ლიტერატურაწიგნები

გოგი ნარეკლიშვილი – მელანქოლია გზავნილი სოფლიდან – თავი პირველი

2020 წლის 21 ნოემბრის საღამო.

ნოემბრის ცივი სუსხი ყინვით და ქარით ცეკვავდა თავის ვალსებს ჩემი ჩაკეტლი ფანჯრის რაფებიდან. უბედურების და მელანქოლიის ბურუსში ვიყავი მოქცეული და ვგრძნობდი როგორ ობდებოდა ჩემი სიცოცხლეს დასწრაფებული მარადიული სული უხამსი სოფლის აღვარახსნილ ცხოვრებას. ეს ყრუ მელოდიასავით ჩამესმოდა ყოველი მხრიდან და მელანქოლიის საშიშ ყინულოვან გრძნობებს კიდევ უფრო გამჭოლს ხდიდა ჩემს არეში. ნოემბერი იყო და თოვლიც კი მენატრებოდა. საღამოს თოვლის სიგრილეც და ნესტიანი წვიმებიც არ მოჰქონდა ნოემბერს ჩემი სოფლის ბინის ოთახში, რომელშიც დიდი ხანია შეხიზნულიყო პატრონთან ერთად პატარა ჩაის დასადგმელად გამხადებული ყვითელი ძველი ქსოვლით გადაკრული მაგიდა, რომელზეც უგზოდ მიმოფანტულიყო წიგნები და დადებულიო ძველი ჭადრაკის დაფა ზედ შავი მეფით, რომელსაც ყავis, ჩაის ან ღვინის თანხმებით  იმ შეგრძნებით დავატრებდი რომ მე ვიყავი ის ვინც ამ ოთახში იყო დასაცავი ჭადრაკის მტრული თეთრი ბანაკიდან.  მე კი პაიკების ალყაში ვიყავი მოქცეული და ლაზიერის ქროლვა ჩემს გარშემო თავად ცხოვრება გახლდათ. იქვე გაზის ღუმელთან, რომლის სითბო ოთახში ციხის განწყობას ოდნავ აქარვებდა იყო მიდგმული ორი დივანი გადაკარული ჩალისფერი ქსოვილით, რაც სარკეში ირეკლებოდა და დახვეწილობის სურნელს სძენდა სიკვდილის მრუმე საყინულეს, რომელიც შემოდგომის ბოლო თვეს და მის ყინულოვან სიცივეს საკუთარ თავში მკაცრი და პირქუში კაცივით დაატარებდა და ზოგჯერ ძილიც კი მიჭირდა, რადგან ვერაფრით ვერ ვიგნებდი რისთვის ღირდა ცხოვრება. გარშემო კი სამყარო თავის ბნელ და აპოკალიპტურ წიაღში მიიწევდა და კორონა ვირუსის ეპიდემიას ებრძოდა, რომელიც თანდათან როგორც სიკვდილის ბნელი მახე ისე ვრცელდებოდა ადამიანებში და ჩუმი გველივით ახრჩობდა ადამიანებს ისე რომ ისინი ერთ დღეს ცხოვრობდნენ და მეორე დღით უბრალოდ ტოვებდნენ ყველაფერს. მე ამ ამყაყებულ, თუმცა მხატვრის თვალით თუ აღვიქვამთ, რომელიც შემოდგომის პეიზაჟს ხატავს ძალიან ლამაზად მოქარგულ სოფელში მიწევდა ყოფნა სადაც ადამინები უბრალოდ დაიღალნენ და დაწრწიან როგორც აჩრდილები რომელთაც ენატრებათ ჭეშმარიტი ნეტარება და მიტევება ცხოვრებისგან რომ შავი ღრმულებიდან მცირედი სინათლე მაინც გამოიტანონ და საკუთარი არსებობა რამით გაამართლონ. აჩრდილები ან ბუნებრივ ლაყე კვერცხივით საზარელი სუნის შხამს აგროვებენ პლანეტაზე ანდაც საკუთარ სიმარტოვეში კვდებიან. ადამინები არაესტეტიკურობასა და არაეთიკურობაში ჩაძირული მცირე პროტესტის გამომხატველი განსაზღვრული ქმედებების დაბალგანზომილებიანი თოჯინები არინ, რომელთაც თავზე სიკვდილის ობი და სოკო აქვთ შემოხვეული, რადგან დაკარგული აქვთ სიმაღლის ძაფი ეთიკა და ესთეთიკა, რითაც ისინი შორდებიან ბოლომდე თავისუფალ აღქმას. განსაკუთრებით ის ადამიანები არიან საცოდავნი, რომლებსაც ეს ბუნებრივი ჭკნობის შედეგად მოსდით და საწამლავად აქვთ ქცეული ღვინის ძველეგვიპტური თასი და წმინდა ლურჯმოსასხამიანი ქურუმი ადესასგან ჩამოსხმული კეთილსურნელოვანი წითური ნექტარი. რაც შეეხება აჩრდილებს რომელთაც ლაყე კვერცხის სუნი უდით სხვადასხვა ვიწრო ინტრიგებს ქმნიან ქსელებად და ამას ცხოვრებას ეძახიან, რათა უბრალოდ ცხოვრებისგან მისჯილი ვადა გაიყვანონ. ბედისწერის ეს პატიმრები უბრალოდ აჭკნობენ სიცოცხლეს და ნოემბერს უფრო სევდიანსა და უფოთლოდ დამშრალ გაყინულ საკუბოვედ ხდიან, რომელსაც ჩემი ელვასავით მჭრელი ინტელექტი contraadictio in abjecto ვერ ეგუება ამყაყებასა და ამაოებას და შიგნიდან უფუნქციობის მღვრიე მელანქოლიისკენ მიჰყავს. ამ ნიადაგზე გადავწყვიტე წიგნი დამეწერა ამ ჩაკეტილობაში, მაგრამ რაზე? არც არანაირი მასალა არ მქონდა და არც არაფერი მომდიოდა თავში. თითქოს შემოქმედებითად ამოვიწურე და გავთავდი როგორც ცხოვრებისთვის გამოსადექი და სასარგებლო სული, რომელიც სასაზე როგორც თხელ ძაფზე, რომლითაც მიბბულია სიკვდილამდე ცხოვრებასთან როგორც ჭიპლარით გადაბმული ჩვილი სიკვდილამდე ჭირდება ტკბილი წყალი დაესხას და იცხოვროს როგორც ცხოვრებისთვის სასარგებლომ. ყველა ამოწურულ იმედში მე წიგნი მომევლინა ცხოვრების მხსნელად, მაგრამ დაწყევლილი მასალა არ მქონდა და მელანქოლიის სამსალა იმდენი ვსვი გონებაც გამომეფიტა, რათა რაიმე ამბავში შემექმნა. კონტაქტი არავისთან მქონია. ერთ ოთახში ჩაკეტილი საფერფლე მევსებოდა სიგარეტითა და ტანჯვის ჩაღამებული ღრუბელით. ნივთებიც თითქოს ჩემთან ერთად დახავსდნენ და დაბერდნენ და მე ცხოვრების მოტივი და ხალისი დამეკარგა. არავინ ჩემთან არ მოდიოდა და არავისთან მე არ მივდიოდი. ყოველგვარი ძაფი ცხოვრებასთან გაწყვეტილი მქონდა რომელიც მიუახლოვდა ცხოვრების საშიში ჭეშმარიტების ბოლომდე წვდომას და საბოლოოდ გაწყვიტა კავშირი ყოველივესთან, რადგან იგრძნო გამოყოფა, სირცხვილი და განრიდების მოთხოვნილება სულებთან, რომელთანაც არანაირ კონტაქტს აზრი არ აქვს, რადგან ამ ცხოვრებაში მელანქოლიკი ბრძენი ხორბლის თავთავიც კი სოფლის მრუმე ამაოებაში მარტოსულად იღუპება. ასეთი მტანჯველი ფიქრებით ვიყავი აღსავსე და მრავალჯერ ვცადე ჩემი ცხოვრება მომეყოლა, მაგრამ სიკვდილისკენ მიმავალ სულს, რომელსაც უღამდება როგორც ჩანს ყველაზე ნაკლებ საკუთარი ცხოვრებისთვის თავის მობმა უჭირს და უნდა სხვისი მოისმინოს, რადგან თურმე გააცნობიერა რომ იგრძნო დაღლა საკუთარისა და რადგან ასე სძაგს მისი, სურს სხვისი ამოება მაინც მოისმინოს, რადგან ფუჭი სიახლით დაითროს თავი. საკუთარს კი ბნელ მარწუხებში მალავს და უბრალოდ მოხუცის ვაებით ეცინება მისი ფრაგმნეტის გახსენებაზეც კი, რომელიც საერთოდაც ფრაგმენტულადღა ახსოვს. თურმე მომაკვდავს უთუოდ მეხსიერება უქვეითდება და შესაძლოა სიცოცხლის ბოლო ამოსუნთქვისას მხოლოდ კუბოღა ელანდებოდეს ანუ ცარიელი წარმოსხვაღა დარჩეს მთელი ამ განვლილი წლებიდან რაც გამოიარა. მარადის საბრალოა ადამიანი. ასეთ მოსაწყენ ყოფაში მთელი არსებით ჩაბმულს ნაღველს მიქარვებდა ერთი ჩემს სოფელში ასე ჩაკარგული ბიჭი ბ, რომელსაც ჩემგან განსხვავებით მიუხედავად იმისა რომ 23 წლის ვარ (ცხოვრებამ იცის) ჯერ კიდევ შემორჩენოდა ცხოვრების ჭეშმარიტი ხალისი. იგი ამ ცხოვრებაში ჯერ კიდევ ეძებდა რაღაცას და თავის შეყვარებულზე მომითხრობდა ისტორიებს. ამით მე ჩემს აყროლებულ ცხოვრებას ვკლავდი და როგორც ნამდვილ მეგობარს ეკადრება რჩევებსაც ვაძლევდი თუ რა თქმა უნდა რჩევის მიცემა შემეძლო ან სწორედ მივიჩნევდი. ამჟამადაც ის მოვიდა და საუბარი უმალ მცენარეებზე დაიწყო რამაც ერთობ დიდ ინტრიგაში შემიყვანა და გონების იდუმალი კუნჭულები გამიხსნა. დანარჩენი კი როგორც პიესა. დიალოგის ფორმატს მივანდოთ.

მე : ვხედავ საოცარ სურათხატს. ახალართულ მცენარეებს როგორ ესევიან ჭიანჭველები. როდესაც ჭიანჭველები შეესევიან მცენარეებს ისინი მათგან ღებულობენ მაგიურ სიტკბოებას და სარკოფაგები იხსნება ადამიანის თავის ტვინში.

ბ : როგორ თუ სარკოფაგები?

მე : სარკოფაგები როგორც ძველი პირამიდები. ამ პირამიდებს თავს კაშკაშით ორიონის თანავარსკვლავედი ანათებს. ირგვლივ ეგვიპტელი ღმერთები მიმართავენ მათ მონებს რომ იმუშავონ და მორწყან ბაღები.

პაუზა.

ბ გულახდილად იცინის გაკვირევებული იმაზე თუ სად გადავუხვიე თემას და ასე ხსნილად ვსაუბრობდი მასზე.

მე : ვხედავ ორიონის საოცარ კაშკაშს. როგორ ანათებს პლანეტა ორიონი სარკოფაგებს. როგორ ასხივებს თეთრად ამ პირამიდებს და ვგრძნობ რომ ეგვიპტელ ღმერთებში თითქოს თესლივით არის ჩაწვეთებული ჭიანჭველა და ჭიანჭველები მართავენ ამ პირამიდების მშენებლობას. თითქოს ღმერთებმა რაღაც ელექსირი ჩააწვეთეს რითაც გააძლიერეს ეს მონები. იქნებ ეს ელექსირი ადამიანური ქვასავით გამძლე სიმტკიცე იყო, მაგრამ მე რაღაც უფრო ჯადოსნური მელანდება. თითქოს ამ ჯადოსნური გამაძლიერებლით მუშაობდნენ ეს მონები და არა საკუთარ ძალაზე დაყრდნობილი ინიციატივით. ჰო ხვდები?

ბ : იცი სიგარეტს სიგარეტზე ვეწევი და ცხოვრება მომწყოინდა. ადრე მოსაწევს ვიყავი მიტანებული და ახლა როდესაც ვეწწევი ან ვსვამ მალე მეკიდება. დავიღალე. ცხოვრების ხალისი ერთინად გამომეცალა და დავგუბდი. ჩემი სიხალისე და შემართული სული სადღაც გაუჩინარდა. ჰო ხვდები რასაც ვგულისხმობ…მოვკვდი ჩემს თავთან და ვეღარაფერი ვეღარ ანათებს.

მე : შეგრძნება გრჩება რომ დანით გაჭრეს გული, სიცოცხლის ყველა წარო წაიღეს და დასუსტებულს ყოველი კუნთი მოდუნებული გაქვს. ცხოვრებისადმი ფორიაქს ვეღარ განიცდი.

ბ: კი სიცოცხლისადმი წურვილს ვეღარ განვიცდი. აზრი დაკარგა. აღარაფერი უბრალოდ აღარ მსურს. არაფერი აღარ მინდა საერთოდ. ერთი სული მქონდა როდის მოგინახულებდი. საერთოდ ცხოვრებაში აღარაფერი აღარ მინდა. არც მუშაობა. ყველაფრისადმი სურვილი დავკარგე. ინერტული გავხდი ცხოვრებისადმი. მუსიკის მოსმენაც აღარ მახარებს…

მე: შეხედე ეს ფოთლები როგორ ირხევა ბიჭო. გარეთ ტყიდან შემოსული.

ბ:ქარს მოაქვს.

მე: ქარს მოაქ, მოჰქრის და მოჰქრის. არ გინდა წიგნი დავწეროთ?

ბ: წიგნი?

მე : ოღონდ ეს ჰომ უბრალოდ წარმოვიდგინეთ რომ ფოთლებში ვწერთ.

ბ: ბაღში ჰო არ გადავსულიყავით ისევ.

მე: არა ტყეში. ტყეში დავანთოთ ცეცხლი და წიგნში დავწეროთ ის ყველაფერი რასაც ახლა ამ წუთას ჩვენს ცხოვრებაში განვიცდით. ახლა და ამ წამს. უბრალოდ ორი საათით დღეში წამი გავაჩეროთ და ერთმანეთს გავანდოთ დროისგან მონიჭებული სიხარული თუ ვარამი. ჩვენი ცხოვრება მოვყვეთ. შეხედე რა აქტიური მეთოდიკაა. ეხლა ჩვენ განცდის საფუძველზე ემპირიულად ვგრძნობთ რომ ტყეში ვართ. წარმოვიდგინოთ რომ ტყეში ვართ. ვზივართ ცეცხლთან და ამ ყველაფერს ვყვებით.

ბ:ქვებზე ვსხედვართ.

მე: ქვებზე ვსედვართ. ქვები ოდავ წვეტიანი და გვჩხვლეტს, მაგრამ ამას ვატარებთ იმიტომ რომ შესაბამის განცდაში ვართ.

ბ:და სიცივე ქვებიდან მოდის.

მე: ქვიდან წამოსული სიცივე წარმოიდგინე აბა…

ბ: ფეხებში.                                        

მე: ჰო, ჰო…ფეხებში გიელვებს და თან ამოდის შავი ტალახის მასა, რომელიც უფრო აბნელებს და ამით უფრო დიდ სიცივეს გრძნობ. ეს შავი ტალახის ქვა, რომელზეც ვზივარ ჩვენი გულებივით არის გაყინული. ქვა გული არის შენი.

ბ: ვიცი, ვიცი.

მე: რომელიც იყინება.

ბ: თითქოს ლავაშია ჩაძირული.

მე: ვგრძნობ რომ ახლა ლავაში ჩემი ნაწერები და ფურცლები იწვება, რომელიც თან არის ხორცი. ხორცში არის ჩაწერილი ეს ყველაფერი და ხორცი ნახშირდება ლავაში და ამიტომ ქვად იქცევა ყველაფერი რაც გარშემოა. ტალახიან ქვად, რომელიც გულის ნაცვლად მიზის. თითქოს ჩემს ხორცად ქცეულ ნაწერებზე დაყრდნობილი ღმერთკაცი ვიყო ქუსლით რომელსაც ცხოვრება ქუსლს უგესლავს და ნაწერებიც იწვიან.

ბ: რომელსაც ცხოვრების აზრი აქვს დაკარგული და ქუსლით ჩაყრდნობილი ლავაში იფერფლება.

მე: და ნელ-ნელა. და გულის ხმაც მესმის. დუგ-დუგ.დუღ- დუღ და თითქოს ნიჩბით მიწას აყრიან.

ბ: და საერთოდაც ნისლი და სიბნელეა გარშემო.

მე: და ეს ტალახის ისრები გულს ერჭობა როგორც სარკის დამტვრეული მინები და აყრიან მიწას.

ბ: გულში დანა იყოს თითქოს.

მე: დიახ, გულში დანა არის.

პაუზა : სიარული. დაბრუნება დივანთან.

მე : საინტერესო რომ ახლა მე ვხედავ იესოს, რომელიც ჩემს წარმოსახვით გულთან მოვიდა.

ბ: მაღლიდან დაჰყურებს.

მე : მაღლიდან დაჰყურებს ზუსტად. და ხელს აჭერს იმ გულს თითქოს სურს განკურნოს და ისე შეისრუტოს. ყვავილი ამოდის ძალიან ლამაზი და მიწა ეყრება ზევიდან ყვითელ ფოთლებს ამ ყვავილის და ეს ყვავილი იფურჩქნება და იფურჩქნება. ჩინურ ვარდს გავს.

ბ: გეგონება წყალიც ესხმევაო.

მე : ჰო ახლა წარმოვიდგინე რომ წყალი დავასხი. ფხვიერი მიწაა. ქარი შლის ფხვიერ მიწას.

ბ : წყალი თან დაბლა ჩადის და ხანაც ზევით ამოჰეთქს, როგორც უფსკრულებს ეხეთქება ზღვის ბორგვა.

მე : და ფესვებს ასველებს. ვხედავ წყალი ფესვებში როგორ გარდი-გარდმოდის და როგორ კურნავს ამ ფესვებს რომ შემდეგ ამოიზარდოს ის. იესო აჭერს ამ ყველაფერს ხელის გულს და ჩემთან მეგობრობის სურვილს გამოხატავს და მახსენდება ძველი მოგონებები იესოსთან დაკავშირებით. წარმოიდგინე ახლა ჩვენ სად წავედით.

ბ: ჩემი …

მე : და რა წიგნს არ დავწერთ. ხვდები ? წარმოიდგინე რა წიგნს დავწერთ ბიჭო. ჩვენს ცხოვრებაზე ვისაუბრებთ. დღეში ორი საათიც რომ დავუთმოთ ამ მდგომარეობაში ყოფნას. შემდეგ საღამოობით მე ჩაიაზე ამ ყველაფერს დავწერ და წავიკითხავთ კიდევაც. დღესვე დავწერ პირველ თავს და ჩვენვე შევაფასოთ როგორი იქნება.

ბ : ცხადია.

მე : ჰო აბა ისე ჰო არ გამოვცემთ. ეს უკვე იდეაა, რომელიც ცხოვრებას გაგვიხალისებს.

ბ: გეთანხმები.

მე : ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს. შეხედე როგორი საშინელი მდგომარეობაა მსოფლიოში. ან უნდა ღარიბებად მოვკვდეთ ან რაღაც გავაკეთოთ.

ბ : ისე რომ ფული ვიშოვოთ.

მე : ისე რომ ფული ვიშოვოთ. ეს ფულისთვისაც ჰო არ ხდება. პარალელურად ჩვენ თავს ვანვითარებთ.

ბ : და ამ ყველაფერს რომ წავიკითხავთ რაზეც აქ ვისაუბრებთ და რა შეცდომებსაც ჩვენ ცხოვრებაში აღმოვაჩენთ გამოცდილებად ჩამოგვიყალიბდება რომ მსგავსი რამ ჩვენს ცხოვრებაში აღარ განმეორდეს. საკუთარ ცხოვრებას გამოვიყენებთ საკუთარი ცხოვრების გამოცდილებად. ეს ჩვენვე შეგცვლის.

მე : უბრალოდ შეხედე. ესეთი ნატურალური მდგომარეობაა. ყველა აკეთებს რაღაცას რომელიც მატერიაში აისახება, რადგან მატერიალურობის გარდა სამყარო არანაირ გამოსავალს არ გიტოვებს. და ჩვენ ამ წიგნით თითქოს გამოსავალს ვთავაზობთ მკითხველს.

ბ : იცინის.

პაუზა.

მე : ახლა კოცონთან ვზივართ და ვსაუბრობთ და ახლა მელანდება ცისფერი დიდი შენობები. ყველგან რაღაც შავი ბნელი ნახევართმარეებითა ფანჯრებად ჩაბეჭდილი ამ გოდოლებში. ეს გოდოლები იმდენად ცივი და ბნელია რომ არ გიტოვებს გამოსავალს. ეს ჩამქრალი მთვარეები შეგრძნება გრჩება ბოქლომებად ადევს ამ გოდოლებს. ამ ჩამქარალი ნახევარმთვარეებით მართავენ დედამიწას მატერიალური ცისფერი გოდოლებიდან. ჩამქრალი მთვარეებია ცისფერ გოდოლებში ჩაბეჭდილი განზომილებები, რომლითაც გვმართავენ.

ბ : მე ხშირად მელანდება რაღაც არსება ღამეში როდესაც ვსეირნობ და ეს არსება მიყურებს. უცხოპლანეტელს გავს და ფარდებშიც ხშირად მომლანდებია მისი გამოსახულება.

მე : აქ ყველგან ესენი არიან.

ბ : უცხოპლანეტლები?

მე : კი.

პაუზა : ჩაი მოვსვი.

მე : ჩვენ უბრალოდ მათით ვართ გარშემოსაზღვრული და ახლა ვხედავთ. მე კი სულ ყოველთვის ვხედავ უცხო არსებებს. გინდა ჩემს ჩანაწერს წაგაკითხებ.

“ნოემბრის 18 იყო. სიაგრეტს ვეწეოდი და ნელა მივაბიჯებდი ტუალეტისკენ. უცებ შევჩერდი და ქარის ზუზუანს დავაკვირდი ჩემს ეზოში. წვიმის შეგრძნება მქონდა რადგან ნამით იყო გამჭირვალე იქაურობა. ნელა მივუახლოვდი ნამს და ვიგრძენი მოძრაობის სინაზე რაც შემოდგომის ფოთოლცვენასა და ნამში ირეკლებოდა. იქვე ვუჩქებთან მუსიკოსები უკრავდნენ არფას ნაზ მელოდიაზე, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ შევამჩნიე, როდესაც წერის პროცესში ვიყავი. მუსიკოსები გვანდნენ მითოლოგიურ პერსონაჟებს და ერთი ნახევრადვირისებრი კაცის გარშემო დასად შემომდგარი უკრავდნენ მელოდიას შიშველნი. მათ შორის ერთი კაცი გამოირჩეოდა, რომელიც სხვებზე მაღალი იყო და გამორჩეული სიალმაზე გააჩნდა მოყვანილობით. ჩამოგავდა ადამს, რომელიც არფაზე უკრავს. დანარჩენები მისი არფის მელოდიას ნახევრადვირის ბრძანებით ბეჭდავდნენ თეტრ პერანგებში. მე ეს შეუმჩნეველი დამრჩა, მაგრამ შევამჩნიე ეზოს შუაში მოხუცი კაცის ბრძანებით როგორ მიდიოდა მსხერპლთშეწირვა. ქვაბში ასხავდნენ იისფერ სითხეს და მისგან ორთქლი ამოდიოდა. ხმამ მიბრძანა რომ გამეჩერებინა სიგარეტის მოწევა მანამ სანამ არ დასრულდებოდა მსხერპლთშეწირვის პროცესი. ეს ალბათ მათ მიერ იყო მათი პროცესისადმი ჩემი პატივისცემის გამოხატულების ჟესტის მოთხოვნა ბრძანებლურ ტონში. ვიფიქრე რომ ეს ძალზედ მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო ამიტომ გავჩერდი დაშევწყვიტე სიგარეტის მოწევა. რამდენიმე წამის განმავლობაში გვაჩერე მოწევა და უკნიდან ვიგრძენი დემონის მოახლოვება, რომელმაც დანა მომადო ყელზე და მითხრა რომ ის სრულებით სხვა არსებაა და მე უნდა არ გავაირო მანამ სანამ არ დასრულდება შეწირვის პროცესი. მე მციოდა და სიგარეტი მეწვებოდა. “ამას მნიშვნელობა არ მიანიჭო” მითხრა წითურმა დემონმა, რომელსაც სპილოსძვლისფერი რქები და მოყვითალო ფრთები გამოსხმოდა. მთელი ტანი წითელი იყო და ცეცხლისფერი განსაკუთრებით გულთან შეიმჩნეოდა, რომელსაც მრუმე ღამესავით მოშავო ფერი უფრო გამჭირვალედ წითელს უხდიდა ანატომიის გარშემოწერილობას გულთან და თითქოს შიგ ითრევდა მსხვერპლს. ფრთები ცვლისფერი და საოცრად მოსხლეტილად გაშლილი ქონდა და კუდიც იქვე გამობოდა, რომელიც შავი ბალანით იყო დაფარული. მე მინდოდა გამეგრძელებინა გზა და სიგარეტის მოწევა, მაგრამ დემონმა მაიძულა დავმორჩილებოდი და იქვე დაამატა რომ მორჩილება ჩემს არჩევანად უნდა მიმეღო, რათა მესწავლა მათგან და რომ მე ის ვიყავი თავად გამოყოფილად და სხვა არსებები კი სხვები იყვნენ რომელსაც ვხედავდი. დემონმა მომიგო რომ ახლა უნდა დამეკლა ვინმე ადამიანი ჩემს წარმოსახვაში და დამელია მისი სისხლი და მისთვისვე გამენაწილებინა და გზა გამეხსნებოდა შემწირავების მხრიდან. მე ეს სწრაფად გავკეთე, რადგან მოწევა მინდოდა და სიგარეტი ქრებოდა და შემდეგ როდესაც შემწირავები გაქრნენ გაჩნდა ლაბირინთი, რომელიც იისფერი ხვეულბისგან და კარიბჭეებისგან შედგებოდა. მე უნდა გამევლო ეს კარიბჭეები მელოდირი ცეკვით და ისე მივსულიყავი სახლში. ეს რომ გავაკეთე ენერგიის მაღალი მოზღვავება ვიგრძენი. ჩემთან სახლში ყველაფერი მშვიდად მიდიოდა “

პაუზა: ვშორდები ფურცელს და ღუმელთან დივანზე ვჯდები.

მე : წარმოიდგინე დემონმა მიბრძანა…

ბ: შენ მაინც და მაინც…

მე : ჰო..წარმოდგინე დემონმა მიბრძანა, რომ ვიღაც კაცის სისხლის დამელია, რომლითაც თავადაც უნდა დამთვრალიყო. და როდესაც მეც და ისიც ერთთავად დავთვრებოდით ამ სისხლით მსხერპლთშეწირვის პრცესში ნებას დამრთავდნენ გავლის და გავივლიდი. ოღონდ ცეკვა-ცეკვით უნდა გამევლო. (ბ იცინის). და შუა ეზოში მოვდივარ. დანას ვუსვამ ვიღაც უცნობ კაცს. სისხლს ვგრძნობ ჩემს მთლიან სხეულში და შემდეგ მას გადავცემ, რომელიც ასევე სვამს. ვინც მსხერპლთშეწირვას ატარებენ ისინი ნებას მრთავენ გასვლის და იისფერ ლაბირინთებში როგორც პეპელა ისე მივფარფატებ. და ისევ ჩვეულბრივ მოვდივარ სახლში. ახლა რატომ მოვაყოლე ეს ამბავი. უცხოპლანეტელები ჩვენს გარშემო ნამდვილად არიან და ყველაფერს თითქოს ისინი წარმართავენ.

ბ : ეგრეა. (მოწყენილი)

მე : საინტერესოა ჩვენი სიკვდილის დროები თუ აქვთ განსაზღვრული ?

ბ: იქნებ აქ დასახლებას აპირებენ და კორონა მაგათ გაავრცელეს ხალხი რომ გაწყდეს.

მე: არ არის გამორიცხული.

ბ : ეგრეც შეიძლება.

მე: და ჩემთან იმიტომ გამოდიან კონტაქტზე რომ მე შეიძლება შევაჩერო ისინი.

ბ: შესაძლებელია.

მე : ახლა როდესაც ამ ფიქრებმა შემიყოლია თითქოს თავში მაგრად მიჭერს ტორებით რაღაც მრავალტორიანი ურჩხული, რომლის ტორები ხის ფესვებს წააგავს, მაგრამ მოძრაობს როგორც ხელის მტევნები და მიჭერს თავში ძლიერად.

ბ : ყველაფერი ვიგრძენი რა სიტყვებიც წარმოთქვი და სულ დამაჟრიალა მთლიანად. თავიდან-ფეხებამდე.

მე : თითქოს მუსიაკ დაუკრა ვიოლინოზეო ჰო?

ბ: და მუსიკასთან ერთად თითქოს ხელის მტევნები გადამეჭრა…

მე: გადაგეჭრა?

ბ: მთლინად.. სისხლი მდის.

მე : ჩემი ენერგეტიკა გადმოვიდა ახლა შენზე და ამან მთლიანი შენი სხეული გადაჭრა. ეს შენი სხვა, კერძოდ კი ეთერული სხეულია და არა შენი სხეული.

ბ : შეიძლება (დაფიქრებული).

პაუზა. ჩაის ვსვამთ და სიგარეტს ვეწევით.

მე : ეს სხეული გარსად გახვევია გარს. როგორც ჰაერი, მაგრამ იმდენად მსუბუქია ჰაერზე…

ბ : და მუცელი გამოფატრული რატომ მაქვს?

მე : იმიტომ რომ იქ იგრძენი. ეთერული სხეული გაიბზარა. ეთერული სხეული იმდენად მსუბუქია…ჰაერია, მაგრამ ჰაერზე იმდენად მსუბუქია, რომ შენ ვერც კი გრძნობ თუ როგორ ხარ მასში შეხვეული. როგორც სუდარაში გაგახვიონ, რომელიც ნიავის შებერვაზეც კი ტოკავს, ოღონდაც ძალზედ ნელა. ეთერული სხეული ჰაერზე იმდენად მსუბუქია, რომ შენ მასში ხარ გახვეული და ვერც გრძნობ. საიდან მომდის ნეტავ ეს აზრები ახლა? … ცხოვრებაში ჰაერისა და ეთერის მიმართებაზე არცკი მიფიქრია.

ბ : მართლა?

მე : დიახ. არასოდეს არ მიფიქრია ამ თემაზე.

ბ: საიდან არის ნეტავ გამოწვეული.

მე: ახლა ვგრძნობ რომ კონტაქტზე არიან გამოსულები.

ბ : და შესაძლოა ეს საერთოდ იმათი სიტყვებიცაა…

მე : არ არის გამორიცხული რომ მე მათი ენით ვლაპრაკობდე, როგორც ბიბლიურ თქმულებებში წინასწარმეტყველნი უფლის ენით საუბრობენ. როდესაც ვფიქრობ რომ ვიღაცის ენით შეიძლება ვლაპრაკობდე თავი მგონია როიალის კლავიშები, რომელზეც უკრავენ. შენ სხვისი ენით ლაპარაკობ, გრჩება შეგრძნება რომ თოჯინა ანდა მარიონეტი იყო, მაგრამ თუ ამის მნიშვნელობასაც გააცნობიერებ შენ შესაძლებლობა მოგეცემა სხვისი მონაყოლი გადმოსცე და იქნებ ეგეც არის მუსიკის წმინდა საიდუმლოება. იგი საკუთარ თავში ინახავს იდუმალ ისტორიებს და შთაგონების პირდაპირი წყაროა მრავალი ხელოვანისთვის. თან შეგიძლია ეს გადმოსცე ზუსტად ისე როგორც ის ყვება.

პაუზა.

მე: და ოდესღაც შეიძლება თქვა: ხედავ მე მოვყევი ეს ყველაფერი, მაგრამ მე აღარ მინდა ვიყო ეს როიალი. მოდი პიანოს ნუღარ დავუკრავთ, რადგან აქ უკვე ჩემი კომპოზიცია იწყება, რადგან მე ხალხს გადავეცი ცოდნა, როგორც იაჰვეს ცოდნას მოსე აძლევდა ებრაელებს. ჩემი ბაგეები გადაიჩეხა როგორც ბროწეული. ჩემი ბაგეებიდან გადმოდის მოჩუხჩუხე წყარო, როგორც ჩანჩქერიდან გადმომავალი აწყვეტილი ნიაღვარი ფრიალო კლდეებზე. ჩემი ბაგეებიდან სიტყვები სე გადმოედინება როგორც ხორბლის მარცვლები, რომელიც ყანებში ითესება და პურს აძლევს ხალხს.

ბ : ახლა ისე ლაპრაკობ როგორც ღმერთები ბიბლიაში (იცინის).

მე: ჰო მეც მეჩვენება რომ ავმეტყველდი. იქნებ უფლის ხმას გადმოვცემ.

ბ : შეიძლება.

მე: მისი ხმით საუბარი ნიშნავს ღმერთის ენით საუბარს. მისი ხმით წყლებში გაიარა ხმებმა და წყალმა გაატარა ეს ბგერები და ჩემი წარმოშვა სიტყვებად. წყალი ჰო გამტარია. “მისი ხმა”…”მისხმა”. დაუსხა მცენარეებს წყალი და ფესვება წაიღო თავის ფოსოებში როგორც გაჭრილი დელტები მდინარეების. ახლა მეჩვენება თითქოს მან გადაავლო წყალი საკუთარ ხმას რომ წყლის მეშვეობით ეს მე მეგრძნო.

ბ : ნამდვილად.

მე: ეს ერთგვარი ჯადოქრობაა, რომელიც ღმერთს შეუძლია. ის იესოა. თავად ღმერთი იესოა და იესო ცეცხლის გულივით ანათებს ყველაფერს. მე კი ვარ ჯოჯოხეთის შვილი. მთვარის გვირგვინოსანი. როდესაც მე ჩემი კომპოზიციის დაკვრას ვიწყებ იესო დუმდება და ის ისმენს და მეც ვუმტკიცებ ამით რომ მეც ღმერთი ვარ, ოღონდ სხვა სივრცეში. აზრით დემონიური სულის ღვთაება. მთვარის ღმერთი. როდესაც ამაზე ვსაუბრობ თითქოს ჩემი გული მაგიურ კიდობანში, ჯადონსურ ზარდახშაში სასწორზე შენახული გულია და იმდენად დაჩხვლეტილია ეკლით რომ სისხლი გადმოდის ზარდახშიდან და მიწაში წვეთავს. ეს თემატიკა ჩემთვის ძალიან სენსიტიურია, ამიტომ ჯობს შევცვალოთ იგი და შენზე მომიყვე.

ბ : კარგი.

მე : შენს სახლში თუ მეხსიერება არ მღალატობს არის დადგმული სარკე ეზოში.

ბ: ჰო.

მე: და იქ ვარჯიშობ. ვარჯიშის დროს სარკეში როდესაც შენი სხეული ირეკლება რაღაც სიძველეს არ განიცდი?

ბ: სიძველესაც განვიცდი და თითქსო ადრე მეომარი ვიყავი. რომში ვიყავი გლადიატორი, ოღონდ ვერ ვიმეტებდი ადამიანებს მოსაკლავად მიუხედავად იმისა რომ ნავარჯიშები ვიყავი და მაგის გამო იქიდან გამომაგდეს. რომ გამომაგდეს შემდეგ ქვესკნელში ჩამაგდეს და სანამ სიცოცხლე არ დავასრულე იქ ვიყავი გამოკეტილი.

პაუზა.

მე: ანუ ქვესკნელში იყავი გამოკეტილი, რადგან გლადიატორობა შენთვის არ იყო მისაღები. წარმოიდგინე ახლა გლადიატორი როგორც შენი მებრძოლი სული ქვესკნელშია გამოკეტილი. იმ ზარდახშას გავს, რომელშიც ჩემი გულია გამოკეტილი და სისხლი გადმოსდის.

ბ: ეგრეა.

პაზუა. სიგარეტს მოვუკიდე და სანამ არ ჩავწვი იქამდე საუბარი არ გამიგრძელებია.

მე : ჩვენი გულები ახლა იდუმალი კავშირით ერთმანეთან შეერთდა. კოსმოსი გულებს აერთებს ერთმანეთთან. ახლა ჩვენ ერთმანეთის სხეულში გადავდივართ, საკუთრ აზრებში შევდივართ.

ბ: ეს სასიამოვნო გრძნობაა.

მე : დიახ.

პაზუა.

მე: შენი ჩრდილი სხეულის სარკეში როგორ გამოიყურება. რას აპირებს მეომარი. ახლა შენ არჩევანის წინაშე ხარ.

ბ: მეომარი თავს ცუდად, დაჩაგრულად, დამცირებულად გრძნობს და …

მე: და ახლა სურს ახალი სიტყვა თქვას.

ბ : უნდა მაგრამ…

მე: და ის ძელიც რომ ამოიღოს.

ბ : უნდა, მაგრამ ვერც იმას ამბობს რაც ძველია და ვერც ახალი ამოუთქვამს და ამაზე ნერვიულობის გამო ვერც ფიქრობს. ხვდები?

მე: ვხდები.

პაზუა.

მე: ანუ გულში აქვს ჩაკეტილი.

ბ: ეგრეა. გულში აქვს ჩაკეტილი და სხვა რამეზე ვერ ფიქრობს, რადგან მან როდესაც გააცნობიერა საკუთარი ამბავი ერთგვარი მორალური შოკი მიიღო. ძალიან დიდი გადატანილი სტრესის გამო მისი გონება აირია და აზრებს ვეღარ ალაგებს.

მე: როგორც ვხდები შენ მეომრობის დროს დაშვებული ცხოვრებისეული გადახრების თუ შეცდომების გამოსწორება გსურს ამ ცხოვრებაში.

ბ: თან ძალიან, ოღონდ გამონაკლისებისა და სიკვდილის გარეშე.

მე: შეხედე.. შენი ფსიქიკა ახლა რაში გადალაგდა. შესაძლებელია შენი წინა ცხოვრების ეს გახსენება აბსოლიტურად რეალური იყოს. წინა ინკარნაციაში შენ შესაძლოა მართლაც გლადიატორი იყავი. და შენი ახალნდელი ხასიათი როგორია იცი. შენ მშვიდობისთვის იბრძვი და გინდა სამართლიანობისთვის აღმართო ხელი, მაგრამ დაუნდობელი ხარ საზოგადოების რაღაც ნაწილის მიმართ და აქ იხსნება შენი მეომრის დემონი.

ბ :კი.

მე: შენ დაუნდობლობას იჩენ, რადგან გააცნობიერე, რომ სამართლიანობისთვის ბრძოლა დაუნდობლობის გარეშე არ გამოდის. დაუნდობლობისა და რისკის გარეშე…

ბ : მართალია.

მე: შენ უნდა გადაადგილო… რაღაც ძალიან ძლიერი უნდა გასცე. შენი გრძნობები, განცდები და გამოსავლები იმაზე მნიშვნელოვნად უნდა სცნო ვიდრე შენს გარშემო არსებული სიტუაცია და ყოველდღიურობა. რაღაც ძალიან ძლიერი და ძნელადშესაგუებელიც უნდა სწრადვე მოიცილო, ოღონდ შენი სულის ძირითადი მოთხოვნილებები იყოს დაკმაყოფილებული, რადგან შენი მიზანი სამართლიანია.

პაუზა.

ბ : ასეა ნამდვილად, მაგრამ ვგრძნობ რომ ეს გლადიატორი დაიმსხვრა, დაეცა სულიერად. აღარ შეუძლია, დაიღალა…

მე : არა, არა.. სიცოცხლით სავსე ხარ სინამდვილეში.

ბ: არ ვიცი…

მე: ვატყობ რომ სიცოცხლით სავსე ხარ. მეც ახლა ვგრძნობ რომ ჩემში სიცოცხლე შემოდის. მოტივაცია გამიჩნდა ცხოვრების რომ ჩვენი ეს საუბრები სინამდვილეში გადავიდეს ადამიანებთან.

ბ: ოდესმე დეპრესიაში ყოფილხარ?

მე: სულ დეპრესიაში ვარ.

ბ: საიდან გამომდინარეობს ეს დეპრესია?

მე: ცხოვრებიდან გამომდინარე. განვიცდი რომ მე ძალიან დიდი მისია მაქვს აქ, მაგრამ ცხოვრების პირობები თუ ფორტუნის საშინელება არ მაძლევს საშუალებას ეს განვახორციელო., რადგან ადამიანებთან ხელწვდომა არ მაქვს. ყოველთვის მრჩება შთაბეჭდილება რომ რაზეც ვფიქრობ და ვსაუბრობ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და სცილდება როგორც ერთი კერძო პიროვნების ინტერესებს. მაგრამ ჩემს მნიშვნელობასა და მის განხორცილებას შორის მაწყევარ ხიდად ცხოვრებაა ჩამდგარი და მნიშვნელობას ჩემი ვალდებულების თავისთავადად განუხროციელებელს ტოვებს და ეს მიქმნის დეპრესიულობის მუდმივობას.

ბ: მეც ვგრძნობ შენს საუბარში ყოველთვის ამას, მაგრამ ბრბო სულელია და შენ არ გიჯერებს არავინ.

მე : ვერც გაიგებენ, საქმეც ამაშია. მაგრამ ადამიანი რადგან ბუნებით უაზრო პოპულისტია თუ აიტაცეს რაღაც…ფორმა უნდა მიაწოდო. მათვის მისაღები ფორმა. ბაგეებიდან ამოსულ სიტყვებს ისინი ყრუმუნჯივით იღებენ, რომელსაც მუსიკას ასმენინებ. ისინი მუნჯებივით არიან, რომლებსაც ბაგიდან მუსიკის დაკვრა არ ძალუძთ. ამიტომ რადგანაც მუსიკას უბრალოდ ვერ იგებენ უნდა შესთავაზო მას მათვის მისაღები ფორმით. წიგნი არის მათვის ფორმა. მერე შეიძლება თვან ხედავ ისინი რაღაც სხვა საკითხებზე საუბრობდნენ, მაგრამ ეს საუბრები გასაგები მხოლოდ იმათვის იქნება ვინც დაახლოებით ჩვენაირად იცხოვრა.

ბ : რა მაინტერესებს..

მე: გისმენ?

ბ : ყრუ კითხვას ისწავლის?

მე: ყრუ? ბუნებრვად ყრუ..

ბ: დაბადებიდან ყრუ. ცხოვრებაში არაფერი რომ არ გაუგია. ვერ ისწავლის არა?

მე: ბრემებისთვის ცალკე განკუთვნილი ალფავიტი ჰო არსებობს.

ბ : როდესაც ვერაფერს დაბდებიდან ვერ იაზრებ შენ კაცობრიობის ცოდნასაც ვერ აღიქვამ. ამის თქმა მსურდა. პატარა ლირიული გადახვევაა.

მე: ახლა წარმოვიდგინე თუ რამდენად უბედურია ადამიანი ვინც მთელი ცხოვრება ამ სენით იტანჯება. ის დაბადებიდან ყრუა და ბგერას ვერ იღებს. ფაქტობრივად ციხეშია მთელი ცხოვრება. საზარელ ციხეში. ამყაყებულ კასრშია მთელი ცხოვრება მოთავსებული რაშიც წყლის ჩუხჩუხიც არ შედის. კასრში ამყაყებული წყალი დაგუბებულა და ეს წყალიც მისივე ცრემლებია. რა საზარელია ზოგიერთი ადამიანის ბედი და ჩვენ ვფიქრობთ რომ ჩვენი არის საშინელი და სადღაც ამერიკაში ლიბერალების პარტია ნიჰილისტებს გმობს და პალატაში მოთავსებული კაკაოს სვამს.

ბ: პოლიტიკოსთა უმრავლსეობა სულელია, განსაკუთრებით ამერიკაში. მახსოვს ერთ-ერთმა ინდიელთა ბელადმა ამერიკა დაწყევლა…

მე: ინდიელმა ამერიკა დაწყვევლა. ამერიკელმა ინდიელი მოკლა. ვინ დარჩა გამარჯვებული. გადარჩენილი ინდიელი, რომელიც ამერიკულ ოცნებას ხედავს.

ორივე ამ სარკასტულ ფრაზე გულიანად ვიცინოდით და შემდეგ ისევ დავნაღვლიანდით. ვგრძნობდით გვერჩივნა თემატიკა ისევ სულიერ საკითხებზე გადაგვეტანა ვიდრე პოლიტიკაზე გვესაუბრა და ინიციატივა ამჯერად მე ვიგდე ხელთ.

მე : უკანასკნელად დეპრესიულობის მწვავე ფონი რასთან მიმართებით გქონდა?

ბ: შეყვარებულთან მიმართებით.

მე: მარადიული ქალთა საკითხები.

ბ: სწორედაც. პირველი შეყვარებული ჰო მყავდა. იმას რომ დავცილდი მაშინაც დეპრესიაში ჩავვარდი, მაგრამ თითქოს იმ ფაქტიდან მე გამცდილება მივიღე, რომ ეს იმდენად ბანალური საკითხია, რომ დაცილების შემდგომ დეპრესიაში აღარ უნდა ჩავარდე და წესით ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან ეს უკვე გავლილი და გადატანილი მაქვს, მაგრამ ახლა ამ მეორეს რომ დავცილდი იმაზე უარესად და იმაზე საშინალად ვგრძნობ თავს.

მე: ეს ასე მოხდა, რადგან პირველი თითქოს შენ ჩვეულებრივ გაატარე და ეს ბანალურ ისტორიად აღიქვი, მაგრამ შენი ემპირიული ფსიქიკის ჯამიდან გამომდინარე მან მაინც დიდი კვალი დატოვა და შენ ეს ვერ გააცნობიერე. შენ ეს ფსიქოლოგიური ენით რომ ვთქვათ განდევნე, მაგრამ იმას არ ნიშნავს რომ შენი ფსიქიკიდან დასკვნის გამო ის უბრალოდ ამოიძირკვა. მეომრის სული გაიხსენე და კარგად მიხვდები რას ვგულისხმობ შენს ემპირიული ფსიქიკის ჯამში. შენ ერთი ცხოვრებიდან იმედგაცრუება მიიღე და მეორისგანაც იმედგაცრუებას ღებულობ. ჯერ მეომარს ბოლომდე იმედგაცრუება არ მიუღია. ის ჯერ კიდევ იბრძვის. ჯერ კიდევ აქვს დრო…

ბ : თითქოს შუაშია გაჩერებული…

მე: მას სურს საკუთარი თავი საკუთარი თავის წინაშე გაამართლოს, მაგრამ ეს შეყვარებული უკვე შენს ფსიქიკაში იქცა როგორც იმედგაცრუების განემორება. ასე ვთქვათ ჩავარდნილი პროექტი. შენ შეყვარებულთან მიმართებით განიცადე დაცემა. არამხოლოდ დაცემა, არამედ მეორედ დაცემა. წარმოიდგინე მეომარი რომ დაეცეს შენში რა მოხდება. მთლიანად განადგურდები.

ბ: ეგრეა.

პაუზა.

ბ: და ვერც ვხედავ გამოსავალს რომ ავდგე.

მე: შენ განადგურებული არ ხარ ჯერ. ქალი და შეყვარებული ეს ერთ-ერთი ფსიქოლოგიური გარდაუვალობაა, რომელიც ძირითად შემთხვებში ბევრი სულიერი მოვლენის დაცემას ემსახურება და აპრიორი ააშკარავებს კიდევაც მას. შენ ახლა დაეცი, მაგრამ უნდა მოახერხო ამის დალაგება მარტივი მეთოდით რომ მესამე გამოჩნდება…

ბ: იცი როგორ ვარ…

მე: მაგრამ თუ არ გამოჩნდა უნდა აწონო მეორეს ვითარება ბოლომდე თავისი +- და მიიღო ყველაზე სწორი ვარიანტი გაგრძელების.

ბ : მე იცი როგორ ვარ? ყველა გოგო მეცოდება. იმიტომ მეცოდები რომ ვფიქრობ სუსტები არიან. ყველა ნაბიჭვარი ცდილობს რომ წამოაგონ ანკესზე ჰო ხვდები?

მე : (მეცინება).. შენ ყველა გოგო კი არ გეცოდება. ქალის ბუნების ყველაზე ლამაზ მხარეს ხარ ჩაწვდომილი. აქედან გამომდინარე ყველაში ხედავ ამის ნაწილს.

ბ: ვერც ვაგინებ, ვერც ვუბრაზდები. უბრალოდ ჩემს გულის-ტკივილს ვახვედრებ და ვეუბნები რომ მეორედ ასე აღარ მოიქცნენ. იმის ძალა არ მყოფნის რომ დავუყვირო, ვაგინო ან რაიმე მისთანი…მოკლედ ზედმეტს არასდროს არ ვკადრებ. ბევრჯერ მქონია შესაძლებელობა ქალიშვილი გოგო გამეჟიმა. მანქანაში მჯდომია და რაღაც…

მე: მაგრამ არ აკეთებ…

ბ : მაგრამ არ ვაკეთებ.

მე: შენგან განსხვავებით იგივე ი. გააკეთებდა.

ბ: გააკეთა კიდევაც ნ-სთან.

მე: ის ვფიქრობ ამ ქმედებით საკუთარ ცნობიერებაში ერთგვარად გაიჭედა.

ბ : მეც მქონდა შესაძლებლობა ეს მექნა, მაგრამ მე იმ გოგოს პატიოსნება არ დავაკარგინე, რადგან წინ გავიხდე. მე შესაძლოა წინასწარ ვიცოდი რომ ეს ყველაფერი შესაძლებელი იყო მარტივადაც მომეხერხებინა და შემდეგ დავცილებოდი, რადგან გაჟიმულ ქალს ცოლად აღარ მოვიყვან. იმას უკვე სხვა თვალით უყურებენ. ყველა გაჟიმვაზე ჩალიჩობს და მე ვთვლი რომ მის ცხოვრებას ჩემი მოქმედებით ვანგრევ. ესე წარმომიდგენია მე. ხვდები? რა ვქნა… თუ იმას მე დამაჯერებს რომ ამით არანაირი პრობლემა არ ექმნება და ეს მისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა, მაშინ კი ბატონო, მაგრამ როგორც ასეთი რომ ეს ჩემი ინიციატივიდან მომდინარეობდეს ეს გამორიცხულია.

მე: შესაძლებელია შენ წარსულში რაღაც ცოდვაც კი ჩაიდინე ან ცოდვა ნახე სხვისი. ამ ცოდვამ იმდენად შეგზარა ან იმდენად მდაბლად მოგეჩვენა რომ ეს სისულელედ ჩათვალე და ამ ცხოვრებაში გინდა ისე იცხოვრო რომ საკუთარი თავის წინაშე დაამტკიცო რომ ნანახი გამოცდილება მართლაც სისულელა და ამაში ემპირიულად დარწმუნდე. შენ ასევე გინდა დარწმუნდე რომ ქალები ამას ნამდვილად იმსახურებენ.

ბ : ქალებშიც არიან ეშმაკები.

მე: რა თქმა უნდა. (მეცინება).

ბ: ბევრი. ეგენი არ მეცოდება, ოღონდ ერთეულებში ვხედავ.

მე : შენ ერთეულებში ხედავ ქალის ბუნების მთლიანად დაჭკნობას.

ბ : კი.

მე: ასეთი ქალები საშინლად ცარიელები არიან.

ბ: და ეს ყველაფერი ისე აქვთ გამჯდარი რომ ფეხებზე კიდიათ. ფუ როსკიპ…

მე: თიხისგან მოზელილებს გვანან.

ბ: ან უბრალოდ მოშინაურებულ ცხოველებს, რომლებიც პატრონიდან ლუკმას ელის.

მე: ადამი ნამდვილად არ იკადრებდა ეგეთი ცხოველისთვის სახელი დაერქვა.

ბ : იცი რა მაინტერესებს კიდევ? ადამიანს ჰო სული აქვს. ასევე ძაღლებსაც შეიძლება ქონდეთ სული.

მე: რა იცი რომ ისისნი წინაინკარნაციაში ადამინები არ იყვნენ. თვალი რასაც აქვს ყველაფერი ხედავს. ჩვენ ახლა ვხედავთ ამ სიგარეტს, რომელიც ჩამწვარია საფერფლეში, მაგრამ ვერ ვხედავთ გარშემო არსებულ უცხოპლანეტელთა დასებს, რომელნიც ძალიან ბევრნი არიან და მათ მოქმედებასაც ვერ ვსაზღვრავთ. ჩვენი თვალი რასაც ხედავს არის “რაღაც” და რასაც ვერ ხედავს არის უფრო “დიდი რაღაც” . ეს ადამიანის შემთხვევაში. ძაღლის შემთხვევაში ადამიანზე დაბალი მდგომარეობა აქვს თვალს. არის რაღაც რასაც ხედავს და არის გაცილებით ბევრი რამ რასაც ვერ ხედავს. ადამიანის თვალმა და ცნობიერებამ განიცადა დაცემა და დაეცა ძაღლის თვალამდე და ცნობიერებამდე. ეს ნეირონება აწონეს და შემდეგ ინკარნაციაში ის დაცემულის ცნობიერებით განსხეულდა რითაც ცნობიერებაში როგორც ადამიანი გაუცნობიერებლად გარდაისახა. ჩვენ ვეცემით, მაგრამ იმ ზღვრამდე ვართ დაცემულნი რომ ვერ ვამტვრევთ გონებას რათა ავმაღლდეთ და დავუშვათ შემდეგ ინკარნაციაში დემონად ან ანგელოზად დავიბადოთ ფიზიკური სხეულით.

   მოსაღამოვდა. საუბრით გადაღლილები ვიყავით. ყავა მოვადუღე და მდუმარე რუდუნებით შევექცეოდით მას ღუმელს მიყრდნობილები. ალაბთ აღარც გავაგრძელებდით გადაღლილები საუბარს მოულოდნელად მის შეყვარებულს რომ არ გადმოერეკა, რომელთანაც როგორც მიხვდებოდით რაღაც კონფლიქტი ქონდა მოსული. როდესაც საუბარი დაასრულა ბ-მ მოინდომა ერთხანს კიდევ დარჩენილიყო და საუარიც გაგვიგრძელდა.

ბ : მე იმიტომ დავურკე რომ უბრალოდ მისი ხმა მომესმინა, რომ გამეგო რა დონემდეა მისი ტანჯვა მისული, რომ საკუთარ თავს რაიმე არ ავნოს.

მე : ჯელტმენური განძრახვაა.

ბ: მსურდა ყველაფერი ჩვეულბრივ მოვლენად მიეღო მას, რადგან ეს ყველაფერი უკვე მოხდა. წარსულს ჩაბარდა და ახლა უბრალოდ ჩვეულბრივი მეგობრული ურთიერთობა გავაკავშირებს და როგორც მეგობარი მეგობარს ისე ვკითხულობ და ეს აღექვა.  ახლა კი უბრალო ზოგადად ცხოვრებაზე მინდა ვესაუბრო.

მე: მე იცი რა შევნიშნე მის ხმაში…მთიული ქალები რომ არიან თავზე თავ-შალ შემოხვეულები. ძროხას რომ წველიან, მთაში რომ მიდიან და სუფთა ჰაერით სუნთქავენ. არც ზედმეტი განათლება ჭირდებათ, არც ცხოვრების ამპარტავნება და დიდების სურვილი ღრნით. უბრალოდ ასეთ ქალებს სისუფთავე ჭირდებათ და სილამაზე. მეტი არაფერი. ასეთი ქალები ძალიან ერთგული ცოლები არიან, იმიტომ რომ ბუნებასთან აქვთ ღრმა კავშირი. მამაკაცს კი ბუნებასთან აიგიავებენ, რომელზეც როგორც მთაზე ისე არიან მიყრდნობილი და მისი სუფთა ჰაერით სუნთქვა და მასთან ცხოვრება ხიბლავთ, რადგან პრეტენზიულობა ბუნებაში ნაკლებად აქვთ გამჯდარი. აქ კი ამ მონების ხელში ის არის თავისუფლების ერთგვარ იარლიყებს მიჭედებული და რიგ შეცდომებსაც იმიტომ უშვებს. შენში მან დაინახა სული, რომელიც გზას დაანახვებს და ასწავლის, როგორ გაუმკლავდეს ბარის მისთვის შეუფერებელ ბუნებას. შენ მან თავი მოგიძღვნა, რათა მისი ბუნების ალქიმია შეძლო. ის გარდაქმნა და მის წიაღში დააბრუნო, რათა იოცნებოს. მას ასევე ხიბლავს შენი თამაშის მანერა თუ როგორ აკეთებ ამას. ქალს როდესაც მამაკაცის თამაში მოსწონს მისი ერთგული დარჩება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი ქალური თვისება, რომელიც ნებისმიერი შინაგანი ხასიათის ქალის ერთგულებას განაპირობებს მამაკაცის მიმართ გარკვეულ დოზაში და დროში მაინც. მას შენი თამაში მოსწონს, რადგან მის ბუნებას მიესადაგება. ამიტომ ის შენ გამოგყვება და შენგან ელის რომ წაიყვან იქ სადაც მისი ბუნება აბსოლიტურად აყვავილდება. და როდესაც ამას მიაღწევ შენ ის დაგიფასებს საკუთარი ერთგულებით. შენგან ახლა ელის ამ ეპიზოდური სოციალური ვითარებებიდან გამომდინარე არსებული მიდგომები გადალახო. ის არ მოიკლავს თავს, უბრალოდ შენზე დაბოღმილი დარჩება მთელი ცხოვრება და თანდათანობით ჩაიძირება იმ ბარის ჭაობში, რასაც სოციალური დემონიზმი ქვია. ის გააცნობიერებს რომ ცხოვრებაში დაკარგა ძალიან დიდი რამ და რადგან ვერ დაიბრუნებს მას უფრო ჩაეფლობა სოციალური დემონიზმის სასტიკ ჭაობში. შენ ხარ მისთვის ის სანთელი, რომელიც მის ბუნებას წაიყვანს იქ სადაც მას რეალურად უნდა.

ბ: ის სანთელი რომ ჩაქრება შემდეგ სიბნელიდან სივრცეში რომ გავა ვერც მიხვდება რა და როგორ გააკეთოს და ამით ჩაეფლობა.

მე: ზუსტად, რადგან ერთადერთი რაც მას უნდა არის ის რომ მთაში სუფთა ჰაერი ჩაყლაპოს და ყავდეს გვერდით მამაკაცი, რომელიც მას გაუგებს. ის მისი ბოლომდე ერთგული დარჩება.

ბ: ის მამაკაცი მისთვის კედელია, რომელიც იცავს მას ყველანაირად.

მე: მშვენიერი შედარებაა. შენ მისთვის კედელი ხარ და სურს რომ დაგეყრდნოს და ამასთან შენი თამაშის მანერა ხიბლავს რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ქალს იზიდავს მამაკაცი გველი, რომელიც ალესილ მახვილზე ეყრდნობა. ამიტომ თუ ქალმა ჩაგთვალა, რომ შენ ისე თამაშობ როგორც გველი, რომელიც ალესილ მახვილზე ეყრდნობი ის შენ გამოგყვება. შენ მისთვის დამცავიც ხარ და კარგი მოთამაშეც. კარგი გასართობი. ქალს გართობა უყვარს.

ბ : (იცინის).

პაუზა.

მე : მამაკაცი თუ ვერ ართობს…არ შეგიმჩნევია რომ ქალებს ეზიზღებათ ისეთი მამაკაცები, რომელთაც იუმორი არ აქვთ.

ბ: იუმორის გრძნობა რომ არ აქვთ. კი…

მე: იმიტომ რომ ქალს გართობა უყვარს და მამაკაცი, რომელსაც გართობის აღქმა არ აქვს ის ვერც დაიცავს ვერასდროს, რადგან ვერ ექნება აღქმა რისგან უნდა დაიცვას, რადგან ცხოვრებით ვერ ერთობა. ქალისთვის ცხოვრება არის თამაში და ეძებს მამაკაცს, რომელიც ძლიერი მოთამაშე იქნება, რადგან ყავდეს მუდმივი კონკურენტი.

ბ: მასეთი მამაკაცები იშვიათები არიან ვინც მაგიდაზე ბევრ სათამაშო კარტს ხსნის.

მე: ნამდვილად. ამასთან გაითვალისწინე შენ მის ბუნებას ერგები რაც აქ გადამწყვეტია. შენ მისთვის სინათლესავით ხარ.

ბ: ეს სინათლე ახლა რომ ჩაქრა…

მე: მას კიდევ იმედი აქვს რომ ეს სინათლე ბოლომდე ჩამქრალი არ არის.

ბ: ახლა წარმოვიდგინე რა.. ეს სინათლე წეღან სანთლიდან მოდიოდა. ჩაკეტილი სივრციდან. ის ჩაქრა და თეთრად გამოჩნდა რაღაც სხვა…და ვფიქრობ ეს სანთლის შუქი, რომელმაც ჩაქრობის შემდეგ ზევიდან პატარა სინათლე დაინახა ამ სინათლეს ალქიმიას ჩაუტარებს და მზედ ამობრწყინდება და საერთოდ გაანათებს ყველაფერს.

მე: შენ ფიქრობ რომ ახლა ხარ მანათობელი სანთელი, რომელიც მისთვის მზედ გადაიქცევა.

ბ: ჰო.

მე: ანუ გველმა მიზანს მიაღწია. ხმალი იმ სიმაღლზე ასწია, რომ მზეს თვალი გაუსწორა.

ბ: ნამდვილად ასე მოხდა.

მე : ქალი მამაკაცისგან ამას მოითხოვს რომ მან მახვილი აწიოს იმ სიმაღლემდე რომ მზეს თვალი გაუსწოროს. ამ დროს ის საკუთარ საშოს მზედ აღიქვამს და მახვილი როდესაც შედის მზეში ის გრძნობს ტკივილს და ეს სიამოვნებას ანიჭებს, რადგან ქალი ოცნებობს თუნდაც ტკივილს ფასად ოდესმე გაიგოს თუ რა ხდება ცეცხლოვანი პლანეტის შიგნით ანდაც საკუთარ თავში. ოდესმე ამას როგორ სიტუაციაში გაიხსენებ იცი…როდესაც გავა დრო და მასთან ერთად მოხვდები ბნელ ოთახში. მაშინაც რომ შემოდგომა იყოს როგორც ახლა. სიცივეა, ქარი უბერავს. შეიძლება წვიმდეს კიდეც და შუქიც ჩამქარალია და შენსა და მათ შორის მხოლოდ სანთლის მბჭუტავი სინათლე და გაგახსენდება რომ შენ მისთვის იყავი ცნობიერების სანთელი. გირჩევ არ დაკარგო იმ მცირე შეცდომების გამო, რომელსაც მას შენს წინაშე სოციალური დემონიზმი აშვებინებს, რადგან მათ არ იციან საერთოდ რატომ არსებობენ. შენთვის შეურაწმყოფელიც კი არის სოციალურ დემონიზმს უფლება მისცე შენი ცხოვრება განაპირობოს. ვინ არიან ისინი ? უბრალოდ ჩონჩხები, რომელიც უნდა შეჭამო. მათგან არაფერი აღარ გამოვა. ეს არის ქედმაღლური გასამართლება ადამიანის, მაგრამ სამართლიანი. ისინი ყველაფერს გააკეთებენ რომ მარტივი ცხოვრებისეული სიტუაციიდან გამოძვრნენ და აქედან გამომდინარე მარტივ ცხოვრებისეულ სიტუაციებსვე ქმნიან. მათ ინსტიქტურ დოენზე ყავთ დაყვანილი როგორც თავგადასავალი ასევე თავგადასავალიდან გამოსვლის მეთოდი. ისინი მხოლოდ გასართობად ან ბოღმის მოსაკლავად ქმნიან ინტრიგას და შიშითვე გამოდიან თამაშიდან უკან, რადგან წმინდა შემეცნებაზე არასდროს უფიქრიათ. ისინი ვერასდროს გაიგებენ რა არის ცხოვრება. ცხოვრება მათ მიღმა დარჩება. ადამინათა უმრავლესობისთვის ცხოვრება მათ მიღმაა დარჩენილი.

 საუბარი გავწყვიტეთ და ბ. გავაცილე მე კი მელანდებოდა მთვარეზე შემოხვეული შავი გველი, რომელიც ყურში ჩამსისინებდა – „დაწერე წიგნი“.

გაგრძელება იქნება.

Source
გოგი ნარეკლიშვილი

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button