1700-იანი წლები. მე-18 საუკუნეში საამპუტაციო დანები უმეტესწილად მოხრილი იყო, რადგან ქირურგებს ასე უფრო უადვილდებოდათ კანზე მრგვალი ფორმის ჭრილობის გაკეთება, შემდეგ კი კუნთოვანი ქსოვილების გადაჭრა, რათა ძვლამდე მისულიყვნენ. 1800-იანებისთვის კი სწორი დანები გახდა პოპულარული.
1600-იანი წლები. იმ დროს, როცა ქირურგები თავს იწონებდნენ საგულდაგულოდ დეკორირებული იარაღებით, გრავიურებს შორის არსებულ ნაპრალებზე დაკვირვება ცხადყოფდა, რომ იქ მიკრობებს მრავალრიცხოვანი იმპერიები ჰქონდათ შექმნილი.
1500-იანი წლები. ბევრი რამ არაა ცნობილი ამ იარაღზე, თუმცა სავარაუდოდ ისრის ამოსაღებად იხმარებოდა. მთავარი ღერძი ისარს უმაგრდებოდა, დანები კი ჭრილობის პირებს სწევდა აქეთ-იქით, რათა ისარი ადვილად ამოეღოთ და ქსოვილები უფრო მეტად არ დაეზიანებინა.
1800-იანი წლები. თვალისა და ყურის ოპერაციების დროს ფართოდ გამოიყენებოდა ეს ე.წ. ხელოვნური წურბელა. მბრუნავი ღეროები კანს ჭრიდა, ცილინდრის ფორმის ნაწილში კი სისხლი იღვრებოდა.
1500-იანი წლები. ეს იარაღი ტყვიის ან ნატეხის ამოსაღებად იყო საჭირო. ფორმის გამო სხეულში ღრმად შესვლა შეეძლო, ხშირად კი მსგავს იარაღებს პირი ხრახნის ფორმის ჰქონდათ და ტყვიამდე მისასვლელად ნელ-ნელა ატრიალდებდნენ ხოლმე.
1800-იანი წლები. გამოიყენებოდა მშობიარობის დროს საშვილოსნოს ყელის გასაფართოებლად. თუმცა მალე ამოიღეს ხმარებიდან, რადგან რამდენჯერმე ზედმეტი მოუვიდათ და საშვილოსნო „გაეხათ”.
1770-იანი წლები. დანა წინადაცვეთისთვის. რიტუალური წინადაცვეთა ტარდებ(ოდ)ა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სხვადასხვა მიზნებით, მაგრამ იარაღებში იშვიათად იყო ისეთი საშიშები, როგორიც ეს ევროპული დანაა.
1870-იანი წლები. ეს იარაღი იხმარებოდა ჰემოროის (ბუასილის) შესაჩერებლად, ასევე საშვილოსნოსა და საკვერცხეების არეში განვითარებული სიმსივნეების დროს. ჯაჭვს ზედმეტ მასაზე მოახვევდნენ და შემდეგ ნელ-ნელა ამჭიდროვებდნენ, რომ მიდამოში სისხლის მიმოქცევა შეწყვეტილიყო.
1800-იანი წლები. ქირურგიული მაშა ჰემოროისთვის (ბუასილი). იყენებდნენ სისხლდენის შესაკავებლად, რის შემდეგაც ჰემოროი ძვრებოდა და ვარდებოდა.
1850-იანი წლები. პაციენტს უკეთებდნენ თიაქარისგან დაზიანებულ ადგილზე და რამდენიმე კვირა ტოვებდნენ, რათა ქსოვილი გაჭრილიყო და ზედმეტი მასა მოცილებოდა.
1915 წელი. ჰირცის კომპასის მეშვეობით აკურატულად საზღვრავდნენ, სად იყო ტყვია სხეულში, რათა შემდეგ ზუსტად გაეჭრათ ის ადგილი და ამოეღოთ.
1860-90-იანი წლები. იარაღი, რომელიც გამოიყენებოდა საშვილოსნოს ყელის მოსაკვეთად ჰისტერექტომიის ოპერაციის დროს.
1740-1830 წწ. ეს ლითოტომი იხმარებოდა შარდის ბუშტის გასაჭრელად იმ მიზნით, რომ ქვებისგან დაეცალათ. ტარში ღერო იყო ჩამალული და სახელურის მოწევის შემდეგ გარეთ გამოდიოდა.
1880-1910 წლები. ხრახნის ფორმის ხის ნაჭერი პირის გასახსნელად იხმარებოდა. მისი მეშვეობით ოპერაციის დროს ანესთეზირებულ პაციენტს უხსნიდნენ პირს და გარკვეული ხანი ტოვებდნენ, რათა არ დაემუწა.
1910-20 წლები. წამოწვერილი მრგვალი პირის მქონე დანები კანს ჭრიდა, ჭიქაში კი სისხლი იღვრებოდა.
1830-60 წლები. ეს მოწყობილობა გამოიყენებოდა თავის ქალის გარკვეული ადგილების გასახერხად, რის შემდეგაც რიგში სხვა ინსტრუმენტები დგებოდნენ.
1750-1810 წლები. თამბაქოს ოყნას პაციენტის ანუსს უერთებდნენ სხვადასხვა მიზნებით, მაგალითად, დახრჩობისგან რომ გადაერჩინათ. ტუბი დაკავშირებული იყო საკმეველთან და შეერთებისას პაციენტს სწორ ნაწლავში თამბაქოს კვამლს უკმევდნენ. მიაჩნდათ, რომ კვამლის სითბო სუნთქვის რეგულირებაში დაეხმარებოდა სხეულს.
1860-იანი წლები. მას შემდეგ, რაც პაციენტს პირს გაუხსნიდნენ, ამ ინსტრუმენტით დაავადებულ ფარისებრ ჯირკვლებს აცლიდნენ. მოქმედების პრინციპი გილიოტინის მსგავსი იყო და ორივე ჯირკვალი ერთად იჭრებოდა. მეოცე საუკუნეში კი მაშებითა და სკალპელებით ჩაანაცვლეს, რადგან მოწყობილობა უხეში იყო და ოპერაციის შემდგომ ხშირი იყო სისხლჩაქცევები, ზოგჯერ კი მოკვეთილი ქსოვილების მთლიანად გამოტანა ვერ ხერხდებოდა და ნუშისებრი ჯირკვლების პატარა ნაწილები პაციენტებს ეყლაპებოდათ.
1800-იანი წლები. ბურღი ცილინდრული ფორმის დანით, რომლითაც თავის ქალას ხვრეტდნენ. შუაში არსებული კბილანა ადგილის განსაზღვრისა და წონასწორობის შენარჩუნებისთვის იყო საჭირო.
1600-იანი წლები. ამ იარაღით ქალებს ვაგინის არეს უფართოებდნენ, რის შემდეგაც გამოკვლევისა და დათვალიერების საშუალება ეძლეოდათ. მისი ანალოგები ათასობით წლების განმავლობაში არსებობდა, სურათზე აღბეჭდილი კი მე-17 საუკუნეს ეკუთვნის.
***
შეგახსენებთ, რომ ანესთეზია პირველად 1842 წელს გამოსცადეს, ასე რომ ამ იარაღების უმეტესობა ტკივილის გამაყუჩებელი საშუალებების არარსებობის ეპოქაში გამოიყენებოდა.