Hi-Techკოსმოსი

საიმედოობა აღიარებულია: SpaceX-ის უკვე გამოყენებული რაკეტები ორბიტაზე სამხედრო თანამგზავრებს გაიყვანენ

SpaceX-მა განმეორებით უკვე არაერთხელ გამოიყენა რაკეტები, თუმცა გარკვეული მნიშვნელოვანი მისიები ამ დრომდე არ დაშვებულა. როგორც ჩანს ვითარება მალე შეიცვლება. კერძო კომპანიამ კონტრაქტი გააფორმა აშშ-ის კოსმოსურ ძალებთან, რაც გულისხმობს რაკეტა Falcon 9-ის გამოყენებას აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კოსმოსური მისიებისთვის. 

რაკეტა SpaceX Falcon 9 ორბიტალური მისიით SAOCOM-1B

ადრე გამოყენებული რაკეტა Falcon 9 ორბიტაზე გაიყვანს მეხუთე GPS III თანამგზავრს 2021 წელს.

ბუნებრივია, გადაწყვეტილების ცვლილების უკან მარტივი პრაგმატიზმი დგას: რაკეტების განმეორებითი გამოყენების წყალობით აშშ-ის კოსმოსური ძალები ელოდებიან 52.7 მლნ აშშ დოლარის დაზოგვას მხოლოდ GPS III მისიების ფარგლებში. შესაძლოა, თავად SpaceX-საც არ გააჩნია დიდი სურვილი – აწარმოოს მეტისმეტად ბევრი Falcon 9 რაკეტა, რადგანაც ამჟამად კომპანიის ყურადღება მიმართულია კოსმოსურ რაკეტა Starship-ის პროექტსა და სუპერმძიმე რაკეტა Super Heavy-ს მიმართ.

ასეა თუ ისე, ზემოთხსენებული გადაწყვეტილება SpaceX-ისადმი ნდობის ზრდას გამოხატავს. კომპანიამ უკვე ითამაშა გადამწყვეტი როლი აშშ-ის ხელისუფლებისთვის ისეთი პროექტის ამოქმედების ფარგლებში, როგორიცაა Crew Dragon, თუმცა ახალი კონტრაქტი დამატებით მოწმობს, რომ ხელისუფლება დარწმუნებულია კომპანიის საიმედოობაში.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button