მუსიკასიმღერის ტექსტები
ენძელა / Endzela
იებია თუ თოლია, მე რომ მზის შუქი მომფინა,
მე სიყვარული მეგონა, თურმე სიზმარი ყოფილა,
ო, რა იმედით გელოდი, ვინ მომიშუშებს იარებს,
მეგონა შენ მიმღეროდი, თურმე ენძელა შრიალებს,
შრიალებს, შრიალებს , თურმე ენძელა შრიალებს……
შრიალებს…….
არ ამიცხადდა არასდროს ნატვრა, სურვილი ოცნება,
ვარსკვლავი წყდება ვარსკვლავებს, ცას ჩემი ბედიც მოსწყდება,
სადა ხარ სად მოგზაურობ, კარ და კარ სად გიქროლია..
აქ რომ მოფრინდი,ხმაურობ, შენი ფეხის ხმა მგონია…
მგონია, მგონია, შენი ფეხისხმა მგონია, მგონია…….