სურათებიუცნაურიფლორა & ფაუნა

მწერების მაკრო ფოტოები

თითქმის არავის უყვარს მწერები გარდა ბუნების მკვლევარებისა, ცნობისმოყვარე ბავშვებისა და ბიოლოგიით დაინტერესებული ადამიანებისა. თუმცა ამ სურათებში ბევრი ადამიანი დაინახავს სილამაზეს. ფოტოები გადაღებულია მაკროს სტილში, სადაც ობიექტის დასრულებული გამოსახულება რეალურ ზომაზე გაცილებით დიდი ჩანს.

ამ სტილის ფოტოებში იმის დანახვა შეიძლება, რასაც ჩვეულებრივ თვალი ვერ აღიქვამს. დაწყებული ფერადი ნემსიყლაპიიდან დამთავრებული ყვავილში მოკალათებული მუხლუხით, თითოეული სურათი დეტალებში გვანახებს ჩვენთვის ნაცნობ არსებებს. ფოტოები გადაღებულია მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში, ისინი უმეტესად აღფრთოვანებას იწვევენ, მაგრამ მხოლოდ ფოტოზე და არა მაშინ, როდესაც რომელიმე მათგანი ჩვენს მხარზე აღმოჩნდება 🙂ვარდისფერ მატყლში აღმოჩენილი ბუზის ახლო ხედი

სამხრეთ ევროპაში გავრცელებული წითელძარღვიანი ნემსიყლაპია ბოლო პერიოდში
დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიასაც მოედო

რტოზე დაცემულ წვეთებს ნემსიყლაპია ფრთხილად აგროვებს ფეხებით

ჩოქელა გაწონასწორებულია და მსხვერპლის გამოსაჭერად ემზადება

ჩრდილოამერიკული ფოთლის კუტკალია ალოეზე ზის
თანდას ნაკრძალში, სამხრეთ აფრიკაში

ჩვეულებრივი ლურჯი პეპელას სახეობა,
რომელიც ჩრდილოეთ ნახევარსფეროშია გავრცელებული

თეთრი ჩრჩილის ახლო ხედი

ნარინჯისფერ ყვავილზე შემომსხდარი ფუტკრები
აქტიურად მუშაობენ თაფლისთვის

ჩოქელა და უცნობი სახეობის მწერი კატათაგვობანას თამაშობენ

ყვითელსახიანი ლურჯი მუხლუხი ფურცელს გარშემო უვლის,
ყვავილის შუაში კი მეორე მუხლუხი იმალება

შვიდწერტილიანი ჭიამაია კომფორტულადაა მოთავსებული კამელიაში

ობობა-კიბორჩხალა ეხუტება მაჩიტას ყვავილს

მდელოს ნემსიყლაპია თაველას ბალახზე საქმიანობს

მცენარის ფართო ფოთოლზე კალიები იკრიბებიან, რათა ერთად იხმაურონ

ჩოქელა მთელი თავისი დიდებით

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button