ამონარიდები იუსტაინ გორდერის რომანიდან – ფორთოხლის გოგონა
დროს სათამაშოდ მიეცა ეს ჩვენი პლანეტა: მასზე იწერება ქვეყნიერების ისტორია,მასზე იტვიფრება მომხდარი მოვლენები… და ყველაფერი ისევ დროის ხელით იშლება.აქ სიცოცხლე გრძნეულის ქვაბივით თუხთუხებს.ერთ მშვენიერ დღეს ჩვენც იმავე მყიფე მასალისგან გვძერწავენ,რითაც ჩვენს წინაპრებს.დროის ქარი უბერავს ჩვენში და მიგვაქანებს”.
* * *
“ჩვენ,ადამიანები,ძვირფასი საგნის დაკარგვას ზოგჯერ ვამჯობინებთ,რომ ეს უკანასკნელი საერთოდ არ გვქონოდა”.
* * *
“ოცნებას ნაკლებად შესაძლებელზე საგანგებო სახელი ჰქვია: ჩვენ მას იმედს ვუწოდებთ”.
* * *
“ცხოვრება ხანმოკლეა იმათთვის,ვისაც ჭეშმარიტად ძალუძს გაიგოს,რომ ერთ დღესაც სამყარო მთლიანად დასრულდება.ეს ყველას არ შეუძლია.ყველას არ ძალულძს ამის გააზრება,რას ნიშნავს,რეალურად ქვეყნიერების დატოვება მთელი მარადისობით.გამაოგნებელია მეტისმეტად ბევრი ყურადღებისგამფანტავი საშუალება,რომლებმაც წუთიდან წუთამდე უნდა დააბრკოლოს მსგავსი აზრები”.
* * *
“ცხოვრება ლატარიაა,რომელშიც მხოლოდ გამარჯვებული ბილეთები ჩანს”.
* * *
“ცხოვრებაში ხანდახან საჭიროა,რომ ცოტაოდენი სწრაფვა შეგეძლოს”.
* * *
“ვუყურებდი ადამიანებს, – ადგილობრივებს თუ ტურისტებს,რომლებიც მოდიოდნენ და მიდიოდნენ.გაოგნებული ვიყავი ქვეყნიერების სილამაზით.ისევ ეიფორიის გრძნობამ შემიპყრო,გრძნობამ,რომელიც ყველაფერ გარემომცველს ებმოდა.ვინ ვართ ჩვენ,დედამიწაზე მცხოვრებნი? პლაცზე შემოსულ-გასული თითოეული ადამიანი ცოცხალ საგანძურს ჰგავდა,აზრებით,მოგონებებით,ოცნებებითა და სურვილებით სავსე საგანძურს.მე დანთქმული ვიყავი ჩემს პაწაწკინტელა მიწიერ ცხოვრებაში,მაგრამ ზუსტად ასევე იყო პლაცზე მოხვედრილი ყველა სხვა ადამიანიც”.
* * *
“ვიცი რომ არსებობს ბოროტება,რადგან მოსმენილი მაქვს ბეთჰოვენის “მთვარის სონატის” მესამე ნაწილი.თუმცა ისიც ვიცი,რომ არსებობს სიკეთეც,რომ ორ უფსკრულს შორის ყვავის უმშვენიერესი ყვავილი და რომ მალე სიცოცხლისმოყვარული ბაზი ამ ყვავილიდან გაფრინდება.”მთვარის სონატის” მეორე ნაწილს ხომ თვით ფერენც ლისტმა უწოდა “ორ უფსკრულს შორის ამოზრდილი ყვავილი”.
(ავტორი გენია.ჯი)