვულ სისტემას. არ დაგავიწყდეთ, რომ სრულფასოვანი და ჯანსაღი ძილი ძალიან მნიშვნელოვანია.

მორიელი

ვარსკვლავები ოჯახურ კონფლიქტს გიწინასწარმეტყველებენ. შესაძლოა, ორივე დაპირისპირებული მხარე საკუთარ პოზიციაზე ჯიუტად დარჩეს. დილიდან კი აუცილებლად უნდა მიიღოთ შესაბამისი ზომები სირთულეების თავიდან დასაღწევად. ინტიმური სიახლოვე სიხარულს ვერ მოგანიჭებთ. გადადეთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა სამომავლოდ (როგორიცაა ოჯახის შექმნა ან უძრავი ქონების შეძენა). არ იკამათოთ და არ დაამციროთ ოპონენტის ღირსებები.

მშვილდოსანი

შემთხვევითი ტრავმები ან დაავადება დასახული გეგმების შესრულებაში ხელს შეგიშლით. სამომავლოდ ჯანმრთელობის პრობლემები შესაძლოა, უფრო გართულდეს ან გარშემომყოფებთან ურთიერთობები დაგეძაბოთ. თქვენთვის აუცილებელია წოლითი რეჟიმი, მინიმუმ, ორი ან სამი დღით. ამ პერიოდში დამშვიდდებით და ახალ ძალებს მოიკრებთ.

თხის რქა

პირად ცხოვრებაში შესაძლოა, გულგრილობა და უყურადღებობა იგრძნოთ ახლობლების მხრიდან, თუმცა, ემოციების გამოხატვას თავადაც მოერიდებით. ამ დღეს ყურადღების დეფიციტს განსაკუთრებით ბავშვები იგრძნობენ. თუკი პატარა გყავთ, შეეცადეთ, ხშირად აიყვანოთ ხელში, ჩაეხუტეთ შვილებს და ბევრი ისაუბრეთ მათთან.

მერწყული

ამ ზამთარს კვლავ უნდა განაგრძოთ იმუნიტეტისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაძლიერება. შესაძლოა, საჭირო და ზუსტი ინფორმაცია მიიღოთ იმის შესახებ, როგორ იყოთ მუდმივად ფორმაში. ბევრი ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. დააკვირდით მზის ჩასვლას ან ამოსვლას. ეს სიმხნევეს შეგმატებთ. ჰაერში ბევრი სასიცოცხლო ენერგიაა.

თევზები

ამ დღეს ზედმეტად გულუბრყვილო იქნებით. ყველას აპატიებთ ან ვერც კი შეამჩნევთ სხვების შეცდომებს, რომლებიც თქვენი ემოციური მდგომარეობის გატესტვას დააპირებენ. განზრახ მიყენებული წყენა გულს გატკენთ, თუმცა, არ შეიმჩნევთ. აუხსენით გარშემომყოფებს თქვენი საქციელის მოტივები, წინააღმდეგ შემთხვევაში ახლობლებთან ურთიერთობა გაგირთულდებათ.

წყარო
https://feedc.com/user/astrogeorgia

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button