Topსაკითხავისიაუცნაური

10 ყველაზე გასაოცარი სასწაული მედიცინაში

მსოფლიოში ბევრი გასაოცარი რამ ხდება,მათ შორის მკვდრეთით აღდგენა და სიკვდილის ცოტა ხნით გადადებაც,თუმცა მედიცინა მხოლოდ ასეთი სასწაულებით არ შემოიფარგლება და აქ ამის 10 მაგალითია:


1) “ფანჯრების მწმენდავი 47-ე სართულიდან ჩამოვარდნის შემდეგ კომიდან შობა დღეს გამოვიდა”

37 წლის ალსიდეს მორენო ნიუ-იორკის ცათამბჯენის 47-ე სართულიდან ჩამოვარდა ფანჯრების წმენდისას,როცა შემთხვევით ფანჯრების საწმენდი პლათფორმა გადმოვარდა და ბეტონს დაენარცხა.ამ შემთხვევას შეეწირა მისი ძმა,რომელიც მასთან ერთად მუშაობდა და თავად ალსიდესი ისეთ საშინელ მდგომარეობაში დატოვა,რომ ექიმებს შიშით საოპერაციო ოთახშიც კი ვერ გადაჰყავდათ.მას ოპერაცია სასწრაფოს ოთახში ჩაუტარეს და 3 კვირიანი კომის შემდეგ,შობა დღეს მან საბოლოოდ გამოიღვიძა.ერთი თვის შემდეგ კი გაწერეს იმის მოლოდინით რომ 1 წლის განმავლობაში ის კვლავ დადგებოდა ფეხზე.4 სართულიანი შენობიდან ჩამოვარდნისას სიკვდილის ალბათობა 50 %-ია,ასე რომ ამ შემთხვევას ნამდვილად შეგვიძლია სასწაული ვუწოდოთ.


2)”თინეიჯერი მოდელი რომლის სხეულიც 11 წნელზეა აგებული”

17 წლის კატრინა ბერჯესმა ავტოვაარიის შედეგად მოიტეხა კისერი და ხერხემალი,ასევე მიიღო უამრავი სხვა დაზიანება.ექიმები ფიქრობდნენ რომ ის ვეღარასოდეს შეძლებდა გავლას.მაგრამ,როცა მისი დაზიანებული ნაწილები მეტალის წნელებითა და სამაგრებით აღადგინეს,ის ერთ-ერთმა სამოდელო სააგენტომ დაიქირავა.
კატრინა თავის სახლში ვეიმაუსში,დორსეტში მიემგზავრებოდა როცა ეს უბედური შემთხვევა მოხდა.მან დაიზიანა ზურგი,ორივე ფილტვი და მოიტეხა კისერი,მენჯი,მარცხენა ფეხი და რამოდენიმე ნეკნი.ტაუტონში,სომერსეტში,მუსგროვის პარკის ჰოსპიტალში ქირურგებმა თქვეს რომ,ამ ოპერაციის გარეშე სადაც ძვლები ერთმანეთს შეუერთეს,შესაძლოა ზურგის დაზიანებები უფრო გაუარესებულიყო და პაციენტი მომკვდარიყო.
საავადმყოფოში მოსვლისას მარცხენა მხარეს,თეძოდან მუხლამდე წნელი ჩაუსვეს,რომელიც 4 ტიტანის სამაგრით გაამაგრეს.ყველაზე სარისკო ოპერაცია 1 კვირის შემდეგ ჩაუტარდა.მას ზურგი გაუჭრეს და ხერხემლის გასამაგრებლად 6 ჰორიზონტალური წნელი ჩაუსვეს.1 კვირის შემდეგ კი ტიტანის ხრახნი მოათავსეს ხერხემლის თავში მისი დასუსტებული კისრის გასამაგრებლად.ოპერაციიდან ერთი დღის შემდეგ ის უკვე თავის პირველ ნაბიჯებს დგამდა.5 თვის შემდეგ კი იმდენად კარგად გრძნობდა თავს,რომ ტკივილგამაყუჩებლებსაც აღარ იღებდა.


3)”თინეიჯერი გოგონა 118 დღე გულის გარეშე ცოცხლობდა”

14 წლის ჯანა სიმონსისთვის ყველაფერი კარგად უნდა დამთავრებულიყო როცა მისი გადიდებული გულის სხვათი შეცვლა გახდა შესაძლებელი,მაგრამ როცა მას ეს გული გადაუნერგეს,მან ნორმალურად აღარ იმუშავა.ექიმებმა ამოიღეს ახალი ორგანო,თუმცა მისი შემცვლელი ორგანო აღარ გააჩნდათ,ჟანა სუსტად იყო ოპერაციის შემდეგ ამიტომაც ექიმებმა სხვა ხერხს მიმართეს.ორი ხელოვნური ტუმბოს დახმარებით სისხლი ნორმალურად მიედინებოდა მის ორგანიზმში თითქმის 4 თვის განმავლობაში.ეს შემთხვევა ძალზედ გასაოცარი იყო არა მარტო პაციენტის ასაკის,არამედ იმის გამოც რომ,როცა ამგვარი ოპერაცია ტარდება,ხელოვნური გულის შენარჩუნებისას პაციენტს მისი ნამდვილი გულიც ადგილზე უნდა ჰქონდეს.საბოლოოდ 29 ოქტომბერს,ჟანას კიდევ ერთხელ გადაუნერგეს გული და ამჯერად ყველაფერი წარმატებით დასრულდა.


4)”ბრმა კაცს თვალში კბილის გადანერგვის შემდეგ მხედველობა დაუბრუნდა”

42 წლის მშენებელი მარტინ ჯონსი სამსახურში უბედური შემთხვევის შედეგად დაბრმავდა.მაგრამ შესანიშნავი ოპერაციის შემდეგ,სადაც კბილის ნაწილი თვალში გადაუნერგეს,მან შეძლო წყვდიადისთვის თავი დაეღწია.ეს პროცედურა ბრიტანეში 50-ჯერ მაინცაა შესრულებული.
მან მხედველობა მაშინ დაკარგა,როცა თეთრი ალუმინის ცხელი მილი სახესთან აუფეთქდა.მას სხეულის 37 % დაეწვა და იძულებული იყო ყოველდღე,23 საათი სპეციალური სახვევები ეტარებინა.ასევე მარცხენა თვალიც ამოუღეს.მიუხედავად იმისა რომ ის მარჯვენა თვალიდან ვერ ხედავადა,ქირურგებმა მაინც შეძლეს მისი სრულად შენარჩუნება.თავდაპირველად ნოტინგემის სპეციალისტები ეცადნენ მისი მხედველობა დონორიდან აღებული ღეროვანი უჯრედების საშუალებით შეენარჩუნებინათ,თუმცა ეს მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.
ამ პროცესის წარმატებულად დასრულებისათვის საჭიროა ცოცხალი კბილი,იმიტომ რომ ექიმების თქმით პლასტიკური ვერსია არ იქნება გამოსადეგი.მისტერ ჯონსის კბილი საუკეთესო არჩევანი იყო მისი ზომისა და ფორმის გამო.შემდეგ ლოყის შიდა ნაწილიდან კანის ნიმუშს იღებენ და თვალში 2 თვის განმავლობაში ათავსებენ,სადაც იგი თავისით იწყებს სისხლის მომარაგებას.საბოლოოდ კი თვალში კბილის ნაწილს ათავსებენ.ამგვარად მისტერ ჯონსმა,რომელიც როთერჰამიდან,სამხრეთ იორკშირიდან იყო,პირველად იხილა მისი 50 წლის ცოლი ჯილი,რომელიც 4 წლის წინ შეირთო ცოლად.


5)”დედამ,რომელსაც ტყუპებიდან ერთ-ერთის სიცოცხლე უნდა აერჩია,ორივე შეინარჩუნა სისხლძარღვების გაწყვეტის შემდეგ”

შანონ და მაიკ გიმბელები საშინელი არჩევნის წინაშე დადგნენ.ექიმებმა მათ უთხრეს,რომ მათი ჯერ კიდევ არდაბადებული ტყუპი გოგონებიდან ერთ-ერთი უნდა გაეწირათ,თუ არა და წინააღმდეგ შემთხვევაში ორივე მოკვდებოდა.ბავშვები გამორჩეული სინდრომით იყვნენ დაავადებულნი,რომლის დროსაც ტყუპები ერთამენთთან სისხლძარღვებით არიან დაკავშირებულნი და ერთი ტყუპისცალი ფაქტობრივად მეორეს ცლის სიცოცხლისაგან.თუ ამ პრობლემას არ მიხედავენ 80 %-დან 90 %-მდე არსებობს იმის ალბათობა რომ,ერთი ან ორივე ტყუპისცალი მოკვდება.
შანონი და მაიკი ცდილობდნენ გადაეწყვიტათ სუსტი ტყუპისცალის მოშორება როგორი აზრი იქნებოდა,ამ საკითხზე ძალზედ გული შესტკოდათ,თუმცა მათ მალევე დაელაპარაკა მათი შვედი ექიმი,კენტ ჰეიბორნი და წყვილს სხვა გამოსავალიც შესთავაზა.ის 2 ექიმს,რობერტ ბელსა და მაიკლ ბელფორტს დაუკავშირდა ჭმინდა მარკის საავადმყოფოში,სალთ ლეიქ სითიში.ისინი შვედ ქირურგებს შეუერთდნენ და ტყუპების შემაკავშირებელი სისხლძარღვების გაწყვეტას შეუდგნენ,რაც მათ კლავდა.
შანონის თქმით,სუნთქვა შეეკრა როცა ექთანთან ერთად ოპერაციის შემდეგ ბავშვების გულისცემას უსმენდა.ორივე გოგონა გადარჩა.რიზ და მაკქენა გიმბელები შვედეთსI 2 თვის შემდეგ დაიბადნენ.


6)”ბიჭის გამოჯანმრთელება ორთოპედიული თავის მოკვეთის შემდეგ”

ჯორდან ტეილორი ავტოვარიაში მოყვა,რის შედეგადაც მისი თავისქალა ხერხემალს გამოეყო.არანაირი კავშირი არ იყო თავისა და კისრის ძვლებს შორის.ექიმებმა ამ ტრამვას “ორთოპედიული თავის მოკვეთა” უწოდეს და ჯორდანს 1 % მისცეს გადარჩენის ალბათობა.
ბიჭი საშინელ მდგომარეობაში იყო და უამრავი ქსოვილი ჰქონდა განადგურებული,თუმცა მისი ოჯახი იმედს მაინც არ კარგავდა.ჯორდანის მდგომარეობის შესახებ ოჯახის ეკლესიაშიც გაიგეს,შემდეგ კი ეს ამბავი ქვეყნის სხვა ეკლესიებსაც მოედო.ჯორდანის დედა ამბობდა რომ,ერთი პერიოდი მინიმუმ 20 ისეთი ეკლესია მაინც იცოდა,რომელიც მისი შვილისთვის ლოცულობდა.
დოქტორმა რობერტსმა ჯორდანის თავი და კისერი რკინის ფირფიტით,ხრახნებითა და ტიტანის წნელებით შეაერთა.ამ შემთხვევიდან 3 თვის შემდეგ,ჯორდანმა საავადმყოფო დატოვა და სკოლას დაუბრუნდა.


7)”ცოლს რომელსაც ქმარმა ესროლა ახალი სახე აქვს”

46 წლის კონი კალფი ოჰაიოდან,პირველი ადამიანი იყო აშშ-ში რომელმაც სახე გადაინერგა.მისი ახალი სახე სრულიად განსხვავებული და ბევრად უკეთესი იყო ძველი ნაოჭიანი და უცხვირო ვერსიისაგან,რომელიც ბავშვებს აფრთხობდა და რომელიც მას შემდეგ გაუჩნდა,რაც ქმარმა ესროლა.
კონის გამომეტყველებები არა იყო ბოლომდე დახვეწილი,ზოგჯერ ხესავით გაშეშებული იყო,თუმცა მაინც შეეძლო ლაპარაკი,ღიმილი,საჭმლის სუნისა და გემოს შეგრძნება.ზოგჯერ ძნელი იყო მისი ლაპარაკის გაგებაც.მისი სახე გაბერილი და ოთხკუთხა ფორმის იყო,კანი კი დიდ ნაკეცებად ჰქონდა ჩამოვარდნილი რომლის გამოსწორებასაც ექიმები მას შემდეგ აპირებდნენ,რაც ნერვები გაეზრდებოდა და ახალი კუნთები გაუაქტიურდებოდა.
კალფის ქმარმა,თომასმა,მას 2004 წელს ესროლა,შემდეგ კი იარაღი საკუთარ თავს დაუმიზნა.ის ციხეში 7 წლის განმავლობაში იჯდა,მისი ცოლი კი სიკვდილს ებრძოდა.ნასროლმა დააზიანა მისი ცხვირი,ლოყები,პირის ზედა ნაწილი და თვალი.ასობით თოფის ნარჩენი და ძვლის ნაწილები ჰქონდა სახეში შესობილი.სასულეში სპეციალური მილი ჰქონდა,რომ ესუნთქა.მხოლოდ ქუთუთოების ზედა ნაწილი,შუბლი,ქვედა ტუჩი და ნიკაპი დაურჩა დაუზიანებელი.
მან 30 ოპერაციას გაუძლო.ექიმებმა ყბის აღსადგენად მისი ნეკნები და ფეხის ძვლები გამოიყენეს.თავდაპირველად მას არ შეეძლო ეჭამა მყარი საკვები ან ესუნთქა დამოუკიდებლად,ასევე ჩამოქვეითებული ჰქონდა ყნოსვის უნარიც.შემდეგ კი,22-ე ოპერაციაზე,ექიმი მარია სიემიონაუს მეთურობით ექიმთა ჯგუფმა კალფის სახის 80 % ძვლებით,კუნთებით,ნერვებით,კანითა და სისხლძარღვებით ჩაანაცვლა,რომელიც ახლად გარდაცვლილი ქალის სხეულიდან ჰქონდათ აღებული.ეს მსოფლიოში მეოთხე სახის გადანერგვის შემთხვევა იყო.არაა ცნობილი ვინ იყო დონორი ან როგორ გარდაიცვალა იგი,თუმცა როცა მისმა ოჯახის წევრებმა შეადარეს კალფის ოპერაციამდელი მდგომარობა მის ახლანდელ შედეგს,ნამდვილად გაოცებულნი დარჩნენ.


8)”სერფერს ზვიგენის მიერ დაზიანებული ხელი კვლავ შეუერთეს”

33 წლის გლენ ორგიას დიდი,თეთრი ვეშაპი დაესხა თავს სიდნეის ბონდის სანაპიროზე.ის წმინდა ვინსენტის საავადმყოფოში გადიყვანეს,სადაც ექიმებს იმ ხელისთვის უნდა ემკურნალათ,რომელსაც სხეულთან მხოლოდ 3 სანტიმეტრი სიგრძის მქონე კანი აკავშირებდა.პლასტიკური ქირურგი კევინ ჰო არ მოელოდა,რომ მას ხელს შეუერთებდნენ.მაგრამ პაციენტის ჯანმრთელობისა და საავადმყოფოში დროულად მოხვედრის წყალობით,ეს შესაძლებელი გახდა.ექიმი ჰოს თქმით,მათ წურბელები გაოიყენეს ხელში სისხლის მიმოქცევის აღსადგენად და იმედი აქ რომ ის თავის ფუნქციას კვლავ დაიბრუნებს.


9)”პარალიზებულ კაცს ობობამ უკბინა და სიარული კვლავ დაიწყო”

21 წლის წინ მომხდარმა მოტოციკლის ავარიამ კინაღამ დევიდ ბლენკარტის სიცოცხლე იმსხვერპლა.ის გადარჩა,მაგრამ ვეღარ დადიოდა.ის მთელი 20 წელი ინვალიდის ეტლს იყო მიჯაჭვული.მას ყავისფერმა ობობამ უკბინა,რის შედეგადაც საავადმყოფოში მოხვდა და 8 თვე ფიზიკურ თერაპიას იტარებდა.თერაპიის დროს მედდამ სპაზმი შენიშნა დევიდის ფეხში და გამოკვლევები ჩაუტარა.5 დღის შემდეგ დევიდი კვლავ დადიოდა.


10)”კაცი ცხოვრებას დაუბრუნდა მას შემდეგ რაც თავის ქალაში სტიმულაციის ელექტროდები ჩაუნერგეს”

ძალზედ მძიმე შემთხვევის შემდეგ ამ ადამინმა დაკრგა ლაპარაკისა და ჭამის უნარი.ტვინ დაზიანებეული პაციენტი,რომელიც ახლა 38 წლისაა,6 წლის განმავლობაში ვერ ახერხებდა ადამიანებთან კომუნიკაციის დამყარებას,საჭმლის გადაყლაპვას ან კოორდინაციული მოძრაობების შესრულებას.მაგრამ ის ექიმებმა ამ მდგომარეობიდან რევოლუციური თერაპიით იხსნეს.
ამ თერაპიამ მისი ტვინის დაუზიანებელი ნაწილი იმდენად გამოაცოცხლა,რომ მას დამოუკიდებლად ჭამა,თმის დავარცხა,მშობლებისა და ექიმების ცნობა და მათთამ საუბარიც კი შეუძლია.ახლა ექიმებს იმედი აქვთ რომ ამ საშუალებით პარკინსონისა და სხვა ნევროლოგიული დაავადებების მკურნალობასაც შეძლებენ.

Source
https://ucnauri.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button