5 საუკეთესო ადგილი და დრო რომ ნახო ჩრდილოეთის ციალი
ერთ-ერთი შესანიშნავი სანახაობა,რომელიც შეგიძლია ნახო ცის თვალიერებისას ჩრდილოეთის ციალი(განათება) ანუ აურორა ბორეალისია(aurora borealis).ჩრდილოეთის ციალი წარმოიქმნება მაშინ როცა,მზე თავისი აქტივობების შედეგად წარმოქმნის ღრუბლების გაზს,რომელიც დედამიწის ატმოსფეროსკენ მოდის,ეჯახება დედამიწის მაგნიტურ ველს და წარმოქმნის ლამაზ,მოცეკვავე სინათლის სხივებს.
მას ხშირად ვხედავთ ალასკასა და გრინლედში,თუმცა რაც უფრო მეტია მზის აქტივობა,მით უფრო მკვეთრი და ლამაზია ის.
1)აბისკო.შვედეთი.
თუ ჩახვალ შვედეთში და აბისკოს ეწვევი,ძალიან ისიამოვნებთ.ამ ქალაქს აქვს ნათელი ღამეები და მშრალი ჰავა,რაც უკეთ გაძლევს შესაძლებლობას იხილო ეს სინათლე.ყველაზე დაუვიწყარი ხედი აურორას საჰაერო სადგურიდან იშლება,რომელზეც საბაგიროთი მოხვდები.ამ საბაგიროდან დანახული ხედიც კი ღირს აბისკოში ჩამოსასვლელად.
2)ციმბირი.რუსეთი.
არაერთი მიზეზის გამო ციმბირი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ჩრდილოეთის ციალის სანახავად.აქ ხანგრძლივი და ბნელი ღამეებია.ასევე აქ გადის სარტყელი,სადაც მზის გაზები ეჯახება დედამიწის მაგნიტურ ველს.მიუხედავად ციმბირის ცივი და დაუნდობელი ამინდისა ეს სანახაობა საყურებლად ნამდვილად ღირს.
3)ვაითჰორსი.კანადა.
კანადაში ძალიან ბევრი მიტოვებული ტერიტორიებია,ან რომელთაც უბრალოდ ხშირად არ სტუმრობენ და თუ საკმარისად გამბედავი იქნები და იქ მიხვალ,მიხვდები რომ ისინი საუკეთესო ადგილია ამ ყველაფრის დასანახად.
4)ფეარბენკსი.ალასკა.
ალასკა ცნობილია თავისი ხედებით ჩრდილოეთის სინათლის დასანახად.აქ ზამთარში ხანგრძლივი ღამეებია მცირეოდენი თოვლით,რაც ხელსაყრელ მდგომარეობას ქმნის მათ სანახავად.
5)სასტუმრო აურორა.ფინეთი.
ეს სასტუმრო ლაოსტოს შემაღლებულ ადგილას მდებარეობს,სადაც ძალიან ბნელი ღამეებია.აქ წელიწადში 200 დღის განმავლობაში შეგიძლია შენი თვალით იხილო ეს განსაკუთრებული ფენომენი.ეს სასტუმრო თავისი ახალი სისტემითაა გამორჩეული.როცა იქ ჩახვალ,მაღვიძარას მსგავს ხელსაწყოს გაძლევენ,რომელიც სინათლის გამოჩენისას სიგნალს გაძლევს.მანამდე შეგიძლია სასადილოთაც წახვიდე,დალიო,დაისვენო ან გაისეირნო,იმიტომ რომ გეცოდინება ამ სისტემის წყალობით,ვერანაირად ვერ გამოტოვებ ამ სანახაობას.
საუკეთესო დრო მათ სანახავად არის სიბნელის დროს,როცა ცივი სეზონებია და ცა უფრო მოწმენდილია.უმჯობესია სექტემბერსა და მარტს შორის ინახულო.ასევე რჩევა შეგიძლია იკითხო სასტუმროში,სადაც დარჩენას აპირებ,უახლოეს გეოლოგიურ ასოციაციაში ან საგანმანათლებლო დაწესებულებაში.შესაძლოა ვერც იხილო ისინი,ამიტომაც ამ 10 რჩევას უნდა მიყვე:
1. აუცილებლად ჩრდილოეთით უნდა იყურო,არქტიკული წრის ცენტრში.
2. უმჯობესია შუაღამეს ნახო,ფერები უფრო გამოკვეთილია.
3. რაც უფრო მაღლა იქნები მით უფრო უკეთ იხილავ,ჯობია მთაზე ან მაღლობზე ახვიდე.
4. ქალაქგარეთ ან ბუნებაში უკეთ დაინახავ მათ,იმიტომ რომ სიბნელეში კარგად ჩანან და ქალაქის განათება ხელს შეგიშლის.
5. აუცილებელია ამინდის გადამოწმება,ღრუბლიან ამინდში არაფერი არ ჩანს.
6. არსებობს ტურები რომლითაც გაიგებ საუკეთესო ადგილს მათ სანახავად.
7. თუ სპეციალური კამერა არ გაქ,უბრალო მოწყობილობით სასურველ სურათს ვერ გადაიღებ.
8. თბილად ჩაიცვი.
9. მომთმენი იყავი,შეიძლება სინათლე უცებ არ გამოჩნდეს.
10. ყველაფერი ისე დაგეგმე რომ გაერთო და მხოლოდ იმის იმედით ნუ წახვალ რომ მათ აუცილებლად ნახავ,შეიძლება არ გაგიმართლოს და ისინი ვერ იხილო.