
ვიდეოთვითმასწავლებელიკრეატივიროგორ ?
როგორ მოვამზადოთ კინეტიკური ქვიშა
ეს ყველაფერი რათქმაუნდა სხვადასხვა ბლოგებზე ვნახე, სულ რამოდენიმე მომზადების ხერხი შემხვდა, მაგრამ აქ მათ შორის ყველაზე მარტივს დავწერ.
მოკლედ აი რა დაგჭირდებათ
- 6 ჭიქა ქვიშა(არ ვიცი სად უნდა იყიდოთ, მაგრამ ქვიშის პოვნა მგონი რთული არაა)
- 1.5 ჭიქა სიმინდის ფქვილი
- 2 სუფრის კოვზი ჭურჭლის სარეცხი საშაულება
- 3/4 ჭიქა წყალი
თუ ეს ყველაფერი გექნებათ აი რა უნდა გააკეთოთ:
- ნებისმიერ სახის ჭურჭელში ან კონტეინერში ჩაყარეთ ქვიშა და სიმინდის ფქვილი და კარგად აურიეთ
- სხვა კონტეინერში ერთმანეთში აურიეთ ჭურჭლის სარეცხი საშუალება და წყალი, ურიეთ იქამდე სანამ წყალი ბლანდი არ გახდება
- პირველი ორი ნაბიჯის შესრულების შემდეგ, დაიწყეთ მეორე კონტეინერის(წყალი და ჭურჭლის სარეცხი სადაცაა) შერევე პირველთან, თან პირველ კონტეინერი ურიეთ და მეორე კონტეინერიდან წყალი ნელ-ნელა დაამატეთ.(შეილება მეტი წყლის დამატება დაგჭირდეთ, თვითონ მიხვდებით) მოკლედ ურიეთ იქამდე სანამ არ მიხვდებით რომ ქვიშა სათამაშოდ თუ გამოსაყენებლად მზად არის.

სულ ეს არის, თქვენ გაქვთ კინეტიკური ქვიშა, რომლითაც როგორც ბავშვები ასევე დიდებიც კარგად ერთობიან.