კრეატივისურათებიხელოვნება

სანაპიროს ქვებისგან შექმნილი სურათები

დაიბადო და გაიზარდო იტალიაში (ქალაქი, ფანო) ნიშნავს იცხოვრო ზღვის, ქვიშისა და სანაპირო ქვების სიმბიოზში. ქალაქის მცხოვრებთა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თავშესაქცევი პატარა უჩვეულო  ქვების მოძიებაა, რომლებიც რაიმეს ან ვინმეს ჰგავს ვიზუალით.

იტალიელი მხატვარი სტეფანო ფურლანი (Stefano Furlani) ქვებისგან არაჩვეულებრივ სურათებს ჰქმნის. ტრადიციების მიმდევარმა მხატვარმა, ეს გატაცება საკუთარ შვილსაც შეაყვარა და ამჟამად ისინი ერთად აგროვებენ ორიგინალური ფორმების ქვებს. სახლში დაბრუნების შემდგომ იწყება ყველაზე საინტერესო პროცესი, პროცესი, რომლის დროსაც ხელოვანი მოგროვილ ქვებს ნამდვილ ხელოვნების ნიმუშებად გარდაქმნის.

Source
http://icode.ge/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button