ამონარიდებისაკითხავი

თამაში ჭვავის ყანაში

უკრაინის გამარჯვების დღეებში, ამ 25 წლის თავზე, სულ მახსენდება ჯერომ სელინჯერის “თამაში ჭვავის ყანაში” ცნობილი ეპიზოდი, ჭვავის ყანაში მოთამაშე პატარა ბავშვებზე რომ წერს:

– იცი რა მინდა გავხდე? – ვუთხარი მე, – იცი რა? რა თქმა უნდა, ჩემს ნებაზე თუ მიმიშვეს და არაფერი ჯანდაბა არ გადამეღობა.

– რა? სთქვი. ოღონდ ნუ ილანძღები.

– ეს სიმღერა თუ გახსოვს – «ნეტა ვინმეს თუ დაიჭერ ჭვავის ყანაში»… მე მინდა რომ…

– «თუ დაიჭერ» კი არა, «ნეტა ვინმეს თუ შეხვდები ჭვავის ყანაში» – გამისწორა ფიბიმ. – ეს ლექსია. რობერტ ბერნსის ლექსი.

– მე კი მეგონა, «ვინმეს თუ დაიჭერ» იყო, – ვუთხარი ფიბის, – ერთი სიტყვით, თვალწინ მიდგას, როგორ თამაშობენ პატარა ქვეყნები პოლიტიკის დიდ ველზე, ჭვავის ყანაში. ასობით პატარა ქვეყანაა და თან არავინ ახლავთ – ესე იგი, დიდი არავინ ახლავთ – ჩემს მეტი. მე კიდე საშინელი ციცაბო კლდის პირას ვდგავარ, და რას ვაკეთებ – ამ პატარა ქვეყნებს ვიჭერ, რომ უფსკრულში არ გადაიჩეხონ. თუ გამორბის და წინ არ იყურება, არც იცის, რომ უფსკრულს უახლოვდება, უცებ გამოვვარდები და ხელს ვტაცებ. მთელი დღე მეტს არაფერს ვაკეთებ – ჩვენსავით პატარა ქვეყნებს ვიჭერ ჭვავის ყანაში. ვიცი, რომ სიგიჟეა, მაგრამ ეს მინდა, სხვა არაფერი. ისე მეც ვიცი, რომ სიგიჟეა.

თენგიზ ვერულავა

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button