ბიოგრაფია

სულხან-საბა ორბელიანი – Sulkhan-Saba Orbeliani – ბიოგრაფია

1658-1725

მას ეკუთვნის ენციკლოპედიური ნაშრომი „სიტყვის კონა“დქართული ლექსიკონი. ორიგინალურ თხზულებათაგან უმნიშვნელოვანესია იგავდარაკთა კრებული „სიბრძნედსიცრუისა“, რომელიც გამსჭვალულია ჰუმანიზმით, ადამიანის პირად ღირსებათა პატივისცემით.

მთელ საქართველოს მამად მიაჩნია.

საფრანგეთის მინისტრისადმი

 მისიონერ რიშარის წერილიდან.

 სულხანი ქვემო ქართლში, ორბელიანთა სამკვიდრო ტანძიაში დაიბადა. მამა, ვახტანგ ორბელიანი, ქართლის სამეფოს მდივანბეგი იყო. დედა, თამარი, ზაალ არაგვის ერისთავის ასული. მისი სამი ძმაც მწიგნობარი გამოვიდა. სულხანის მამიდა ქართლის მეფის, შაჰნავაზად წოდებული, ვახტანგ V-ის მეუღლე იყო. მომავალი მწერლის აღზრდასა და შემოქმედებითი გზის განსაზღვრაში განსაკუთრებული როლი მამიდაშვილებმა გიორგი XI-მ, არჩილ მეფემ და ლევანმა მიიღეს. გიორგი XI ცნობილი სარდალი იყო, მაგრამ არანაკლები მწიგნობარი. სწორედ მან დაავალა სულხანს ქართული ლექსიკონი შეედგინა. თვითონ სულხან-საბა კი ლევანის ძის, ვახტანგ VI-ის გამზრდელად, ერთგულ თანამოაზრედ და თანამებრძოლად იქცა სიკვდილამდე. სწორედ სამეფო ოჯახთან ახლო ურთიერთობა გახდა მიზეზი, რომ „სწავლისა ფრიად მოყვარე“ ჭაბუკი პოლიტიკური და რელიგიური ბრძოლის შუაგულში მოექცა.

1688 წელს ირანის შაჰმა გიორგი XI-ს მეფობა ჩამოართვა და ქართლიდან გააძევა. სულხანიც იძულებული გახდა გადახვეწილიყო და ახალციხეში, სიმამრის, ათაბაგის ოჯახსათვის შეეფარებინა თავი. იქიდანაც ცდილობდა, გიორგი მეფისათვის სასარგებლო მოლაპარაკება ეწარმოებინა. იმ პერიოდში ფარულად უკვე აღიარებდა კათოლიკობას.

1698 წელს, მას შემდეგ, რაც გიორგი XI ისპაჰანში გადაიხვეწა, კარისკაცი, ფეოდალი და მოარაკე სულხანი  „ცოდვილი მონაზონი საბა“ გახდა და დავით-გარეჯის იოანე ნათლისმცემლის მონასტერს შეაფარა თავი. მონაზვნის კაბით შეიმოსა ადამიანი, რომლის „სიბრძნე-სიცრუისა“ სავსეა ეროტიკული ელემენტებით, ქრისტიანული ფანატიზმისა და საეკლესიო დოგმების კრიტიკით. თუმცა უდაბნოშიც არ დამცხრალა მისი პოლიტიკური საქმიანობა. 5-6 წლის შემდეგ სულხან-საბა კვლავ სამეფო კარს დაუბრუნდა, რადგან ქართლის გამგემლად მისი გაზრდილი ვახტანგი დაჯდა. ახლა მრჩევლობის გარდა დიპლომატობა და დესპანობაც იტვირთა. 52 წლის სპარსეთში ორჯერ გაემგზავრა,  შემდეგ კი ევროპისაკენ აიღო გეზი, კათოლიკობა აშკარად აღიარა და კონსტანტინოპოლში წმინდა ბასილის ორდენის წევრი გახდა. სულხანდსაბა ორბელიანი საიდუმლოდ წავიდა შორ და რთულ გზაზე, შაჰის მიერ დატყვევებული ვატანგის გამოხსნის იმედით.

1614 წლის აპრილში ვერსალში „მეფე მზე“, ლუი XIV დიდი სიტკბოთი დახვდა, კარგად უმასპინძლა, მოუსმინა, ვატიკანს აცნობა, განსაკუთრებული ყურადღებით მიეღოთ. მართლაც დიდებულად დახვდნენ პაპი, კარდინალები, გრანდუკა და რომის ფეოდალები. პაპმა კლიმენტოს XI-მ ორჯერ მიიღო და ასე მიმართა: „მიხარიან, რომში დიდი ხმა დაგივარდა, კარგა იქცევი და ჭკვიანად“. საბას „ფრიადმა შრომამ“ ნაყოფი ვერ გამოიღო, იმედგაცრულებული და ენთუზიაზმდაკარგული უკან დაბრუნდა. „ენით არ ითქმის“ გზაში ისეთი განსაცდელი გადაიტანა, სამშობლოში  კი მართლმადიდებელი ეკლესიის რისხვა დაატყდა, შემდეგ ქართლის აწეწილმა ბედმა ვახტანგ VI-თან ერთად რუსეთისკენ მიმავალ გზას გაუყენა. 67 წლის მოხუცმა პეტერბურგამდე ვერ მიაღწია, 1725 წლის 25 იანავრს მოსკოვში გარდაიცვალა. უკანასკნელი განსასვენებელი ვსესვიატსკოეში ჰპოვა.

მართალია, საბას პოლიტიკურმა და დიპლომატიურმა მოღვაწეობამ  სასურველი შედეგი ვერ მოიტანა, მაგრამ მის მიერ დატოვებული ლიტერატურული მემკვიდრეობა ფასდაუდებელი საგანძურია. როგორც თვითონ გადმოგვცემს, „ფრიადი შრომა და ჭირი“ გაუწევია „სიტყვის კონაზე“, რომელის პირველი რედაქცია 27 წლისამ დაასრულა და დღემდე უნიკალურ განმარტებით ლექსიკონად, ენციკლოპედიად მიიჩნევა. ჩანს, რომ სულხან-საბამ ზედმიწევნით იცოდა „ღრმა (ფილოსოფიური) წიგნები“, ბიბლია, ასტრონომია, ბუნების მეცნიერება, ფლობდა უცხოურ ენებს.

ორბელიანის შემოქმედების მწვერვალია „სიბრძნე-სიცრუისა“, რომელიც ერთ სიუჟეტზე აწყობილ 110 იგავს აერთიანებს და მთავარ ხაზად მომავალი მეფის აღზრდაა აღებული. დავით-გარეჯის მონასტერში ყოფნისას შექმნა ორი სასულიერო თხზულება „სწავლანი“ და „საქრისტიანო მოძღვრება“. ევროპაში ყოფნაა ასახული სამოგზაურო-მემუარული ხასიათის ნაწარმოებში „მოგზაურობა ევროპაში“. თუმცა ეს წიგნი ფრაგმენტულადაა შემორჩენილი, ჩანს, რომ დაწერილია გამოცდილი დიპლომატის, მოაზროვნისა და მწერლის მიერ. ევროპიდან დაბრუნებულ საბას ვახტანგ VI-მ „გასაჩალხავად“ გაუგზავნა თავისი  ნათარგმნი „ქილილა და დამანა“. რედაქტორმა, მართლაც რომ, გაამშვენიერა ტექსტი, პოეტური ნაწილები გალექსა.

ანდერძად დარჩა სულხან-საბა ორბელიანის სიტყვები: „ჩემს უკან, ღმერთმა ქნას, ჩემს ქვეყანაში უკეთესობა შეიქმნეს“ და იმედად: „ავსა და ცუდსა საქმეს ბოლო მოკლე და საწყენი აქვს და კარგსა და სამადლოსა – დაულეველნი უკუნისამდე“.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button