PDFდრამატურგიალიტერატურარომანიწიგნები

ნესტან კვინიკაძე – ისპაჰანის ბულბულები

“კალმით ატეხილი ქაოსი” – ასეთ შეფასებას იძლევა ავტორი. და მართლაც, ქაოსიდან წესრიგის დაბადების თემა რომანის როგორც სტრუქტურულ, ისე სიუჟეტურ მხარეზეც ვრცელდება. ნესტან კვინიკაძის რომანს “ისპაჰანის ბულბულები” წინ უძღვის ჰაროლდ ბლუმის სიტყვები “გავლენის შიშის” პროლოგიდან, რაც გადააზრებულია უძღები შვილის მარადიული დაბრუნების არქეტიპის კონტექსტში: მამის წიაღიდან გასვლა; მოგზაურობა, ან გმირის ინიციაცია; და უკან დაბრუნება… გმირის სულიერი ფორმირების ამ სამ საფეხურში იგულისხმება თავისუფლების და აუცილებლობის, ან, გნებავთ, ქაოსის და წესრიგის დაპირისპირებაც, რაც რომანის მთავარი ღერძია. მითებშიც ხომ ასეა – ქაოსიდან წარმოიქმნება წესრიგი.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button