იუმორი

წითელქუდა გურულად

დაბოდიალობდა მარტო, ტყეში, აი აბდალი წითელქუდა.

კაი, აგი ბაღანაა და შტერია, მარა იი აბდალი დედამისი რამ გადარია?! მარტო რომ უშობ ბაღანას ტყეში, ბებიაშენს საჭმელი წუუღეო, დედა ხარ მაგის მერე?

ხოდა, ქი შემოხთა მგელი, მუატყუა ასე წაი მოკლეა გზაიო, გუუშვა შორი გზიდან ამ გათახსირებულმა და თვითონ ქი წევიდა მოკლე გზით, გადაყლუნწა ბებია, დეელოდა წითელქუდას და მიაყოლა ზეთ, და დესერტათ ხილიც დააყოლა, კალათაში რომ ეწყო.

ქი იყვნენ ღირსი, ასე რო დამთავრებულიყო ყოლიფერი, მარა, ნენა, განგება მოწყალეა და გადმოხედა ამ აბდლებს.

მევიდა მონადირე, მოკლა აი მგელი, ამეიყვანა აგენი და გადაარჩინა. ასე უკუღმართათაა მოწყობილი წუთისოფელი, ამფერ აბდლებს ბედი წყალობს და ვინცხა ღირსია სიცოცხლის, ქია მიწაში.

Source
ალბათ მოვა დრო
ჭდეები

Leave a Reply

Close
Close