Topიცით თუ არა...საინტერესო

10 ყველაზე მოულოდნელი პროდუქტი, რომლებთა ექსპორტირებასაც ახდენს ჩრდილოეთ კორეა

დღეს-დღეობით ჩრდილოეთ კორეა არის ერთ-ერთი ყველაზე ტოტალიტარული ქვეყანა, მაგრამ ამ ქვეყანას აქვს რამდენიმე უცნაური პროდუქტი რომლებიც მას გააქვს ექსპორტზე.

ნახშირი
53cf8a6aef60
როგორც ცნობილია, ჩინეთი არის ნახშირის ყველაზე მსხვილი იმპორტიორი მსოფლიოში, მაგრამ საიდან მოაქვს მილიონობით ტონა ეს საწვავი? როგორც ჩანს, ბოლო დროს ჩრდილოეთ კორეა გახდა ნახშირის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელი ჩინეთისთვის. მიუხედავად იმისა, რომ იმპორტის დონე დაეცა ჩინეთში, ჩრდილოეთ კორეამ გაზარდა ნახშირის მიწოდება ჩინეთში 25 პროცენტით – 2015 წლის მაისში ქვეყანამ მოახდინა 1,8 მილიონი ტონა ნახშირის ექსპორტირება ჩინეთში. ბუნებრივი რესურსების ექსპორტი არის ყველაზე ადვილი საშუალება ტოტალიტარული რეჟიმისთვის, რომ გამოიმუშავოს ფული თან ისე, რომ არ დაკარგოს გავლენა მოსახლეობაზე. კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ ბუნებრივი რესურსების ექსპორტირება კორეიდან არ მოხვდა გაეროს სანქციების სიაში, ამიტომაც ქვეყანა ნახშირით შოულობს ფულს სრულიად კანონიერად.

ბალისტიკური რაკეტები
57be989c7414
ჩრდილოეთ კორეა ცნობილია ასევე თავისი პროვოკაციული სარაკეტო გაშვებებით, რომლებითაც ისინი ცდილობენ შეაშინონ დასავლელი კაპიტალისტები, მაგრამ ბალისტიკური რაკეტებს კორეელები არ იყენებენ მხოლოდ შესაშინებლად, არამედ ისინი გააქვთ ექსპორტზეც, რომლებსაც მოაქვთ ათეულობით მილიონი დოლარი. რაკეტების გაყიდვით ისინი აგრძელებენ რაკეტების წარმოებას შიდა გამოყენებისთვის.

იარაღის ქარხნები
ffb3ed275972
ჩრდილოეთ კორეა არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მილიტარიზირებული ქვეყანა, მისი არმია ითვლის მილიონზე მეტ ადამიანს. ჩრდილოეთ კორეის უზარმაზარი საიარაღო ინდუსტრია არის საუკეთესო საშუალება, რომ გამოიმუშავო უცხოური ვალუტა უფულო ქვეყნისთვის. ქვეყანა არამხოლოდ ყიდის საზენიტო-სარაკეტო დანადგარებს, არამედ თავის კლიენტებს სთავაზობს დახმარებას იარაღის ქარხნების მშენებლობაში. ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეამ მონაწილეობა მიიღო ეთიოპიის ორი საიარაღო ქარხნის მშენებლობაში. იმის გათვალისწინებით, რომ ქარხნების ნაწილები დამზადდა ჩრდილოეთ კორეაში, მხოლოდ ჩრდილოეთ კორეას შეუძლია სათადარიგო ნაწილებით მისი მომარაგება, ამგვარად აიძულებს ეთიოპიას, რომ მომავალშიც ითანამშრომლოს თავისთან. ჩრდილოეთ კორეა ასევე აშენებდა სამხედრო ობიექტებს ნიგერიაში და მადაგასკარში.

ქანდაკებები
f6bfd8b81a5b
ჩრდილოეთ კორეაში გაკეთებული არის კოლოსალური რაოდენობის ქანდაკებები, რადგან ისინი ითვლებიან პროპაგანდის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებებად ქვეყანაში. იმის გამო, რომ კორეას აქვს ქანდაკებების დამზადების ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ისტორია და გამოცდილება, სხვა ქვეყნებმაც შეუკვეთეს მას ქანდაკებები. ზიმბაბვემ გადაიხადა 5 მილიონი დოლარი ქვეყნის პრეზიდენტ რობერტ მუგაბეს ორ ქანდაკებაში. ასევე ჩრდილოეთ კორეამ დაამზადა ქანდაკებები ანგოლასთვის, ეგვიპტესთვის, ეკვატორული გვინეისთვის, ეთიოპიისთვის და გერმანიისთვის. ყველაზე მსხვილ დამკვეთად ითვლება ნამიბია, რომელმაც 2000-იანი წლების დასაწყისში კორეასთან დადო 60 მილიონიანი კონტრაქტი უზარმაზარი სამხედრო მემორიალის ასაშენებლად ვინდჰუკში.

რესტორნები
2b91ea4d1e2e
რესტორნები, რომლებშიც გთავაზობენ “ნამდვილ კორეულ კერძებს” და ტრადიციულ ცეკვებს და სიმღერებს გასართობად ნახავთ მთელ აზიაში. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ეს რესტორნები მართლაც კორეულია, 90-იან წლებში კორეამ გახსნა Pyongyang Restaurant-ის ქსელი მთელს აზიაში და ამგვარად მოკლა სამი კურდღელი ერთი გასროლით: ფულის გამომუშავება ხაზინისთვის, ჩრდილოეთ კორეული საელჩოების დაფინანსება და ფულის გათეთრება.

ქსოვილი
db222b8a9032
ჩრდილოეთ კორეის და ჩინეთის საზღვარზე ხშირად ხდება ბიზნეს გარიგებები. ითვლება, რომ ჩინური პროვინციის დანდუნის დაახლოებით მეოთხედი შოულობენ ფულს საერთო ბიზნესით ჩრდილოეთ კორეელებთან. ამგვარი ეკონომიკური საქმიანობის ერთ-ერთი მაგალითი არის ქსოვილის ქარხნები, რომლებშიც მუშაობენ მხოლოდ ჩრდილოეთ კორეელები, შემდეგ ნაწარმი ცდება საზღვრებს, სადაც ეკერება ეტიკეტი წარწერით “დამზადებულია ჩინეთში”.

ყალბი დოლარი
32c784f49d66
ჩრდილოეთ კორეა არის ყალბი ბანკნოტების წარმოების უდავო ლიდერი. ადრე აშშ ამტკიცდება, რომ მათი 100 დოლარიანი არის მსოფლიოში ყველაზე დაცული კუპიურა, მაგრამ ამან ვერ გააჩერა ჩრდილოეთ კორეა, რომელმაც იყიდა მოწყობილობა იაპონიაში, ქაღალდი ჰონგ-კონგში და მელანი საფრანგეთში. ახალი ყალბი დოლარი იმდენად ხარისხიანი გამოვიდა, რომ აშშ იძულებული გახდა მიმოქცევაში შეეყვანა ახალი 100 დოლარიანი 2013 წელს.

სამუშაო ძალა
2cc086b1a9f2
რაც ყველაზე მეტი ჰყავს ჩრდილოეთ კორეას ეს არის სამუშაო ძალა, მაგრამ როგორ შეიძლება ამ “საქონლის” მონეტიზირება XXI საუკუნეში? მანამ სანამ ჩრდილოეთ კორეელები წავლენ სამუშაოდ საზღვარგარეთ მათი ოჯახები აჰყავთ ფაქტიურად მძევლებად, რომ დარწმუნდნენ იმაში, რომ გამომუშავებული ფული და მუშა დაბრუნდება კვლავ სახლში. დღეს 50 000 ჩრდილოეთ კორეელი მუშაობს საზღვარგარეთ და სამშობლოში აგზავნის ფულს, რომელთა საერთო რაოდენობაც შეადგენს თითქმის 2 მილიარდ დოლარს.

მეტამფეტამინი
d46e9863017c
ჩრდილოეთ კორეა ვაჭრობს ნარკოტიკებით 1970 წლიდან. თავდაპირველად ქვეყანას ნარკოტიკები გადაჰქონდა დიპლომატებით, რომლებსაც გააჩნდათ დიპლომატიური იმუნიტეტი. მოგვიანებით კორეამ დაიწყო თავისი ნარკოტიკების წარმოება და პირველ რიგში მეტამფეტამინის, რომლის ვაჭრობაც დაიწყო თავისი საელჩოებით. ჩრდილოეთ კორეულმა მეტამფეტამინმა მოიპოვა პოპულარობა თავისი სისუფთავით(99 პროცენტი). ეს გასაკვირი არაა, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ნარკოტიკებს აწარმოებენ პროფესიონალი ქიმიკოსების ხელმძღვანელობით.

ბირთვული რეაქტორები
7d43d58a8d4f
ყველაზე უცნაური პროდუქტი, რომლის აშენებაც და ამგვარად ექსპორტირებაც სცადა ჩრდილოეთ კორეამ იყო სრულიად ფუნქციონირებადი ბირთვული რეაქტორი სირიისთვის, რომელიც დაბომბა ისრაელმა 2007 წელს. ისრაელს, რომ არ დაებომბა ის, მაშინ მას შეეძლო იმ რაოდენობის პლუტონიუმის გამომუშავება, რომლითაც წელწადში სირია დაამზადებდა 1-2 ატომურ ბომბს.

წყარო
https://ucnauri.com

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button