საინტერესოჯანმრთელობა

ალუბლის წვენი მაღალი არტერიული წნევის წინააღმდეგ

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ალუბლის წვენის მიღება ისეთივე ეფექტურად მოქმედებს მაღალი არტერიული წნევის წინააღმდეგ, როგორც საჭირო მედიკამენტები.

იმ ადამიანებს, რომლებმაც წყალში გაზავებული 60 მლ ალუბლის წვენი დალიეს, არტერიული წნევა სამი საათის შემდეგ 7 პროცენტით შეუმცირდათ, რაც ინსულტის რისკს 38 პროცენტით, ხოლო გულის დაავადებების რისკს 23 პროცენტით ამცირებს.

ნორსუმბრიას უნივერსიტეტის დასკვნით, პაციენტებს, რომლებიც არტერიული წნევის საწინააღმდეგო მედიკამენტებს ღებულობენ, ანალოგიური შედეგი აქვთ.

სტატისტიკის მიხედვით, მაღალი არტერიული წნევა ინგლისში 5 მილიონ ადამიანს აწუხებს, რაც არასათანადოდ მკურნალობის შემთხვევაში, იწვევს გულის შეტევას, გულის უკმარისობას, თირკმლის დაავადებას, ინსულტსა და დემენციას.

მეცნიერთა ჯგუფმა კვლევა 15 ადამიანს ჩაუტარეს, რომლებსაც მაღალი არტერიული წნევის ადრეული სიმპტომები აღენიშნებოდათ.

კვლევის მონაწილეებს 100მლ წყალში გახსნილი 60 მლ ალუბლის წვენი დაალევინეს, მათ არტერიული წნევა 7 პროცენტით შეუმცირდათ. მეცნიერები აცხადებენ, რომ სისხლის წნევის გაუმჯობესება მოხდა, როდესაც ორი მჟავის – protocatechuic და vanillic დონემ სისხლში პიკს მიაღწია.

არტერიული ჰიპერტენზია საკმაოდ გავრცელებული და პრობლემატური დაავადებაა, რომელიც არტერიული წნევის მომატებით ხასიათდება. მრავალი კლასიფიკაციის მიუხედავად, მეტი პრაქტიკულობიდან გამომდინარე, ამ დაავადებას ორ ნაწილად, პირველად და მეორად ჰიპერტენზიად ყოფენ. პირველადია, როდესაც არ ვიცით, რა არის მისი გამომწვევი მიზეზი და ასე, მოწმენდილ ცაზე, ვითარდება. მეორადია, როდესაც ის კონკრეტული დაავადების გართულების შედეგს წარმოადგენს. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, კარდიოლოგიური, სისხლძარღვოვანი პრობლემებიდან გამომდინარე, ან თირკმლის დაავადების შედეგი და ა.შ. როდესაც საქმე გვაქვს მეორად ჰიპეტენზიასთან, მისი მკურნალობა უფრო ადვილია. ამ შემთხვევაში ვმკურნალობთ გამომწვევ დაავადებას და თვითონ ეს სინდრომიც თავისთავად გაქრება.

წყარო: doctrina.ge

Source
http://icode.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button