მუსიკასიმღერის ტექსტები

ვია 75 სიმღერა – ტირიფები

 აღარც დაბნეული მძივი ვარ და
აღარც მარცვალ – მარცვალ ვიკრიფები,
ნუთუ არ გინახავს წვიმის ფარდა,
ან გაცინებული ტირიფები…

მე გაზაფხულივით მოგეპარე
და გაზაფხულივით შენში დავრჩი,
ჩვენი სიყვარული მოგაბარე,
ეს უნაზესი და თოთო ბავშვი
ჩვენი სიყვარული მოგაბარე…

კიდევ ნისლიანი მთები მიყვარს,
შენგან გათელლილი ბილიკები,
ასე ნეტავი რამ გააცინა
ოი ეს მტირალა ტირიფები..
მე გაზაფხულივით მოგეპარე
და გაზაფხულივით შენში დავრჩი,
ჩვენი სიყვარული მოგაბარე,
ეს უნაზესი და თოთო ბავშვი
ჩვენი სიყვარული მოგაბარე…

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button