“ივდითი კლავს ოლოფერნეს” (არტემისია ჯენტილესკი)
არტემისია ჯენტილესკი ბაროკოს პერიოდის ერთ-ერთი გამორჩეული და ნიჭიერი მხატავრია. იმ პერიოდში, როდესაც ქალ მხატვრებს დიდად არ აფასებდნენ, მან შეძლო და ფლორენციის სამხატვრო აკადემიის წევრი გახდა. ის იყო პირველი მხატვარი ქალი, ვინც ეს მოახერხა. მისი ნამუშევრები გამოირჩევა ფემინისტური იდეებით. იგი მამაც ქალებს ხატავდა, რითაც მათ ძლიერებას უსვამდა ხაზს. იგი კარავაჯოს მიმდევრის, ორაზიო ჯენტილესკის ქალიშვილი გახლდათ. ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ მისი ნამუშევრები კარავაჯოს გავლენას განიცდიდა. ამის მიუხედავად, არტემისიას ნახატები მათი დრამატულობით იყო გამორჩეული. არც მისი ცხოვრება ყოფილა ია-ვარდით მოფენილი. იგი რომში ყოფნისას გაეხვა სკანდალში. მხატვარმა აგოსტინო ტასიმ ის გააუპატიურა.მამამისმა კი სარჩელი შეიტანა ტასის წინააღმდეგ. ეს ჩრდილს აყენებდა მის რეპუტაციას. იგი ცდილობდა თავისი ცხოვრებისეული გამოცდილება და ტანჯვა ტილოზე გადმოეტანა.
ქალის ძალის საჩვენებლად მან შექმნა ნახატი “ივდითი კლავს ოლოფერნეს”. ნახატის შინაარსი დაფუძნებულია ძველი აღთქმის ერთ-ერთ (არაკანონიკური) წიგნზე, სახელწოდებით “ივდითი”. ოლოფერნე იყო ასირიელი მხედართმთავარი, რომელმაც ებრაული ქალაქი ბეთუალია დაიპყრო. ქალაქის მოსახლეობას გადარჩენის იმედი გადაწურული ჰქონდა. მაგრამ მათ ქალაქში ცხოვრობდა ერთი ლამაზი ქვრივი ივდითი, რომელიც დანებებას არ აპირებდა. ერთხელაც იგი ლამაზად გამოეწყო და მხედართმთავართან მივიდა. მას სურდა ის ეცდუნებინა და შემდეგ შური ეძია. ებრაელთა თვალში ეს ქალი მოღალატე ჩანდა. არავინ იცოდა, რომ სწორედ ის იყო “დავითი”, რომელიც “გოლიათს” დაამარცხებდა. ბიბლია გვეუბნება, რომ ოლოფერნე იმდენად მოიხიბლა ივდითის სილამაზით, რომ მან უზომოდ ბევრი ღვინო დალია. ქვრივმაც ისარგებლა ამ მომენტით და თავი მოაჭრა მძინარე დამპყრობელს.
სწორედ ეს მომენტია ასახული არტემისიას ნახატზეც. ძველი აღთქმის ეს ეპიზოდი მრავალი მხატვრის შთაგონების წყარო გამხდარა. ეს ამბავი ასახული იყო რენესასნსიდან მოყოლებული მოდერნიზმით დამტავრებული ყველა პერიოდში. მაგრამ ჯენტილესკის ნამუშევარი მისი დრამატრულობითა და დინამიზმით გამოირჩევა. თუკი სხვა მხატვრები ივდითს გამოსახავდნენ თავის მოკვეთის შემდეგ ან მანამდე, არტემისიამ იგი უშუალოდ პროცესში დახატა. მან ეს ნამუშევარი ორჯერ შეასრულა.
ამ 9-10 წლიან დაშორებაში იგრძნობა მხატვრის ზრდა. მან პირველ ნამუშევართან შედარებით მეტი რეალისტურობა შესძნა სისხლის გამოდენას. შეცვალა გადასაფარებლისა და ივდითის კაბის ფერები. სივრცე მეტად ჩაუბნელებია, ხოლო სხეულები უფრო ნათელ ფერებში, რითაც შეუძლია კონტრასტის შექმნა. ხმალი უფრო დაგრძელებული და ადვილად შესამჩნევი გახადა. მან ასევე დაამატა პატარა დეტალი – სამაჯური. ერთ-ერთი მოსაზრებით, მხატვარმა ასეთი ხერხით საკუთარი თავი გააიგივა ივდითთან. 17 წლის ასაკში გაუპატიურებული არტემისია ტასსიზე უნდა გათოვილიყო, მაგრამ ქორწილი ჩაიშალა. მან ერთხელ სცადა ტასის დანით თავს დასხმოდა. ამიტომაც მან თავისი ტკივილი ნახატზე გადმოიტანა. ამ აზრს ისიც ადსტურებს, რომ სამაჯურზე გამოსახულია უბიწოებისა და დევნის ქალღმერთი არტემისი. ასე რომ თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ივდითი არტემისიას ალტერ ეგო იყო.
ჯენტილესკის ინსპირაციის წყარო კარავაჯოს ნამუშევარი გახდა. თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისაგან. კარავაჯოს ივდითი სუსუტი ქალი ჩანს. თვალიბში ეტყობა, რომ ეშინია. ზუსტად არ იცის, ეყოფა თუ არა ძალა ოლოფერნეს მოსაკლავად. მისი მოსამსახურეც ღრმად მოხუცია და გვიტოვებს შეგრძნებას, რომ ფიზიკურად სუსტი იქნება. შესაძლოა კარავაჯოს ეს გადაწყვეტილება არ იყოს შემთხვევითი. დონატელომ დავითი გამოაქანდაკა როგორც პატარა ბიჭი, ასევე გააკეთა კარავაჯომაც(“დავითი და გოლიათი”). ამით მას სურდა დაენახებინა, რომ გოლიათის დამარცხება სუსტი ტანის ადამიანსაც შეუძლია. არაა აუცილებელი იყო ძლიერი და დაკუნთული, ბოროტებასთან ბრძოლა ნებისმიერს შეუძლია. ამის საპირისპიროდ არტემისიამ ოლოფერნეს მკვლელებად გამოსახა ორი ძლიერი ქალი, რომლებმაც ზუსტად იციან რას აკეთებენ. მათ აქვთ მიზანი და იქამდე განაგრძობენ ბრძოლას, სანამ თავის საწადელს არ მიაღწევენ. ყველაზე მეტად კი ის იდეა მომწონს, რომ ამ ქალებმა კაბების სახელეობი აიკეცეს, როგორც ამას რაიმე საქმის დაწყების წინ ვაკეთებთ. ეს დეტალი ნახატს რეალისტურობას ანიჭებს. გარდა ამისა, უნდა დავუკვირდეთ არტერიიდან გამომავალ მჩქეფარე სისხლს. იმის მიუხედავად, რომ კარავაჯო დიდებული მხატავრია, არტერიიდან გამომავალი სისხლი ძალიან ცუდად აქვს გამოსახული. ეს ალბათ იმიტომ, რომ ის იყო პირველი, ვინც ამის დახატვას შეეცადა. მჩქეფარე სისხლს უკეთ ხატავს არტემისია ჯენტილესკი. საკმაოდ რეალისტურადაა გამოსახული საწოლზე დაღვრილი და გადმომავალი სისხლი. კიდევ ერთი დეტალი, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ ქალების თანამედროვე იტალიური სამოსია. არადა ისინი გაცილებით დიდი ხნის წინ ცხოვრობდნენ.
არტემისიამ ამ ნახატის მომდევნო ეპიზოდიც დახატა. აქ უკვე ივდითი და აბრა, მისი მოსამსახურე, ცდილობენ კარვიდან მალულად გაპარვას. აბრას კაბა წითელი აღარაა. მხატვარმა მას ფერი შეუცვალა. ნახატზე შუქის ერთადერთი წყარო სანთელია. რადგანაც ბაროკო რეალიზმით გამოირჩეოდა, ამიტომაც მხატვარი თავის ნებაზე შუქს სხვადასხვა მხრიდან არ უშვებდა. დამატებითი სინათლის შემოტანა არტემისიამ ოქროსფერი კაბით შეძლო, რომელიც მას ირეკლავს. მისი ხელის ჩრდილიც იდეალურადაა ასეხული მის სახეზე. ისინი დგანან და თითქოს რაღაცას აყურადებენ, ელოდებიან შესაფერის მომენტს, რომ კარვიდან გაიქცნენ.
გარდა იმისა, რომ ივდითის ისტორია არტემისიასთვის ემოციურად ახლო და მნიშვნელოვანი იყო, მას დიდი სიმბოლური დატვირთვაც ჰქონდა. ეს იყო მაგალითი, თუ როგორ გაიმარჯვა უფლის რჩეულმა ერმა მტერზე. ისეთმა დიდმა მხატვრებმა, როგორებიც არიან ბოტიჩელი, ჯორჯინო, გოია, კლიმტი და ა.შ. თავიანთ შემოქმედებაში უკვდავყვეს ამბავი, რომელიც ფემინიზმითა და ქალური ძლიერებითაა გაჯერებული.