ამონარიდებიგამონათქვამები
ციტატები მიხაილ ბულგაკოვის წიგნიდან “ოსტატი და მარგარიტა”
- “არავის არაფერი უნდა სთხოვო. არასოდეს – განსაკუთრებით მათ ვინც შენზე ძლიერია.”
- ” – შენ დოსტოევსკი არ ხარ. – თქვა ქალმა.
– ვერასდროს იტყვი… – უპასუხა მან.
– დოსტოევსკი მკვდარია. – თქვა ქალმა ეჭვისშეტანით.
– ვაპროტესტებ! – წარმოთქვა სითბოთი ‘დოსტოევსკი უკვდავია!’”
- “ენამ შეიძლება სიმართლე დამალოს, თუმცა თვალები – ვერასოდეს.”
- “ყველაფერი სწორად დატრიალდება – სამყარო ამაზეა აგებული.”
- “რატომ ცდილობ რომ იმას გამოეკიდო რაც უკვე დასრულებულია?”
- “ვინ გითხრა, რომ არ არსებობს ნამდვილი, ერთგული, სამუდამო სიყვარული ამ სამყაროში! მოაჭერით მაგ მატყუარას საზიზღარი ენა.”
- “… და ფაქტი ყველაზე ჯიუტი რამეა ამ სამყაროში.”
- “დასაძინებლად წავალ, ძილში ჩემი თავი დამავიწყდება.”
- “ხელნაწერები არ იწვიან.”
- “ვისაც უყვარს, იმ ადამიანის ბედი უნდა გაიზიაროს, ვინც უყვარს.”
- “რისი მაქნისია ეს შენი სიკეთე, დედამიწაზე რომ ბოროტება არ არსებობდეს. ან რას ემგვანებოდა დედამიწა, ყველა ჩრდილი, რომ გამქარალიყო. “
- “სიმხდალე ყველაზე საშინელი ნაკლია.”
- “ერთხელ, იყო ერთი ქალბატონი. ქალს არც შვილები ჰყავდა და არც ბედნიერება ჰქონდა. პივველ ჯერზე, დიდხანს იტირა, და შემდეგ გაბოროტდა…”
- “თუ დასტას საკმარისად არევ, ყველაზე საოცარი კომბინაცია შეიძლება მიიღო.”
- “კაცს ცხვირში ვუთავაზო, მოხუცი კაცი კიბიდან დავაგორო, ვინმეს ვესროლო, ან ამგვარი ძველებური რამეები ჩემი საქმეა. თუმცა, ვეკამათო შეყვარებულ ქალს? – არა, გმადლობ.”