ბიოგრაფია

დათო ბარბაქაძე Dato Barbaqadze

“ჩვენს მიერ დახატული უხილავი ისტორიები, დახატული ჩვენთვის უცნობ მხატვართა მიერ და გასაყიდად გამოფენილი სულ სხვა ხალხის მიერ, მოგვითხრობენ ვიწრო დერეფანთა და აგურით ნაგებ ოთახთა შესახებ, სადაც ახლა სხვები ცხოვრობენ”.

დათო ბარბაქაძე დაიბადა 1966 წელს. 1991 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. 1992-94 წლებში იყო თსუ-ის სოციოლოგიის კათედრის ასპირანტი. 1991-2001 წლებში თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში კითხულობდა ფილოსოფიის ისტორიის, ფილოსოფიის შესავლისა და ლოგიკის აკადემიურ კურსებს, გამოსცემდა სალიტერატურო ჟურნალს “პოლილოგი” და ჟურნალ-გაზეთს “±ლიტერატურა”. 2002-2005 წლებში გერმანიაში სწავლობდა ფილოსოფიას, სოციოლოგიას და ძველ ისტორიას. მისი წიგნები გამოცემულია გერმანულენოვან ქვეყნებში, ცალკეული ნაწარმოებები კი თარგმნილია ფრანგულ, ინგლისურ და პოსტსაბჭოეთის ხალხთა ენებზე. საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული აქვს არაერთი პრემია და ლიტერატურული სტიპენდია. არის რამდენიმე საერთაშორისო ლიტერატურული გაერთიანებისა და საზოგადოების წევრი.

Source
http://siestabooks.blogspot.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button