საინტერესოსაკითხავიჩვენი მსოფლიო

დანიის ზღვისიქითა ტერიტორიები

გრენლანდია – კუნძული რომელიც მდებარეობს ჩრდილოეთ ყინულოვან და ატლანტის ოკენეში და ეკუთვნის დანიას ეს მსოფლიოს ყველაზე დიდი კუნძულია და მისი დედაქალაქი ამავდროულად უდიდესი ქალაქციც არის ნუუკი. ტერიტორიაზე ოფიციალური ვალუტაა დანიური კრონა ხოლო ენა გრენლანდიური და დანიური ქვეყანა კონსტიტუციური მონარქიით იმართება დანიის სამეფო ოჯახის მიერ. კუნძულის ეკონომიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს თევჭერა რომელსაც ტერიტორიაზე ფეხი ძალიან აქვს მოკიდებული აქ დაჭერილი თევზი ექსპორტზე გადის ევროპის მრავალ ქვეყანაში და საკმაოდ წარმატებითაც იყიდება გრენლანდიის ეკონომიკას მნიშვნელოვნად აფინანსებს დანია ბოლო წლების განმავლობაში ტერიტორიაზე აქტიურად დაიწყო ტურიზმის განვითარება ვიზიტორების რაოდენობით ძირითადად ევროპელები ჭარბობენ. გრენლანდიის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი სწორედაც რომ ევროპიდანაა ჩასული უმეტესად დანიელები ეს მთლიანი მოსახლეობის 10%-ზე მეტია შესაბამისად კუნძული გადასულია ცხოვრების ევროპულ სტილზე მიუხედავად ცივი ტემპერატურისა აქ მაცხოვრებლები ოდითგანვე არიან და გრენლანდიაც საკმაოდ განვითარებულია ბოლო მონაცემებით აქ 55 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს აქედან 17 000-ზე მეტი მოსახლე თავმოყრილია დედაქალაქ და ამავდროულად უდიდეს ქალაქ ნუუკში რომელიც გრენლანდიის ფინანსური ეკონომიკური და სამრეწველო ცენტრია. დროის სხვადასხვა ეტაპზე კუნძული ოკუპირებული იყო მრავალი ქვეყნის მიერ მათ შორის ამერიკის რომელმაც მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას მოახდინა კუნძულის ოკუპაცია რათა თავი დაეცვათ გერმანელებისაც ეს ეტაპი 1945 წლამდე გრძელდებოდა და ამის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების ძალებმა დატოვა აღნიშნული ტერიტორია უფრო ადრეულ პერიოდში კი 1931 წელს ნორვეგიამ მოახდინა კუნძულის ოკუპაცია საბოლოოდ ყველა ამ ფაქტიდან გამომდინარე გამარჯვებული მაინც დანია გამოვიდა და ეს ტერიტორია დღეს-დღეისობით სწორედ დანიის სამეფოს ეკუთვნის. გრენლანდიაში სახლები ძალიან ლამაზად გამოიყურება და ისინი სხვადასხვა ფრადაა შეღებილი ინტერნეტის დახმარებით სხვადასხვა საძიებო სისტემაში მათ შორის Google-ში შეგიძლიათ ნახოთ სახლების ამსახველი ფოტოები.

1a04d78ccfcf

ფარერის კუნძულები – ტერიტორია რომელიც მდებარეობს ატლანტის ოკენეში ეკუთვნის დანიას და მოიცავს რამოდენიმე კუნძულის ერთობლიობას მისი დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია ტორსჰავნი სადაც 12 000-ზე მეტი მოსახლეა მთლიანად ფარერებზე კი 50 000-ზე მეტი მოსახლეა რომელთა შორისაც დანიელებიც შარბობენ ეს ტერიტორია გამოირჩევა არქტიკული მცენარეების სიუხვით აქ კლიმატი საკმაოდ ცივია მაგრამ იგი მიმზიდველია ტურისტებისთვის ამ ტერიტორიას ძირითადად ევროპელები სტუმრობენ და მათ აქ ტრანსპორტის პრობლემები არ ექმნებათ რადგან სატრანსპორტო სისტემა მუდმივად ვითარდება. ფარერები აქტიურად გამოჩნდნენ მსოფლიო სპორტში ისინი არიან UEFA-ს და FIFA-ს წევრები და აქტიურად იღებენ მონაწილეობას ამ ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში მათ შორის ევროპის ჩემპიონატში ჯერ-ჯერობით ფარერის ნაკრებს არ მოუპოვებია რაიმე სახის მნიშვნელოვანი გამარჯება ერთადერთი შეიძლება აღინიშნოს რამოდენიმე წლის წინ მომხდარი ფაქტი როდესაც ამ პატარა კუნძულის ნაკრებმა გუნდმა 1:0 დაამარცა საბერძბეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ეს ნამდვილად სენსაციური მოვლენა იყო რადგან ფარერებისგან ასეთ გამარჯვებას ვერავინ წარმოიდგენდა. ფარერის კუნძულებზე შენარჩუნებულია ადრეული კულტურა მათ შორის ძველი ტანისამოსები და ცეკვები რომლებიც მართლაც შთამბეჭდავია ქვეყანაში არის რამოდენიმე კულტურული ანსამბლი რომელიც აქტიურად ინარჩუნებს და მსოფლიოს აცნობს მათ ტრადიციებს. ტერიტორიაზე ოფიციალური ენებია ფარერული და დანიური ხოლო მთავარი ვალუტა ფარერის კრონაა კუნძული კონსტიტუციური მონარქიით დადგენილი წესების მიხედვით იმართება დანიის სამეფო ოჯახის მიერ უნდა აღინიშნოს რომ ისევე როგორც გრენლანდიას ასევე ფარერის კუნძულების სერიოზული ფინანსური დახმარება აქვთ დანიის მთავრობისგან ისინი აქტიურად ეხმარებიან ამ კუნძულების განვითარებაში რაც პრინციპში მათი მოვალეობაცაა.

Source
https://ucnauri.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button