საინტერესოსაკითხავი

კონსტანტინე კაპანელი – ქართული საზოგადოება

“ქართველი საზოგადო მოღვაწე ფლიდი, ცუღლუტი და მანკიერია; ქართველი ხელოვანი ცრუ, კუდაბზიკა და ტრაბახაა; ქართული საზოგადო დაწესებულება ინტრიგებისა და ჭორების საზიზღარი ბუდეა; ქართველი დილიდან საღამომდე სულ იმაზე ფიქრობს, თუ როგორ დაამციროს მეორე ქართველი: წახდება თუ არა ამით საერთო საქმე, ეს ქართველს არ აწუხებს. ქართველი მუხანათი და ვერაგია თავისიანებში; უცხო ტომში გარეული იგი კეთილშობილი და მორჩილი მოსამსახურეა. ქართველი საქმის სათავეში საზიზღარია: დაიკავებს თუ არა საპატიო ადგილს, მაშინვე თავხედურად გაიბღინძება… თეატრი, ბანკი, რკინიგზა, სასწავლებელი, რედაქცია – ყოველი საზოგადო და სახელმწიფო დაწესებულება ჭორებითაა სავსე და ინტრიგებში იხრჩობა. შედეგი ამ ჭორებისა და ინტრიგებისა ის არის, რომ თავმოყვარე, პატიოსანი და ნიჭიერი მუშაკი დაწესებულებიდან გადის, რადგან ვერ ითმენს უზნეობასა და უსინდისობას; დაწესებულებაში რჩება უნიჭო, უსინდისო, ფლიდი, მოღალატე, რომელსაც მხოლოდ თავისი პირადობა აინტერესებს და რომლის იდეალია ყველაფერი დაშალოს, ოღონდ კი თავის თავს ასიამოვნოს…”

კონსტანტინე კაპანელი, 1925

Source
https://burusi.wordpress.com/

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button