ბიოგრაფია

ლელა სამნიაშვილი – Lela Samniashvili – ბიოგრაფია

 ყველა დათვს – თაფლი!”
დაიბადა 1977წ. 17 მარტს, ქ. გორში.უმაღლესი განათლება: თბილისის ი. ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ინგლისური ენის ფაკულტეტი (1994-1999) და სინქრონული თარგმნის განყოფილება (1999-2001); ოსლოს უნივერსიტეტი, განათლების ფაკულტეტი (უმაღლესი განათლების ფილოსოფიის მაგისტრი)(2005-2007); კვლევა – ამერიკულ ლიტერატურაში. კალიფორნიის უნივერსიტეტი ბერკლიში – (2001-2003)მუშაობის გამოცდილება: 1999 წლიდან – დღემდე: სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობა და უნივერსიტეტებში სწავლება .
გამოცემები:“ფოტო-აბები” (ლექსები), 2000, “მერანი”, თბ. (ნომინირებული “წინანდლის პრემიაზე”),“გველის წელიწადი” (ლექსები), 2004, “კავკასიური სახლი”, თბ. (ნომინირებული “საბას პრემიაზე”),“მუდმივი ტატუ “(ლექსები), 2006, “სიესტა”, თბ. (ნომინირებული “საბას პრემიაზე”),” სილვია პლათის ლექსებიქართულად”, 1999, “მერანი”, თბ.“საკუთარი ოთახი” – ვირჯინია ვულფის ესე ქართულად – 2007, ფონდი “ტასო”, თბ.“ზარხუფი” – სილვია პლათის ავტობიოგრაფიული რომანი ქართულად – 2009, ფონდი “ტასო”, თბ.
ლექსები თარგმნილია: ინგლისურ, ნიდერლანდურ, რუსულ და აზერბაიჯანულ ენებზე.
“არილში”, “ალტერნატივაში”, “ლიტერატურაში”, “ჩვენს მწერლობაში” და სხვა ქართულ ლიტერატურულ გამოცემებში 1996 წლიდან სისტემატიურად ქვეყნდება პოეტური პუბლიკაციები, ლიტერატურული წერილები და თარგმანები (ემილი დიკინსონი; თომას ჰარდი; სილვია პლათი; ტედ ჰიუზი; სალმან რუშდი; ჯონ აპდაიკი; იზაბელ ალენდე და სხვ.)

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button