რჩევებიჯანმრთელობა

5 ნიშანი იმისა, რომ D ვიტამინის სერიოზული დეფიციტი გაქვთ!

🌞 ვიტამინი D3 არის ორგანიზმისთვის ერთ-ერთი, სასიცოცხლოდ აუცილებელი ვიტამინი, რომელსაც ვიღებთ მზის სხივების კანზე მოხვედრის, ან გარკვეული პროდუქტების მირთმევით.

ამ ვიტამინის დეფიციტი არის ძალიან საშიში და სიმპტომები კი შემდეგია!

1) დეპრესია და უგუნებობა – სეზონური დეპრესია არის ერთ-ერთი ნიშანი, რომელიც გვამცნობს, რომ D ვიტამინის ნაკლებობა გვაქვთ. თუ გარშემო ყველაფერი კარგადაა, თუმცა თქვენ მაინც გაფუჭებული გაქვთ განწყობა, დროა, ანალიზი ჩაიტაროთ და სისხლში მისი შემცველობა განსაზღვროთ!

2) დაღლილობა და უმადობა – ერთ-ერთი დამახასიათებელი სიმპტომი, რომელიც ამ ვიტამინის დეფიციტს ახასიათებს, უმადობა და უმიზეზო დაღლილობაა.

3) უძილობა – უძილობა, ძილის დარღვევები, გაღვიძების შემდეგ გამოუძინებლობის შეგრძნება! ეს ერთ-ერთი ნიშანია.

4) ზურგისა და ძვლების ტკივილი – ვიტამინი D3 ეხმარება ძვლებს სიმტკიცეში და აიოლებს კალციუმის შეწოვას. სისხლში ვიტამინ D3 ის არაადეკვატური შემცველობა იწვევს ამ ორ უკანასკნელ და საშინლად შემაწუხებელ პრობლემას!

5) ინფექციების, ჭრილობებისა და ანთებითი კერების ხანგრძლივი დროით გაჭიანურება – ეს ვიტამინი პასუხს აგებს იმაზეც, რომ ჩვენს ორგანიზმში არსებული ანთებითი კერები ჩააქროს და ამავე დროს, პრევენციაც მოახდინოს, თუმცა თუ მისი დეფიციტი გაქვთ, ზემოთ ნახსენებ ნიშნებთან ერთად, ეს 3 რაღაცაც ნაცნობი იქნება თქვენთვის!

Source
ლუკა ჭაფოძე

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button