განხილვამუსიკა

George Obsvell – Painful Eternity

გიორგი იობაშვილი, იგივე George Obsvell, შემოქმედებითად ძალიან აქტიური მუსიკოსია. ის არის გრანჟ-ჯგუფ „Portrait”-ის ბასისტი, უკრავდა „სინათლის წელიწადში“ და ამასთან ერთად, სახლში ურიცხვი რაოდენობის სოლო ალბომი აქვს ჩაწერილი. მისი ეს ახალი ალბომი ტიპიური მულტიინსტრუმენტალისტური პროგ-ნამუშევარია. თითოეული ნაწარმოები სათავეს იღებს მოკლე თემისგან, რომელიც ნელ-ნელა, ელექტროგიტარისა და ბასის პარტიების შენაცვლებით ლოგიკურად ვითარდება. პროგრესული როკის სტანდარტებისთვის არცთუისე რთული, მაგრამ სასიამოვნოდ მოსასმენი ალბომია, რომლის ერთადერთი ფუნდამენტური ნაკლი ალბათ ჩანაწერის საშუალო ხარისხია. ასე რომ, ეს ალბომი ძირითადად რეკომენდებულია მსმენელებისთვის, ვისაც უყვარს მულტიინსტრუმენტალისტური პროგი ვოკალის გარეშე.

გადმოსაწერი ბმული: Painful Eternity

Source
https://georgianmusicblog.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Check Also
Close
Back to top button