ზღაპარისაბავშვო

ჩრდილოეთის ქარის საჩუქარი – იაპონური ზღაპარი

მთაში, მონასტრის მიწაზე ცხოვრობდა ერთი გლეხი, ჯეპონე ერქვა. მის ყა-ნასა და ბაღ-ბოსტანს ყოველ ზაფხულს ჩრდილოეთის ქარი ანადგურებდა და ჯეპონეს ჯალაბს შიმშილით სული სძვრებოდა.
‘წავალ, ვიპოვი იმ ქარს, ვისი წყალობითაც შიმშილით ვიხოცებით», — გა-დაწყვიტა გლეხმა, გამოემშვიდობა ცოლ-შვილს და გზას გაუდგა.
იარა ჯეპონემ, იარა. ბევრი იარა, თუ ცოტა, ჩრდილოეთის ქარის კოშკს მი-ადგა და კარზე დააკაკუნა.
— რომელი ხარ? — იკითხა ჩრდილოეთის ქარის ცოლმა.
— მე ვარ, ჯეპონე, თქვენი ქმარი შინ არისო?
— არა, წაბლის ხეივანში დაქრის. შემოდი, დაელოდე, მალე დაბრუნდებაო, — უპასუხა ჩრდილოეთის ქარის ცოლმა.
შევიდა ჯეპონე ჩრდილოეთის ქარის კოშკში.
მალე ქარიც დაბრუნდა.
— გამარჯობა! — მიესალმა ჯეპონე.
— ვინა ხარ, რისთვის გარჯილხარო? — ჰკითხა ჩრდილოეთის ქარმა.
— ჯეპონე გახლავართ. ყოველ წელს ჭირნახულს რომ მინადგურებ, რასა ფიქრობ, არ იცი, რომ შენი წყალობით ცოლ-შვილი შიმშილით მეხოცებაო?
— მერე, რა გინდა ჩემგანო? — ჰკითხა ჩრდილოეთის ქარმა.
— რაკი ასეთი გაჭირვება თავს დამატეხე, ცოტა სიკეთე მაინც მიყავი, რომ დანაშაული გამოისყიდოო.
— მაინც რასა მთხოვ, რა გაგიკეთოო?
— ძალა შენს ხელშია, ცოტა ჩემთვისაც გაისარჯეო, — სთხოვა ჯეპონემ.
შეეცოდა ჩრდილოეთის ქარს გლეხი და უთხრა:
— აი, ეს ზარდახშა წაიღე. როცა მოგშივდება, სახურავი ახადე და ჩაუთქვი, რაც გენებოს. სურვილი იმ წუთს აგისრულდება, მაგრამ იცოდე, ზარდახშა არა-ვის მისცე, თორემ ჩემგან მეტს ვერაფერს მიიღებო.
ჯეპონემ მადლობა მოახსენა ჩრდილოეთის ქარს, გამოართვა ზარდახშა და შინისკენ გაეშურა. იარა, იარა, ტყეში მოშივდა და მოსწყურდა, ახადა ზარდახ-შას სახურავი და ჩაუთქვა:
— აბა, ჩემო ზარდახშავ, პური, ღვინო და საუზმეო!
ხელად გაჩნდა დაბრაწული პური, ლორი და მათარით ღვინო. ჯეპონე მადი-ანად შეექცა და ისევ გზას გაუდგა.
გამოეგება ცოლ-შვილი.
— როგორაა საქმე, ნახე თუ არა, ვისაც ეძებდიო.
— ჩინებულადაა საქმე, — გაუღიმა ცოლ-შვილს ჯეპონემ, შინ შეიყვანა, — მაგიდას შემოუსხედით ყველაო, — უთხრა, თავისი ზარდახშა ამოიღო და ჩა-უთქვა:
— აბა, ჩემო ზარდახშავ, პური, ღვინო და საუზმე ყველასათვისო.
კარგად რომ დანაყრდნენ, ჯეპონემ ცოლს ყურში უჩურჩულა:
— იცოდე, ჩვენი მონასტრის წინამძღვართან სიტყვა არ წამოგცდეს ამ ზარ-დახშაზეო.
— რას ამბობ. ვინ მე და ენის ტარტარი, ღმერთმა დამიფაროსო.
ერთ მშვენიერ დღეს მონასტრის წინამძღვარმა ჯეპონეს ცოლი დაიბარა და ჰკითხა:
— რაო, ჩამოგივიდა ქმარი? კარგია, კარგი. მაშ, ყველაფერი რიგზეა, არა! მა-ინც რა ჩამოგიტანა საჩუქრადო?
ხელად გამოსტყუა ჯეპონეს ცოლს საუცხოო ზარდახშას ამბავი და მაშინვე დაიბარა გლეხი.
— ჩემო ჯეპონე, — მიულაქუცა წინამძღვარმა, — გავიგე, რომ საუცხოო ზარ-დახშა გაქვს. მიჩვენე, რასა მალავო!
ჯეპონე უარზე დადგა. მაგრამ მალე მიხვდა, ცოლმა საიდუმლო გაამხილაო, და ზარდახშა წინამძღვარს მიუტანა.
წინამძღვარს ზარდახშას დანახვაზე თვალები აენთო.
— ჯეპონე, ზარდახშა მომეციო.
— ზარდახშა რომ თქვენ მოგცეთ, შიმშილით დამეხოცება ჯალაბი. ხომ იცით, წმიდაო მამავ, ჭირნახული წელსაც ვერ ავიღეო.
— ოღონდ ეს ზარდახშა მომეცი და ხორბალს, ღვინოს, ყველაფერს, რაც შენს სულსა და გულს ეამება, თავსაყარს მოგცემო, — დაჰპირდა წინამძღვარი ჯეპო-ნეს.
იმდენი უჩიჩინა, ისე ეღრიჯა, რომ ბოლოს დაიყოლია და ზარდახშა დაატო-ვებინა. რაკი ზარდახშა ხელთ იგდო წინამძღვარმა, ერთი ტომარა აღერებული ხორბალი მიუგდო გლეხს. ეგ იყო და ეგ. ჯეპონეს ისევ მიუკაკუნა კარზე გა-ჭირვებამ. ახლა კი ცოლის წყალობით ჩავარდა შავ დღეში.
— სულ შენი ბრალია, — ეჯუჯღურებოდა ცოლს ჯეპონე, — აკი გითხარი, რომ ჩრდილოეთის ქარმა გამაფრთხილა, თუ ვინმესთვის მიგიცია ეს ზარდახ-შა, თვალით ნუღარ დამენახვებიო. ახლა რაღა ვქნა. მეორედ რა პირით მივადგე ჩრდილოეთის ქარსო?
ითმინა, ითმინა ჯეპონემ, მაგრამ შიმშილმა კუჭი რომ აუწვა, ერთ დილას ისევ მიადგა ჩრდილოეთის ქარის კოშკს. დააკაკუნა…
— რომელი ხარ?
— მე ვარ, ჯეპონე!
— რა გინდა, ჯეპონე! — გარეთ გამოვიდა ჩრდილოეთის ქარი.
— გახსოვს, ერთხელ ზარდახშა რომ მაჩუქე? ის ზარდახშა წინამძღვარმა წა-მართვა და ისევ შიმშილით მძვრება სულიო, — შესჩივლა ჯეპონემ ჩრდილოე-თის ქარს.
— აკი გითხარი, თვალისჩინივით გაუფრთხილდი-მეთქი ზარდახშას, ვერ მოუარე და ახლა შენ თავს დააბრალეო! — გაუწყრა ქარი.
— შემიბრალე, შენ მეტს არავის შეუძლია ჩემი შველაო, — შეევედრა ჯეპო-ნე.
შეეცოდა ჩრდილოეთის ქარს გლეხი, აჩუქა ოქროს ზარდახშა და დაარიგა:
— იცოდე, ჯეპონე, ამ ზარდახშას მარტო მაშინ უნდა ახადო სახურავი, როცა შიმშილით გული მიგელევა. ისე ჩათქმულს არ შეგისრულებსო.
გამოართვა ჯეპონემ ზარდახშა, მადლობა გადაუხადა და გზას გაუდგა. ძა-ლიან რომ აეწვა კუჭი შიმშილით. ახადა სახურავი ზარდახშას და ჩაუთქვა:
— აბა, ჩემო ზარდახშავ, გამიმასპინძლდიო!
უცებ ზარდახშიდან კომბლიანი კაცი ამოვარდა, ეცა ჯეპონეს და მისცხო და მისცხო. იმდენი ურტყა, სულ გვერდები აუჭრელა, ჯეპონემ ძლივს მოახერხა ზარდახშის სახურავის დახურვა. დახურა თუ არა, კომბლიანი კაციც გაქრა. ლაზათიანად დაბეგვილი ჯეპონე ძლივს მილასლასდა შინ. ცოლ-შვილი გამო-ეგება:
— აბა, როგორ არის საქმეო!
— ჩინებულადო, — უპასუხა ჯეპონემ. — ეს ზარდახშა პირველს ათასჯერ სჯობიაო.
მაშინვე სუფრას შემოუსხდნენ. ახადა ჯეპონემ ზარდახშას სახურავი, ამოხ-ტნენ კომბლიანი კაცები და დაერივნენ ჯეპონეს ცოლ-შვილს. ისეთი წიოკობა შეუდგათ იმ საწყლებს, ქვა დაიწვოდა მათი ცოდვით. ახლა კი ეყოფათო, გაი-ფიქრა ჯეპონემ და ზარდახშას სახურავი დახურა. კაცები მაშინვე გაქრნენ.
— წადი წინამძღვართან და უთხარი, ჩემმა ქმარმა პირველ ზარდახშაზე უკე-თესი ზარდახშა მოიტანა-თქო, — დაარიგა ჯეპონემ ცოლი.
დაინახა თუ არა წინამძღვარმა ჯეპონეს ცოლი, მაშინვე ჰკითხა:
— რაო, დაბრუნდა ჯეპონე? ალბათ ისევ ჩამოგიტანდა საჩუქარსო!
— დიახ, სინიორ წინამძღვარო. ქარს ზარდახშა უჩუქებია, მერე როგორი ზარდახშაა, პირველზე უკეთესი. მთლად ოქროსია. იცით, როგორ სუფრასა შლის? სიზმრად არ მოელანდება კაცს, ოღონდ რა გინდა, ჯეპონე არავის მის-ცემსო.
წინამძღვარმა ჯეპონე დაიბარა და უთხრა:
— ჯეპონე, ძალიან გამიხარდა შენი მშვიდობით დაბრუნება. ზარდახშაც ჩა-მოგიტანია. ერთი ის ოქროს ზარდახშა მიჩ-ვენეო.
— როგორ არა, გიჩვენებთ, სწორედ. გინდათ ისიც წამართვათ, არა? — უარ-ზე დადგა ჯეპონე.
— საიდან მოიგონე, ჯეპონე? აბა, როგორ გეკადრებაო!
ჯეპონემ ზარდახშა უჩვენა. ოქრო ისე ბრწყინავდა, ისე ციალებდა, რომ თვა-ლი მოსჭრა წინამძღვარს.
— ჯეპონე, ოღონდ ოქროს ზარდახშა მომეცი და პირველს უკან დაგიბრუნე-ბო, — არ ეშვებოდა წინამძღვარი.
— კარგიო, — უპასუხა ჯეპონემ, — დამიბრუნეთ ძველი ზარდახშა და ოქ-როს ზარდახშას მოგცემთ. ოღონდ, გახსოვდეთ, სინიორ წინამძღვარო, ვიდრე შიმშილით გულის კოვზი არ აგეწვებათ, ზარდახშას ტყუილად ახდით სახუ-რავს, ჩათქმულს მაინც არ აგისრულებთო.
— ძალიან კარგი. ხვალ სტუმრებს ველი, ეპისკოპოსი და მეზობელი მონას-ტრის წინამძღვრები უნდა მეწვიონ. სადილობამდე არაფერს ვაჭმევ, სადილს კი იცოცხლე, მეფურს გავუშლი. ავხდი ამ ოქროს ზარდახშას სახურავს და შეექ-ცნენ, რაც მათ სულსა და გულს ენებებაო.
დილის წირვის შემდეგ წინამძღვრის სტუმრებმა მონასტრის სამზარეულო-ში შეიხედეს:
— ეტყობა, ჩვენი წინამძღვარი დღეს ვერაფრით გაგვიმასპინძლდება. ცეც-ხლი არც კი აუნთიათ, არც სანოვაგე ჩანს სადმეო.
ზოგიერთს გაგონილი ჰქონდა წინამძღვრის საოცარი ზარდახშის ამბავი და თქვეს:
— ცოტა მოიცადეთ, სადილობა რომ დადგება, წინამძღვარი ჯადოსნურ ზარდახშას ახდის სახურავს და, იცოცხლე, მოვულხენთ გემრიელ საჭმელებსო.
წინამძღვარმა დიდის ამბით მიიწვია სტუმრები სუფრასთან. მაგიდაზე ოქ-როს ზარდახშის მეტი არა იდო რა. ყველა ხარბი თვალით მიაჩერდა ზარდახ-შას.
ახადა წინამძღვარმა ზარდახშას სახურავი, ამოხტა ექვსი კომბლიანი კაცი და შენი მოწონებული, ისინი მღვდლებს და ბერებს გაუმასპინძლდნენ. ისე მარჯვედ დაატრიალეს კომბლები, ისე ურტყამდნენ წინამძღვარსა და მის სტუმრებს, რომ წინამძღვარს ზარდახშა ხელიდან გაუვარდა და თავახდილი ეგდო ძირს.
კიდევ კარგი, ჯეპონემ მოირბინა მათ ყვირილზე. თურმე იქვე იყო დამალუ-ლი. დახურა ზარდახშას სახურავი და კომბლიანი კაცები გაქრნენ, ზარდახში-სათვის დროზე რომ არ დაეხურა ჯეპონეს სახურავი, იცოცხლე, კომბლიანი კა-ცები კარგად მიასიკვდილებდნენ მღვდლებს.
ამბობენ, ისე იყვნენ მღვდლები ცემით მიმკვდარებული, რომ საღამოს წირვა ვერც კი გადაიხადესო.
ჯეპონემ მეორე ზარდახშაც წაიღო, თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა ორივეს და უზრუნველად ცხოვრობდა.
მუჩელო

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Check Also
Close
Back to top button