ambient, field recordings
რეზო ღლონტის ეს ახალი ნამუშევარი მისი ოკეანოფილური ესთეტიკის კიდევ ერთი მანიშნებელია. წინა ალბომიც წყალსა და ზღვას ეხებოდა, მაგრამ იქ არანჟირებაში სჩანდა კონკრეტული ნიუანსები და თემები. აქ კი ყოველგვარი მელოდიზმი გვერდზეა გადადებული და მუსიკა დაფუძნებულია ხანგრძლივ, ლამაზ drone-ზე, რომელიც ძალიან ნელა განიცდის მეტამორფოზას, მაგრამ ბოლომდე გაშთობს თავის ხასიათში. წინა ალბომი კარგი იყო (იხ. რევიუ #17), მაგრამ ეს ჩანაწერი კიდევ უკეთესია. სამწუხაროა, რომ ეს არაა სრული ალბომი, მხოლოდ EP-ა, მაგრამ რას ვიზამთ – დაველოდოთ მომავალს.
მოსასმენი ბმული: http://flamingpines.bandcamp.com/album/late-night-diving