ასტროლოგიაზოდიაქოქალწული

ქალწული (ასტროლოგია)

ქალწული (♍) — ზოდიაქოს ნიშანი. იგი არის რიგით მეექვსე ასტროლოგიური ნიშნების სისტემაში. ზოდიაქოს პრინციპების მიხედვით, მზე ამ ნიშანში იმყოფება დაახლოებით 23 აგვისტოდან 22 (ან 23) სექტემბრამდე. ქალწულის ზოდიაქო განსხვავდება ქალწულის თანავარსკვლავედისგან, სადაც მზე 16 სექტემბრიდან 30 ოქტომბრამდე მოძრაობს. ასტროლოგიური თვალსაზრისით, ქალწულის მმართველია — მერკური. ქალწულის ზოდიაქოში „ეგზალტირებულია“ — მერკური, „დაცემულია“ — ვენერა, „გამოძევებულია“ — ნეპტუნი და იუპიტერი. მინეროლოგიური თვალსაზრისით, ქალწულის ძირითადი მინერალია: სარდიონი. მას ასევე შეესაბამება: ლაზურიტი, ნეფრიტი, იასპი, ვეფხვის თვალი.

სიმბოლო: ♍ქალწული
პერიოდი (ტროპიკული): 23 აგვისტო — 23 სექტემბერი
პერიოდი (ვარსკვლავური): 17 სექტემბერი — 17 ოქტომბერი
პერიოდი (მზის): 16 სექტემბერი — 30 ოქტომბერი
თანავარსკვლავედი: ქალწული
სტიქია: მიწა
ჯვარი: მუტაბელური
მმართველი პლანეტა: მერკური
განდევნილი: ნეპტუნი
ეგზალტაცია: მერკური
დაცემა: ვენერა

Source
https://ka.wikipedia.org/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button