ალექსანდრე ცაგარელი – პირადი წერილები
საყვარელო მამა!
მართალია მე დიდი ხანია წიგნი არ მომიწერია, მაგრამ თქვენგან ველოდი წიგნსა. თქვენი ამბავი დათიკომ მომწერა დიღმიდან. იწერებოდა, დედაშენი სწუხსო, __ ამბობენო, რომ შემ მანდ ცოლს ირთამ და რჩებიო მანდა!
პირველი ამბავი, რომ მე ვითომ აქ ცოლს ვირთამდე, სულ ტყუილია, სიზმარშიც არ მომსვლია ცოლის შერთვა ჯერადა, მეორე ამბავი, რომ ვითომ მე აქ ვრჩებოდე, ჯერ არავინ იცის და საეჭვოა. თუნდ რო დარჩე აქ უნივერსიტეტში, მაინც ჩემი სურვილი და აზრი ის იქნება, რომ რაც შეიძლება დროზე გადმოვიდე. აქაური ჰაერი არ მომწონს და არც ქვეყანა. ზაფხულში მოვალ თქვენთანა თქვენს სანახავათ. ერთ ორიოდე თვესა. ეხლა მაგისტრობის ეგზამენიისათვის ვემზადები და წიგნსა ვთხზამ…
1871 წელი 12 ნოემბერი,
________________________________________
პეტერბურგი ილია ჭავჭავაძისადმი
დიდ მადლობას გიძღნიან მეც და სტუდენტებიც გარჯისათვის და ფულის გამოგზავნისათვის, მივიღე შენგან 100 მანეთი და გარდავეცი თავის დროზე სტუდენტებს, რომელნიც შეიტანეს უნივერსიტეტში ლექციების სასმენად. რომელთა ბარათებს ფულის მისაღებად გიგზავნი. მაისის ბოლოს ერთი იმათგანი მიიღებს სტიპენდიას, მაგრამ უჭირს, რომ მანდეთგან ვინმე შეეწიოს ამ ცოტა ხანში, ძალიან პატრიოტულ საქმეს იქმს. ძალიან ბეჯითია და ნიჭიერი არის,
შემდეგში ჩვენ ლიტერატურას ამის იმედი უნდა ჰქონდეს.
ამ ზაფხულს მინდოდა ჩამოსვლა, მააგრამ მგონი არ მომიხდეს, რადგან აგვისტოში აქ ორიენტალისტების კონგრესი გვაქვს და იმ დროისათვის ბევრი სამუშაო მაქვს ჩაბარებული-უნდა გავათაო-სხვათაშორის ეტნოგრაფიული და ლინგვისტიკო-ლიტერატურული მიმოხილვა საქარ- თველოსი.
შენი ერთგული ალექსანდრე ცაგარელი.
მარტი 1876 წელი პეტერბურგი