განხილვაწიგნები

მატა მინდელი – “ბოლო გაჩერება”

მატა მინდელის რომანი „ბოლო გაჩერება“, ერთი შეხედვით, დახვეწილ ინგლისურ იუმორზე აგებულ მოთხრობებს მოგვაგონებს, _ ფილდინგის ან გრინისებურს. მაგრამ რაც უფრო კითხვის აზარტში შევდივართ, მით მეტად მისტიური ხდება და ბრედბერისეულ თხრობას თუ სიურეალისტურ პროზას ემსგავსება, რომელშიც უპირატესობა ზებუნებრივი რეალობის არსებობას ენიჭება. მაგრამ რა უნდა ვთქვათ მაშინ, როდესაც ეს რეალობა ჩვენსავე განზომილებასთან თანაარსებობს და მეტაფიზიკა უკვე ფიზიკად გარდაიქმნება? აქ თითქოს სრულიად ბუნებრივადაა ჩართული პარალელური სამყაროები, რომლებიც სინამდვილეში, ალბათ, ერთია. მეხსიერებაშიც თითქოს არაფერი გამქრალა _ არც ბრიტანეთის საუნივერსიტეტო კამპუსში გატარებული დღეები, არც ბებერი ჯეიმსის სასტუმრო და არც თანაკურსელების ხმაურიანი წვეულებები. მაგრამ მეხსიერება მაინც ბუნდოვანია და მომხდარში დასარწმუნებლად ის საკმარის საფუძვლად ვერ გამოდგება, როგორც psycho noir-ის ტიპის ნაწარმოებების შემთხვევაში.
გაგა ლომიძე

| მატა მინდელი 

დაიბადა თბილისში. დაამთავრა ვ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. შემდეგ სწავლა გააგრძელა დიდ ბრიტანეთში, სწავლობდა ბიზნესსა და ლიტერატურას. დიდ ბრიტანეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში რამდენიმე წელი გაატარა. მუშაობდა სხვადასხვა პროფესიით. ეს მისი პირველი წიგნია.

Source
http://siestabooks.blogspot.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button