singer / songwriter
ტრეკლისტი:
- ადამიანი (1:52)
- გელი (2;51)
- სიზმარია (2:42)
- შენთან მინდა (4:09)
- მინდა ნავი (2:04)
- გახსოვს? (2:26)
- მოვალ (3:18)
- რად გინდა? (1:44)
- შენთან (2:15)
- დე იყოს ასე (1:57)
- სიყვარული დამათრობს (1:44)
- Singing (1:27)
- Oh, Say (1:57)
- იმ ღამეს თოვდა (2:50)
- ზღვას აწვიმს (1:44)
- ნურაფერს მეტყვი (2:06)
- რწმენა (2:32)
- მითხარი რამე (2:25)
- ფიფქები (1:31)
- საქანელა (2:05)
- ნაკადული (2:03)
- ფრთები (2:37)
- ნუ მოხვალ (2:51)
- განა ჩემი ბრალია (3:06)
- დარჩი ჩემთან (2:05)
- ადამიანი (2:48)
- მადლობელი ვარ (2:20)
- ჩემი ლოცვა (1:05)
შემადგენლობა:
- ინოლა გურგულია – ვოკალი, გიტარა
საქართველო ხომ უცნაური ქვეყანაა – ნიჭისა და სიზარმაცის, ინჟინერის ექიმობის, ექიმის ეკონომისტობის, ეკონომისტის ინჟინერობის… ამას თან დავამატოთ საბჭოთა ტოტალიტარიზმის კონკრეტული, უფროსი თაობის მიერ თავის თავზე გამოცდილი სპეციფიკა და უკვე ყველა მარტივად მივხვდებით, რატომ ვერ მზადდებოდა „შემოქმედებითი პროდუქტი“ იმ „შემოქმედებითი ნედლეულისგან“, რომლითაც მთელი ჩვენი ქვეყანა სამართლიანად ამაყობს.
ასეთ რეპრესიულ და თან უფორმო მუსიკალურ ატმოსფეროში შემოქმედებითი წარმატების მიღწევის შანსი მამაკაცს უფრო მეტად ჰქონდა, თავისი გაქვავებულ სტერეოტიპად დამკვიდრებული სოციალური დომინანტობის ანდაც უბრალოდ ფიზიოლოგიური „ჟილკის“ არსებობის გამო. ქალთა როლი საბჭოთა პოპულარულ მუსიკაში მხოლოდ მომღერლობით შემოიფარგლებოდა. შეიძლება შემომედავოთ, რომ ეს იმდროინდელ დასავლეთშიც მსგავსად იყო. კი, ალბათ ასეა, მაგრამ სსრკ-ში ეს ამბავი გაცილებით უარესად იყო.
ყველა საზოგადოებაში არსებობს სტერეოტიპთა დამანგრეველი ხალხი. მაგრამ თავისუფალ სამყაროში ამ ხალხის წარმატება მხოლოდ თავიანთ უნარებზეა დამოკიდებული. საბჭოთა კავშირის დროს კი ასეთი ადამიანების შესახებ კი მეხსიერება საერთოდ არ დარჩებოდა, თუ ბედს და გარემოებებს რომ არ გაეღიმათ (მაგალითად, გაიხსენეთ რუსეთის ორი უდიდესი და ერთად მოღვაწე ბარდის, ვისოცკისა და გალიჩის განსხვავებული ბედისწერები).
მაშინდელ მუსიკალურ საქართველოშიც იყვნენ ასეთები. მათ გახსენებისას პირველად ბევრს ინოლა გურგულია მოაგონდება. გურგულია იყო აბსოლუტურად თვითმყოფადი მუსიკალური ნიჭი, რომელმაც მოახერხა გაფურჩქვნა მუსიკალურად ძალიან მშრალ პოსტ-სტალინურ ეპოქაში, თან ყოველგვარი იმპერატიული მუსიკალური განათლების გარეშე. ორმოცდაათიანების შუაში მან ჩამოაყალიბა ტრიო „სამაია“, რომელიც ძირითადად ინოლას სიმღერებს ასრულებდა. სამოციანებში ინოლა ხალხში უკვე იმდენად პოპულარული იყო, რომ მისი ‘თვითშემოქმედი“ სტატუსის (ეს კი ფაქტობრივად ნიშნავდა, რომ შენ არ შეგეძლო მასშტაბური მუსიკალური საქმიანობის წარმოება) მიუხედავად, ის მაინც გადაიღეს რამდენიმე კინოში, სადაც მისი სიმღერებიც ჟღერს.
თავისი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში (ინოლა 49 წლის ასაკში გარდაიცვალა), მას არ ჩაუწერია არცერთი (!) სრულმეტრაჟიანი ფირფიტა (არსებობს იშვიათი 78-ბრუნიანი ფირფიტები და რამდენიმე პატარა ვინილი ტრიო “სამაია”-ს სიმღერებით, მაგრამ მათი პოვნა ძალიან ძნელია) ფაქტობრივად ერთადერთი, სადაც შეიძლებოდა გურგულიას მოსმენა, ეს ზემოთ ნახსენები ფილმები იყო.
მაგრამ საბედნიეროდ, დაღუპვამდე ცოტა ხნით ადრე, 1977 წელს, მან მოახერხა, საკუთარ სახლში, ახლადშემოსულ ბაბინებზე ჩაეწერა ბევრი თავისი სიმღერა. ეს ჩანაწერები, რათქმაუნდა, ათწლეულების განმავლობაში გურგულიას სახლში იდო, მაგრამ მეოცე საუკუნის ბოლოს ენთუზიასტებმა მიაკვლიეს, გაწმინდეს და გამოსცეს ეს საგანძური.
ამ დისკში 28 სიმღერაა, რომელიც სრულად ცხადჰყოფს ინოლას სიმღერის განსაკუთრებულ სტილს და იმას, თუ რატომ არ ეხატებოდათ გულზე ის მთავრობის წარმომადგენლებს. მისი მუსიკა ატარებს ერთის მხრივ ქართული ქალაქური რომანსის და მეორის მხრივ – დასავლური swing-ის გავლენებს, რომელიც ისე ეფექტურადაა ადაპტირებული ამერიკული საავტორო მუსიკის (singer / songwriter) ფორმატთან, რომ მთლიანი ალბომის განმავლობაში გიჩნდება ანალოგიები ლეგენდარულ Joan Baez-თან.
ხშირად მუსიკას ეტყობა თითქოს ურთიერთგამომრიცხავი არისტოკრატულობა და მარტივი ავთენტურობა. ასევე ნასახი არაა იმ შებოჭილების, რომელიც მაშინდელ ოფიციალურ ქართულ პოპ/როკ მუსიკას ძალზედ ხშირად ეტყობა. მიუხედავად იმისა, რომ ეს სიმღერები ოფიციალურად დიდი ხნის განმავლობაში არსად გამოცემულა, ბევრი მათგანი ზეპირი გადმოცემით ძალიან პოპულარული გახდა. მაგალითად „ადამიანი“, „მინდა ნავი“, „მადლობელი ვარ“ და „შენთან მინდა“ უმეტესობას სადმე მაინც გექნებათ ბავშვობაში მოსმენილი.
მოკლედ, აჰა თქვენ და აჰა ინოლას მუსიკა – ეს დისკი ყველასთვისაა რეკომენდებული, როგორც სიმართლისა და სილამაზის მოულოდნელი გაელვება იმდროინდელ გრილსა და უფერო დროში.
10 / 10.
————————————————————————————————————
Yeah, Georgia is a country so strange – country of talent and laziness, engineer’s medicine, doctor’s economics, economist’s engineering… Then please add the specifics of Soviet totalitarianism, as told by older generation, so you’ll easily get an idea why there was so little “creative product” made from vast “creative material” Georgia is well-known for.
It is mostly men who could have success in such a repressive and yet amorphous musical atmosphere, be it either because of hopelessly petrified male-dominancy stereotype or just simply due to physiological masculine will. Anyways, women’s role in Soviet pop music was mostly limited to that of a performer. You could argue that it has been like this in the west too. Well, maybe, but in USSR this felt much worse.
Every society has their own rule-defiers. But in the free world, their success depends almost solely on their own skills, whereas in Soviet state this kind of people were mostly covered by oblivion, be it not for fate and fortunate circumstances (Just remember vastly different fates of two genius Russian singer/songwriters – Visotskiy and Galich).
There were non-conformists in Soviet Georgian music too. When recalling them Inola Gurgulia is who comes to mind first. Gurgulia was absolutely distinctive musical talent who managed to thrive even in the musically driest post-Stalin period, without any imperative musical knowledge. In mid-50es, she formed trio “Samaia”, with whom she performed her own songs. By the sixties, she was already so popular that she managed to star in a couple of Georgian movies, despite her “non-professional” status (which effectively meant she couldn’t undertake any big musical project apart from unofficial concerts).
During her short lifetime (she died 49 years old in 1979), she never released any (!) full-length vinyl of her recordings (a handful of 78rpm records and vinyl EPs that exist are almost impossible to track down), and pretty much the only place where you could hear her songs were a couple of films she starred in. But fortunately, not long before her death, she made a reel-tape home recordings of many of her songs. These remained shelved for decades, but at the end of the century enthusiasts found, cleaned and released this treasure box.
There are 28 songs on this disc, which make Inola’s singing style perfectly clear – also one could easily guess why government didn’t love her very much. Music carries Georgian urban romance influences from one side and of American swing from another. But this all is so effectively adapted with American singer / songwriter format that you get strong Joan Baez reminiscence throughout.
This music carries contrasting feeling of aristocracy and simple authenticity. Here you won’t find any trace of expressive chains, which so often plagued most “official” Georgian pop/rock bands at that time. Despite commercial unavailability of any of these songs back then, they still became very popular just by word-of-mouth. For example, most of Georgians would have heard “Adamiani” [1], “Minda Navi” [5], “Shentan Minda“[3] and “Madlobeli Var” [27], in some or other version.
So here you are and here’s Inola’s music. Recommended to everybody, as an unexpected flash of truth and beauty in those cool and colourless times.
10/10.
გადმოსაწერი ბმული / download link: Inola Gurgulia – … Pirvelad Iyo Simgera (1977)