დეპრესიის გავლენა ინტელექტზე
ამერიკის ფსიქიატრიულ ჟურნალში 2007 წელს გამოქვეყნდა კვლევის დასკვნა, რომელიც როჩესტერის სამედიცინო ცენტრში ჩატარდა. კვლევის მიხედვით, ასაკოვან ხალხში, დეპრესია ზრდის ინტელექტის რეგრესიის რისკებს და ეს შეიძლება იყოს პროგნოზირებადი ფაქტორი.
ჯეფრი მ. ლინესი, ფსიქიატრიის პროფესორი და ასოცირებული დოქტორი ამბობს:
“კვლევის მიხედვით ვერ დავასკვნით რომ დეპრესიის პრევენცია შემეცნების დაქვეითებას შეამცირებს ან შეაჩერებს, მაგრამ კვლევები ამის შესაძლებლობას ზრდის, რაც ჩვენი იმედია.”
ფსიქოლოგები დეპრესიის და ინტელექტუალური დისფუნქციის როლებს ორ წელზე მეტ ხანს იკვლევდნენ 700-მდე 65 წელს გადაცილებულ ადამიანზე დაკვირვებით. ისინი აკვირდებოდნენ შემსრულებლური უნარების დაქვეითების პროცესს მენტალური პროცესების პარალელურად, როგორებიცაა გადაწყვეტილების მიღება, დაგეგმვა და დავალებების შესრულება.
ჯეფრი ლინესი გვიხსნის:
“შეიძლება გქონდეს კარგი მეხსიერება და ენობრივი უნარები, თუმცა ყოველდღიური ცხოვრება გაგიჭირდება თუ დაგიქვეითდება შემსრულებლური უნარები.”
კლვევაში მონაწილე მოხუცებს ჩაუტარეს გამოკითხვა სახლებში ან კლინიკებში. შეამოწმეს მათი შემეცნების დონე, ორგანიზმის ფუნქციონალურობა და მენტალური მდგომარეობა. მკვლევარები ასევე ყურადღებას ამახვილებდნენ გამოკითხულის სამედიცინო ისტორიაზე, ჰქონდათ თუ არა წარსულში შემეცნებითი პრობლემები ან დეპრესიის შემთხვევები და ადარებდნენ არსებულ მდგომარეობას. მომდევნო გამოკითხვა ერთი წლის შემდეგ ჩატარდა.
ჯეფრი ლინესის კომენტარი ასეთია:
“დეპრესიისკენ მიდრეკილი ყველა მოხუცს არ აღენიშნებოდა ინტელექტის დასუსტების ტენდენცია, მაგრამ დეპრესია ზრდის შემსრულებლური უნარების დაქვეითებას. ეს ყველაფერი ერთ წელიწადში დავასკვენით, ხოლო 2 წელიწადში უკვე ყველაფერი ცხადი იყო.”
“მომდევნო ნაბიჯია გავარკვიოთ როგორ გავლენას მოახდენს ინტელექტზე და შემსრულებლურ უნარებზე დეპრესიის პრევენცია და მოვნახოთ მისი გზები.”