კრეატივისურათებიხელოვნება

Bordalo II – როგორ გადავაქციოთ ნაგავი ხელოვნების ნიმუშად

მხატვარი შემოქმედებითი პროცესის დაწყებისას ადგენს გეგმას და მონახაზს. პორტუგალიელი Bordalo II თავის საყვარელ საქმეს იწყებს მიტოვებულ ქარხნებში ან ნაგავსაყრელებზე სიარულით და ამ ადგილებში საკუთარი შემოქმედებისათვის საჭირო ნივთების მოძიება-მოგროვებით. ავტომობილის საბურავები, კარის ჩარჩოები, სხვადასხვა პლასტმასის ნივთები, ძველი ველოსიპედები, მოპედები, ავტომობილები – ეს ყოველივე გამოსადგეგია. ნიჭიერი ხელოვანის ხელები ამ ნაგავს ნამდვილ შემოქმედებით ნამუშევრად გარდაქმნის.

ცხოველებს, რომლებსაც Bordalo II ქმნის რა თქმა უდნა სპეციფიკურია, თუმცა ყოველ მათგანში ჩადებულია გარკვეული შარმი. ასეთი ეფექტი არ იქნებოდა, ხელოვანი რომ არ იყენებდეს შეფერილობას, სწორედ ეს შტრიხი მატებს პორტუგალიელის ნამუშევრებს გამორჩეულ სტილს.

Bordalo II-ს ნამუშევრების ხილვა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეშია შესაძლებელი. ახლახანს მან მონაწილეობა მიიღო პროექტში Unexpected art, სადაც მან შექმნა მელია და ოპოსუმი. მფრინავი ციყვი შექმნილია ესტონეთში Street Art Jam-თვის. აგრეთვე რამოდენიმკე ნამუშევარი შექმნილ იქნა პროექტ Aruba Art Fair-თვის.

Source
http://icode.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button