მუსიკასიმღერის ტექსტები

ალუდა – გრძნობების სახლი

უხმოდ მივყვები ქუჩის ნაპირებს,
შენზე ფიქრებმა გამინაპირეს,
ალბათ დღეს ისევ წვიმას აპირებს თავიდან,
სევდამ დაშალა გრძნობების სახლი,

მაგრამ ჩვენ ვიწყებთ შენებას ახლის,
ახლა ვხვდები, რომ შენი დაკარგვა არ მინდა…

ისე მომწყურდი, როგორც არასდროს,
შენი უმანკო თვალების ხილვა მომინდა,
რატომ მითხარი შენი ვიქნები.
ვეღარ ვახერხებ თავის დაღწევას ომიდან…

მერე მუზებიც გაფრინდებიან შორს
და ჩემს მაგივრად დაელოდები სხვას,
შენი თვალები ისეთ სიყვარულს მთხოვს,
რომ არ ვეკუთვნი აღარც საკუთარ თავს…

უხმოდ მივყვები ქუჩის ნაპირებს,
შენზე ფიიქრებმა გამინაპირეს,
ალბათ დღეს ისევ წვიმას აპირებს თავიდან,

სევდამ დაშალა გრძნობების სახლი,
მაგრამ ჩვენ ვიწყებთ შენებას ახლის,
ახლა ვხვდები რომ შენი დაკარგვა არ მინდა,

ისე მომწყურდი როგორც არასდროს,
შენი უმანკო თვალების ხილვა მომინდა,
რატომ მითხარი შენი ვიქნები,
ვეღარ ვახერხებ თავის დაღწევას ომიდან,

მერე მუზებიც შეაჩერებენ წამს.
და სხვის მაგიერ დაგელოდები მე,
მერე მივხვდებით რომ ერთმანეთის გვწამს,
ქუჩის ნაპირებს ერთად გავყვებით ჩვენ.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Check Also
Close
Back to top button