მუსიკასიმღერის ტექტები

მუხამბაზი

 შენ დაგეძებ დილაა თუ ბინდია,
ავადა ვარ გულში ცეცხლი მინთია,
ექიმობას თუ გამიწევ მადლია,
დაილოცოს შენი სოფლის ნათლია…….

ექიმობას თუ გამიწევ მადლია,
დაილოცოს შენი სოფლის ნათლია……..
………………………….
შენს ეზოში ვიღიღინო რას გიშლი?
ამასა გთხოვ შენს ნახვას ნუ დამიშლი,
სილამაზე ცქერით როდი გაცვდება,
დარდი ნუ გაქვს აუგი არ დამცდება……….
სილამაზე ცქერით როდი გაცვდება,
დარდი ნუ გაქვს აუგი არ დამცდება……….
………………………….
რა მაწუხებს უნდა მიხვდე თავადა,
შენგანა ვარ ასე მძიმედ ავადა,
მიექიმე მოდი სანახავადა,
ავადმყოფი ვერ მორჩება თავადა…………………..
ჩემს ეზოში გაიარე მადლია,
დაილოცოს შენი სოფლის ნათლია…….

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button