გამონათქვამებიინსპირაცია
იაპონური ანდაზები ინსპირაციისათვის
წარმოგიდგენთ დამაფიქრებელ და გონივრულ იაპონურ ანდაზებს, რომლებიც მოქმედებისკენ გიბიძგებთ.
- ათასწლეულის რეპუტაცია, შესაძლოა, ერთ საათში მომხდარმა მოვლენამ განსაზღვროს.
- როცა ადამიანი შეყვარებულია, მის სახეზე ნაყვავილარიც კი ისეთივე ლამაზია, როგორც სიცილის დროს ლოყებზე გამოჩენილი ღრმულები.
- ერთ კეთილ სიტყვას შეუძლია ზამთრის სამი თვე გაათბოს.
- შიში იმდენად ღრმაა, რამდენის უფლებასაც გონება აძლევს.
- თუ ყველაფერი გაიგე, დეზინფორმირებული ყოფილხარ.
- როცა სიბრძნე ჩერდება, ტრაბახი იწყება.
- თუ მასზე ფიქრობ, გადაწყვიტე. თუ გადაწყვიტე, ნუღარ ფიქრობ.
- თუ პრობლემა შეიძლება გადაიჭრას, არ ღირს მასზე დარდი. თუ გადაჭრა შეუძლებელია, რა აზრი აქვს მასზე ფიქრს.
- ჩვენ მაინც სულელები ვართ, გინდ ვიცეკვოთ, გინდ არა. ასე რომ, ვიცეკვოთ მაინც.
- ისწავლე გუშინდელი დღიდან, იცხოვრე დღეს, გქონდეს ხვალინდელი დღის იმედი.
- გამარჯვებით ცოტას ვსწავლობთ, დამარცხებით ბევრს.
- თუ თხოვ, ერთი წუთით შეგრცხვება, თუ არა, მთელი ცხოვრება.
- 7-ჯერ შეამოწმე, სანამ ვინმეში ეჭვს შეიტან.
- ვინც უფრო მეტს იღიმის, ვიდრე ბრაზდება, ძლიერია.
- დაწყება მარტივია, გაგრძელებაა რთული.
- ასათმილიანი მოგზაურობა ყოველთვის ერთი ნაბიჯით იწყება.
- ყველაზე მცირე კარგი ქმედება, უკეთესია ყველაზე დიდ კარგ ჩანაფიქრზე.
- მიწა ყოველთვის მაგრდება წვიმის შემდეგ.
- ცუდი ხელოსანი ვერასდროს გააკეთებს კარგ ლარნაკს.
- ის დღე როცა მოქმედებას გადაწყვეტ, შენი იღბლიანი დღეა.