თვითგანვითარებაფსიქოლოგია

ინტელექტის 9 ტიპი

1983 წელს ამერიკელმა განვითარების ფსიქოლოგმა ჰოვარდ გარდენერმა 9 ტიპის ინტელექტი აღწერა.

სხვა ფსიქოლოგები რასაც უნარებს მიაკუთვნებდნენ, გარდენერმა ინტელექტის ტიპებს დაამატა. მისი აღწერის მიხედვით მანამდე აღქმული ინტელექტი იყო მხოლოდ ერთი პერსპექტივა და სხვა ადამიანებსაც გააჩნიათ იგივე ინტელექტის დონე, ოღონდ სხვა პერსპექტივით. თუ არ იცი მათემატიკა და არ გამოგდის გამოთვლები, ვერ გამოთვლი კურსს, რომლითაც სამყარო ვითარდება, თუმცა შეიძლება იმის უნარი გაგაჩნდეს, საჭირო ადამიანი იპოვო, ვინც ამას შეძლებს.

ინტელექტის 9 ტიპი

1. ნატურალისტური ინტელექტი

ამ ტიპის ინტელექტის მქონე ადამინები აფასებენ და ამოიცნობენ ყველაფერს, რაც ბუნებიდან მოდის. იქნება ეს, გარკვეული ტიპის მცენარე, თუ პატარა ტყის ცხოველი.  ასევე მგრძნობიარენი არიან ბუნების ნაწილების მიმართ (ღრუბლების, კლდის ფორმის). ინტელექტის ამ ტიპმა დიდი როლი ითამაშა ევოლუციის ისტორიაში. ამ ტიპის ინტელექტით, ხშირ შემთხვევაში, მებაღეები, მზარეულები და მონადირეები გამოირჩევიან.

2. მუსიკალური ინტელექტი

მუსიკის შექმნის, წარმოების, მუსიკის დაფასების და მისი რიტმის შეგრძნების მქონე ადამიანები აღწერილნი არიან, როგორც მუსიკალური ინტელექტს მქონენი. ამ ტიპის მქონე ინტელექტი ემოციებთანაა დაკავშირებული და ბევრ მსგავს შემეცნებით თვისებას იზიარებს, რასაც მათემატიკური ინტელექტი.

3. ლოგიკურ-მათემატიკური ინტელექტი

ინტელექტის ფორმა, რომელსაც ყველაზე მეტად აფასებენ სკოლებში. ის გულისხმობს ანალიტიკური აზროვნების უნარს და ამოცანების გადაწყვეტის შესაძლებლობას. ჰიპოთეზების გათვალისწინება, გამოთვლა და მათემატიკური ოპერაციების შესრულება ამ ტიპის ინტელექტისთვისაა ყველა მკაფიოდ დამახასიათებელი.

ეს ადამიანები სიტუაციას აანალიზებენ და ლოგიკის გათვალისწინებით იღებენ გადაწყვეტილებებს. ინტელექტის ეს ფორმა გავრცელებულია მეცნიერებში, მათემატიკოსებში და დეტექტივებში.

4. ეგზისტენციალური ინტელექტი

მგრძნობიარობა და შესაძლებლობა გაუმკლავდეს ღრმა შეკითხვებს ადამიანის არსებობასთან, სიცოცხლის მნიშვნელობასთან, სიკვდილის რაობასთან და მსგავს საკითხებთან დაკავშირებით. მათი საყვარელი საქმიანობა კითხვების დასმა და მათზე ფიქრია. გავრცელებულია ფილოსოფოსებში და ღრმა მოაზროვნეებში.

5. ინტერპერსონალური ინტელექტი

ამ ინტელექტს შეიძლება ვუწოდოთ ემპათიაც, მასთან მსგავსების გამო. ამ ტიპის ადამიანებს შეუძლიათ სხვა ადამიანების ემოციების, სურვილების და მოტივაციების იდენთიფიცირება. სხვა ადამიანების გაგება და მათი საჭიროებების გააზრება, ყველაზე გამოსარჩევი თვისებაა ამ ტიპის ინტელექტისათვის. ეს ადაამიანები გვხვდებიან მსახიობებში, პოლიტიკოსებში, მასწავლებლებში, სოციალურ მუშაკებში.

6. ფიზიკურ-კინესთეტიკური ინტელექტი

ეს სხეულის ეფექტურად მართვის ნიჭია სხვადასხვა ფიზიკური უნარების დახმარებით. დროის სწორად რეგულირება და თვალის და ხელის კოოპერაცია მათი დამახასიათებელია. ასეთი ტიპის ადამიანები გვევლინებიან სპორტსმენებად, ქირურგებად და მექანიკოსებად.

7. ლინგვისტური ინტელექტი

როგორც სახელი გვეუბნება საქმე გვაქვს თვით-გამოხატვის ინტელექტთან. ინტელექტი გულისხმობს ვერბალური ტიპის უნარებს. კომპლექსური ტიპის იდეების კარგად განვითარებული ენით გადმოცემა მათი მთავარი პლუსია. მეტწილად ინტელექტის ეს ტიპი გვხვდება მწერლებში, მწერლებში და საჯარო მომხსენებლებში.

8. ინტრა-პერსონალური ინტელექტი

ეს ინტელექტის ტიპი მსგავსია ინტერპერსონალური ინტელექტის, იმ განსხვავებით, რომ საქმე გვაქვს საკუთარი თავის გაგებასთან და ემოციურ კავშირთან. თუ საკუთარ ფიქრებთან ხარ ჰარმონიაში, საკუთარი თავის კარგად გესმის, პრიორიტეტად “მე” გყავს აყვანილი და თვით-მოტივირება კარგად გამოგდის, შესაძლოა ამ ინტელექტის ტიპს მიეკუთვნებოდე. ფსიქოლოგები, მწერლები და ფილოსოფოსები ხშირად ამ ინტელექტის ტიპით გვევლინებიან.

9. სივრცული ინტელექტი

სივრცული ინტელექტი სამგანზომილებიანი ფიქრის უნარს გულისხმობს. გახსნილი წარმოსახვის უნარი, მკაფიო ვიზუალიზაცია, სურათების გონებაში დახატვა და მათით მანიპულირება ამ ინტელექტის ტიპისთვისაა დამახასიათებელი. გვევლინებიან ხელოვანებად, მხატვრებად და სკულპტორებად.

წყაროები:
ჰოვარდ გარდენერის ოფიციალური ვებ-საიტი.
https://www.learning-mind.com/types-of-intelligence/

Source
https://eon.ge/

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button