![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2019/01/orange-birds-rosing_1463_600x450.jpg?fit=600%2C450&ssl=1)
National Geographic: ცხოვრება ფერებში – ნარინჯისფერი
ჩიტები გერმანიაში. ვადენის ნაციონალურ პარკში, რომელშიც ცხოველების 3200 სახეობა ბინადრობს, ნარინჯისფერ ცას ჩიტები ფარავენ. ეს პარკი ხშირად ხდება შესვენების ადგილი იმ ფრინველებისთვის, რომლებიც სეზონურ გადაფრენას ახორციელებენ.
![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2019/01/orange-boot-gipstein_1464_600x450-1.jpg?w=780&ssl=1)
კოვბოის ჩექმა. დეზიანი ჩექმა მზის ჩასვლის ფონზე ნიუ მეხიკოში. აქ მცხოვრები ხალხისთვის საამაყოა ასეთ ველური დასავლეთის სტილში გამოწყობა.
![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2019/01/orange-coral-laman_1466_600x450-1.jpg?w=780&ssl=1)
ნარინჯისფერი მარჯანი. ინდონეზიის წყლებში მობინადრე მზის მარჯანი თავის წვრილ საცეცებს არხევს. მარჯნის რიფები ოკეანის ფსკერის 1%-ს ფარავენ, თუმცა რაოდენობით ზღვის არსებების მეოთხედს შეადგენენ.
![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2019/01/orange-giraffes-johns_1468_600x450-1.jpg?w=780&ssl=1)
ჟირაფები ბოსტვანაში. სამი ჟირაფი ოკავანგოს მდინარის სიახლოვეს მიდამოს აკვირდება, აგრძელებენ კისრებს და ათვალიერებენ ჰორიზონტს.
![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2019/01/orange-glass-amos_1469_600x450-1.jpg?w=780&ssl=1)
იზოლაციური ბოჭკოები. გამდნარი მინისგან დამზადებული ბოჭკოები, რომლებიც ანათებენ ჯონს-მენვილის კორპორაციის შენობის შესასვლელს ნიუ ჯერსიში.
![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2019/01/orange-grand-canyon_1465_600x450-1.jpg?w=780&ssl=1)
დიდი კანიონი. ფორთოხლისფერი ქვიშაქვის ბორცვების ხედი არეალიდან, რომელიც ცნობილია, როგორც SB Point. კანიონის ქვის შრეები გვიჩვენებენ დედამიწის 2 მილიარდი წლის წინანდელ მდგომარეობას.
![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2019/01/orange-sunset-taylor_1475_600x450.jpg?w=780&ssl=1)
დინგოს ღობე. მზის ჩასვლა ნარინჯისფრად აფერადებს ავსტრალიის უდაბნოში 5400 კმ სიგრძის ღობეს, რომელიც ველური ძაღლის, დინგოსგან თავდასაცავად არის აგებული.
![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2019/01/orange-huts-stanfield_1470_600x450.jpg?w=780&ssl=1)
სკის ქოხები, სირია. სკის ფორმის საცხოვრებლები თალ მარდიქში, სირიაში. ისინი 200 წლის წინათ აიგო მშენებლობის უძველესი მეთოდით, რომელიც შემდგომში დაიკარგა. განსაკუთრებული ფორმისა და მასალის გამო ზაფხულში გრილია, ზამთარში – თბილი.
![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2019/01/orange-landscape-stanfield_1471_600x450.jpg?w=780&ssl=1)
ხორბლის ველი. კოპების მსგავსი თივის ძნებით მორთული მინდორი მალაზგირტში, თურქეთში. მზის ჩასვლისას იქაურობა ნარინჯისფრად ნათდება.
![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2019/01/orange-sailboat-gipstein_1473_600x450.jpg?w=780&ssl=1)
მიჩიგანის ტბა. მზის ჩასვლისას იალქნიანი ნავის უკან ნარინჯისფერი ფონი იქმნება. 517 კმ-ის სიგრძის ტბა ერთადერთია “დიდი ტბებიდან”, რომელიც შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მდებარეობს.
![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2019/01/orange-scorpion-nichols_1474_600x450.jpg?w=780&ssl=1)
მორიელი. მორიელები ასობით მილიონი წელია, რაც არსებობენ. ისტორიის მანძილზე ისინი ადვილად ეგუებოდნენ ახალ გარემოს. ეს სახეობაც, რომელიც დიდი კანიონის ტერიტორიაზე დახეტიალობს, ძირითადად უდაბნოიან ადგილებში ბინადრობს.
![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2019/01/orange-sunset-yamashita_1476_600x450.jpg?w=780&ssl=1)
მზის ჩასვლა. ბრდღვიალა ნარინჯისფერი მზე პამპასების ბალახის ფოჩების უკანა ფონზე იაპონიაში.
![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2019/01/orange-tulips-blair_1477_600x450.jpg?w=780&ssl=1)
ტიტები. ნიავის დაბერვისას მოქანავე ტიტები მისურის შტატში, სენტ ლუისის ბოტანიკურ ბაღში. ბაღი გაიხსნა 1859 წელს ბოტანიკური კვლევა-ძიების საერთაშორისო ცენტრადაა აღიარებული.
![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2019/01/orange-nudibranch-doubilet_1472_600x450.jpg?w=780&ssl=1)
გოდივა. ლოქორას ეს სახეობა შხამიანია და ბინადრობს ინდონეზიის პროვინცია პაპუაში. მისი ნათესავი 3000 ჯიშია ნაპოვნი და მუდმივად ხდება ახლების აღმოჩენაც.