შენი მაცდური გონება: ვისწავლოთ კრიტიკული აზროვნება
lifelessons.co-ზე საინტერესო და საჭირო სტატიების კურსს წავაწყდი. სტატიები ეხება კრიტიკული აზროვნების განვითარებას და სწორი გამოყენების სწავლას.
სტატიები ავტორმა მოამზადა დოქტორი სტივენ ნოველას ლექციების და კარლ საგანის წიგნის მიხედვით.
სტატიები ეხება მეტა-შემეცნებას, ფიქრს თავად ფიქრის შესახებ, მეცნიერულ სკეპტიციზმს. რაც მოიცავს სისტემატიურად ეჭვის შეტანას, ძირითადად ფიქრის პროცესისას კითხვების დასმას, ყველაფერს რასაც ფიქრობ და რასაც ფიქრობ, რომ იცი.
სოკრატემ თქვა: “გამოუკვლეველი ცხოვრება არ იმსახურებს არსებობას.”
ამ კურსის მოტივი კი იყოს: “გამოუკვლეველი ფიქრი, ღირსი არ არის ვიფიქროთ მასზე.”
ბზარები ჩვენს ფიქრში
ტვინი ორგანოა, რომელსაც შეუძლია იფიქროს, დაიმახსოვროს, იგრძნოს, დაიჯეროს, გამოთვალოს, ივარაუდოს, იმსჯელოს და დასკვნა გამოიტანოს. ის აკეთებს ყველაფერს რასაც ჩვენ ფიქრში წარმოვიდიგენთ, მას გააჩნია თვითშეგნება. ტვინი ალბათ ყველაზე რთულად გასაგები ორგანოა სამყაროში.
ტვინი უცნაურად მაცდურია. ისაა ძირი უამრავი ჩვენი ნაკლის და სისუსტის.
ადამიანები ფიქრისას უამრავ შეცდომას ვუშვებთ, ვახდენთ ლოგიკურ ცდომილებებს, ჩვენი გონება უამრავი მცდარი ვარაუდითაა გაჟღენთილი, სავსეა მცდარი ფაქტებით, რაღაცებით, რაც “ვიცით”, რომ სიმართლეა, თუმცა რეალურად ტყუილია.
ჩვენი ფიქრები მიუყვებიან ნაკლებად წინააღმდეგობრივ, არააუცილებლად, ოპტიმალურ გზას და ჩვენი მოგონებებიც მასიურადაა დაზიანებული. ჩვენ გულუბრყვილოდ გვჯერა, რომ ჩვენი მოგონებები წარსულში მომხდარს შეუცდომლად იწერს, რეალურად კი – ჩვენი მოგონებები საგრძნობლადაა დაზიანებული, რაც მათ არასარწმუნოს ხდის. ჩვენ ასევე ვეყრდნობით ევრისტიკებს, რომლებიც ასევე არაა ყოველთვის სარწმუნო.
ჩვენ ასევე დელუზიის მსხვერპლები ვართ. ზოგ შემთხვევაში ჩვენი ფიქრი იმდენად შორს მიდის, რომ ვიგონებთ არარსებულ რწმენებს, ვიგონებთ საკუთარ რეალობას, ან სხვების რწმენებში ვითქვიფებით.
ჩვენ დეზინფორმაციის ეპოქაში ვცხოვრობთ
ინტერნეტის დამსახურებით ჩვენ ინფორმაციულ ეპოქაში ვცხოვრობთ, თუმცა ამასთანავე ჩვენი ეპოქა დეზინფორმაციებითაა სავსე.
ჩვენკენაა მომართული ყალბი ჭორები, ქალაქური მითები, მარკეტინგული რწმუნებულებები, რომლებიც დიდად მოტივირებულია ფაქტების დამახინჯებით, მეგობრების მეგობრების ისტორიებით, იქნება ეს უვნებელი თუ სახალისო ან ზიანის მომტანი, რაც ჩვენი ფულის მოპარვას იზრახავს, ან თაღლითობაში გვიტყუებს. ადამიანები ჩვენს აზროვენებაზე და ქცევაზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობენ, ან ჩვენს პოლიტიკურ შეხედულებებზე.
როგორც, ამ ყველაფრის მიმღებებს, ყოველდღიურად გვაქვს ფიქრები, თუ რომელი მათგანია რეალური და რომელს აქვს განზრახული ჩვენი მოტყუება. კომპანიების დიდი ნაწილი ფსევდომეცნიერებებს იყენებს, ან საერთოდან ანტი-მეცნიერულ რაღაცებში გვარწმუნებს, საკუთარი მარკეტინგის ასაღორძინებლად და პროდუქტის გასაყიდად.
როგორ ვიფიქროთ კრიტიკულად?
რას ნიშნავს ვფიქრობდეთ კრიტიკულად?
- დააფუძნე შენი რწმენები რეალურ მტკიცებულებებს. სასურველი აზროვნების საპირისპიროდ. “გონიერი კაცი თავის რწმენებს არსებულ მტკიცებულებების მიხედვით აყალიბებს.” – დევიდ ჰიუმი.
- შეისწავლე შენში არსებული ფაქტები. გამოიკვლიე ყველა ფაქტი რომელიც, ვარაუდობ, ან ფიქრობ რომ სიმართლეა. მათი უმეტესობა არ იქნება სარწმუნო. შესაძლოა ისინი მხოლოდ ვარაუდებია.
- შეისწავლე შენი ლოგიკა. არის ის ლოგიკა რომელსაც იყენებ ლეგიტიმური? რომელიმე მიმართულებისკენ ხომ არაა მიკერძოებული?
- ეცადე გააცნობიერო შენი მოტივები. ადამიანებს კარგად გამოგვდის რწმენების რაციონალიზება, როცა სურვილი გვაქვს ვირწმუნოთ კონკრეტული დასკვნა. ჩვენი მოტივების გააზრება დაგვეხმარება ამ პროცესის მოშლაში, და დაგეხმარება გამოიმუშაო უნარი, დაეყრდნო იმ დასკვნებს, რომლებიც მეტად ახლოსაა სინამდვილესთან, ვიდრე იმათ, რომლებიც უბრალოდ გსურს, რომ სიმართლე იყოს.
- იფიქრე რწმენების შედეგებზე. სხვადასხვა რწმენები სამყაროს შესახებ შესაძლოა ერთმანეთს ეთავსებოდეს. ჩვენ მიდრეკილები ვართ წარმოვქმნათ ერთი რწმენა, სხვა ყველა რწმენიდან ჩვენთვის მისაღები ნაწილების ამოღებით. “და თუ ეს სიმართლეა, დანარჩენი რატომ არ უნდა იყოს სიმართლე?” თუ ამ გზით მივყვებით უფრო შევხედავთ, რამდენად რეალობასთან გვაქვს საქმე.
- გადაამოწმე სხვებთან. მნიშვნელობა არ აქვს რამდენად განვიტარებულია შენი კრიტიკული აზროვნება, შენ მაინც ერთი ადამიანი ხარ, რომელსაც აქვს ცოდნის ლიმიტირებული რაოდენობა და ლიმიტირებული პერსპექტივა. ფაქტობრივად, შენი ცოდნა და პერსპექტივა იმ გზებით შეიძლება იყოს შეზღუდული, რომლებსაც ვერც აცნობიერებ. არ იცი, ის რაც არ იცი. შენი რწმენების სხვებთან გადამოწმება გაზრდის შანსებს შენს გონებაში არსებული ხვრელები ამოივსოს. როდესაც კონკრეტულ რწმუნებულებაზე ადამიანების ჯგუფი კონსენსუსს მიაღწევს, მეტია შანსი ის რეალობის ანარეკლი იყოს, ვიდრე ერთი ადამიანის მიერ მიღწეული კონსენსუსი. ეს არაფრის გარანტია არაა, თუმცა ასე, როგორც მინიმუმ, საკუთარი ცოდნის ლიმიტიდან გავალთ.
- იყავი მოკრძალებული. იცოდე საკუთარი ლიმიტები. ჩვენ მიდრეკილება გვაქვს თავი ექსპერტებად წარმოვადგინოთ საკითხებში, რომლებზეც საკმარისი ცოდნა არ გაგვაჩნია. სამყარო რთული ადგილია და აქ არავინ იცის ყველაფერი. ვიცოდეთ სად არის ჩვენი ცოდნის დონე.
- დაუმეგობრდი გაურკვევლობებს. არის რაღაცები, რაც ვერ გვეცოდინება ან ამ ეტაპზე არ ვიცით. არის შემთხვევები, როცა ყველა ცოდნის და ლოგიკის შეჯამებით მივდივართ დასკვნამდე, რომ უბრალოდ არ ვიცით.
- მიიჩნიე ფიქრი, როგორც პროცესი. დაგეხმარება ფიქრის პროცესად განხილვა და არა ერთი კონკრეტული დასკვნის გამომტან მექანიზმად. რადგანაც, როცა შედეგზე ვკონცენტრირდებით, ვახდენთ ფაქტების და ლოგიკის არევ-დარევას, იმისათვის, რომ როგორმე მივიდეთ დასკვნამდე. ეს ადამიაანებს კარგად გამოგვდის.
“ძირეული შეცდომაა თეორიების შექმნა, მონაცემების არ ქონის პირობებში. უაზროდ ვხლართავთ ფაქტებს, რომ თეორიამდე მივიდეთ, იმის ნაცვლად, რომ თეორიებს განვიხილავდეთ, ფაქტების მისაღებად. ” – შერლოკ ჰოლმსი
კრიტიკული აზროვნების უპირატესობები
რატომ უნდა ისწავლო კრიტიკული აზროვნება?
კრიტიკული აზროვნება დაცვითი მექანიზმია, იმ მაქინაციებისგან, რომლებიც ჩვენს მოსატყუებლადაა შექმნილი, იქნება ეს იდეოლოგიური, პოლიტიკური, თუ მარკეტინგული. ის გვათავისუფლებს ცრურწმენების სიმძიმისგან და თანაზიარად არსებული შეუთავსებელი რწმენებისგან, რომლებიც ემოციური ნიღბის გამო შევქმენით.
პირველი ნაწილის დასასრული.
სტატია მომზადებულია lifelessons.co-ს მიხედვით. დაელოდეთ გაგრძელებას.