საინტერესოსურათებიუცნაური

გოგონა, რომელიც 1 წელია სხეულიდან თმას არ იშორებს

ეს არაორდინალური გოგონა გახლავთ მორგან მიკენასი, იგი ბლოგერია და ამავდროულად დაკავებულია ფიტნესით, თუმცა ამაში რაიმე განსაკუთრებული არაფერია. მისი არაორდინალურობა მდგომარეობს იმაში, რომ მორგანი დაახლოებით ერთი წელია სხეულზე არსებულ თმას არ იცილებს.

ეს გადაწყვეტილება უკავშირდება ბავშვობაში მომხდარ შემთხვევას. როდესაც მიკენასი 12 წლის იყო, ფეხებზე არსებული თმის გამო თანაკლასელები მუდმივად დასცინოდნენ. მორგანმა დედას სთხოვა ფეხების გაპარსვა ესწავლებინა, თუმცა დროთა განმავლობაში იგი მიხვდა, რომ მას ეს სჭირდება. “ახლა თმები ძალიან რბილი გახდა, აცხადებს გოგონა. – როდესაც რეგულარულად იპარსავ, ისინი უხეშია და იჩხვლიტებიან.”

მისი აზრით, ბუნებრივი სილამაზე უფრო მეტად დასაფასებელი და მიმზიდველია.  გოგონას თქმით, აღნიშნული ტენდენცია სულაც არ უკავშირდება იმის პროპაგანდას, რომ ყველა ასე მოიქცეს, მორგანის აზრით, მას სურს, რომ ყველა ადამიანმა ის აკეთოს , რაც მისთვის მისაღები და კომფორტულია.

როგორც გაირკვა გოგონას ბუნებრივი სილამაზე მის მეგობარ ბიჭსაც ძალიან მოსწონს.

მიკენასს Instagram-ზე გააჩნია ბლოგი, რომელზეც დაახლოებით 42 ათასი ადამიანი ჰყავს გამომწერი. “თუკი თქვენ სხვის აზრს ყურადღებას არ მიაქცევთ, თქვენ შეიცნობთ საკუთარ თავს და იგრძნობთ თვითკმაყოფილებას, თქვენ მშვენიერი ხართ თქვენებურად და არ უნდა შეცვალოთ თქვენში რაიმე, თუ ამის აუცილებელი საჭიროება არ არის” – აცხადებს ბლოგერი.

Source
http://icode.ge/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button