წიგნებში აღწერილი ლამაზი ბუნება არც ისე იშვიათია, ამით ლიტერატურა საკმაოდ მდიდარია. თუმცა წიგნებისგან შექმნილი პეიზაჟები კი იშვიათიცაა და უცნაურიც
ბოლო 30 წლის განმავლობაში მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებულ მხატვარ გაი ლამარს უმუშავია სცენარისტად, რეჟისორად, კომპოზიტორად, შექმნილი აქვს მუსიკალური ინსტრუმენტები, იყო მომღერალი, მოქანდაკე, მხატვარი და მწერალი.
მის სკულპტურულ ნამუშევრებში არის წიგნებში ამოკვეთილი ლანდშაფტებისა და შენობების ორი სერია, რომლებსაც “ბიბლიოსი” და “დიდი კედელი” უწოდა.
ძველი წიგნების სქელი ფურცლები ნელა და დაკვირვებით იჭრება, რის შედეგადაც ფურცლებზე ჩნდება სხვადასხვა სახის ლანდშაფტები – მთები, დაბლობები და უძველესი შენობები.
თავად მხატვარი ამბობს: “წიგნის ფურცლებიდან მე ვჭრი ბუნებას და ვხატავ რომანტიკულ პეიზაჟებს”.
“გამოუყენებელი ცოდნის მთები ისევ გარდაიქმნებიან იმად, რაც თავიდან იყვნენ – მთებად.”
“შემდეგ ნელ-ნელა იშლებიან და გარდაიქმნებიან გორაკებად.”
“შემდეგ დაბლდებიან და იქცევიან მინდვრებად.”
“ვადაგასული ენციკლოპედიები ისევ იძენენ ახალ დანიშნულებას და სარგებლიანი ხდებიან.”
“ნისლი და ღრუბლები შლიან ყველაფერს, რაც ჩვენ ვიცით, ყველაფერს, რაზეც ოდესმე გვიფიქრია.”