სპორტისხვა სიახლეებიფეხბურთი

ქუჩიდან მოედნამდე, მოედნიდან სექსუალურ შევიწროებამდე : ავღანეთის ქალთა ფეხბურთი კრიზისშია

ავღანელ ქალთა ფეხბურთი ყურადღების ცენტრშია ყველა ცუდი მიზეზის გამო, სექსუალური და ფიზიკური ძალადობა, თამაშის ასეთი სიტუაციიდან გამოყვანა ქვეყანაში დიდი საშიშროების ქვეშაა მოქცეული.

ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა სამსახურიდან დაითხოვა ავღანეთის ფეხბურთს ფედერაციის 6 წევრი, მათ შორის ფედერაციის პრეზიდენტი კერამუდიმ ქარიმი – ქალთა ეროვნული ნაკრების სექსუალური და ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით.

გუნდის ახლანდელმა და ყოფილმა წევრებმა “ევრონიუსს” განუცხადეს, რომ ავღანეთში ქალ სპორცმენებს ამცირებენ და ავღანეთის ფეხბურთის ფედერაცია მათ პატივს არ სცემს.

“ჩვენ გვდევნიან სტადიონამდე მიმავალი გზიდან” თქვა ერთმა.

გუნდთან დაკავშირებულმა პირებმა “ევრონიუსს” უთხრეს რომ ძალადობა, რომელსაც უკვე სისტემატიური ხასიათი აქვს, მიმდინარეობს როგორც ავღანეთის ფეხბურთის ფედერაციაში ასევე სავარჯიშო მოდანზეც.

მადინა აზიზი, ავღანეთის ფეხბურთის ფედერაციის ქალთა ფეხბურთის ყოფილი წევრი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი გუნდი გასულ წელს, საუბრობს სისტემის იმედგაცრუებაზე, რომელმაც ვერ დაიცვა თავისი მოთამაშეები.

“ჩვენ ვმუშაობთ ძალიან პრობლემატიკურ სტიუაციაში. მე უსამართლოდ გამაძევეს ეროვნული ნაკრებიდან და ცილისმწამებლური ბრალდებები მქონდა” ამბობს აზიზი.

გასულ წელს 9 ქალი მოთამაშე დაითხოვეს გუნდიდან, რადგან მატ ფედერაციის თანამშრომლებს სექსუალურ შეთავაზებაზე უარი განუცხადეს – ამბობს აზიზი.

ნილამ მოჰამადი, რომელიც უკვე 4 წელია ქალთა ეროვნული გუნდის მოთამაშეა ამბობს, რომ ხალხი ამცირებს გოგოებს ვინც სპორტითაა დაკავებული და რომ სპორტი არაა ქალებისთვის საჭირო.

ქალთა ფეხბურთის გუნდი ავღანეთში 2007 წელს ჩამოყალიბდა ავღანეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ, პირველი მოთამაშეები კი ქაბულის სკოლიდან იყვნენ შერჩეულები.

2010 წლის მაისში, დანიური სპორტული ბრენდი Hummel International ავღანეთის ქალთა, მამაკაცთა და ბავშვთა საფეხბურთო გუნდების სპონსორი გახდა.

2010 წლის დეკემბერში ავღანეთის ქალთა ფეხბურთს გუნდმა პირველი ოფიციალური თამაში ჩაატარა სამხრეთ აზიის ფეხბურთის ფედერაციის ქალთა ჩემპპიონატზე ბანგლადეშში ნეპალის წინააღმდეგ.

ქალთა ფეხბურთი უფრო და უფრო პოპულარული ხდება მთელი მსოფლიოს მაშტაბით და იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად განვითარდა სპორტი ქვეყანაში, სადაც 2001 წელს თალიბების ხელისფულებიდან ჩამოვარდნის შემდეგ ქალთა უფლებები უფრო შეიზღუდა, ავღანეთის ქალთა გუნდი აღარ დამარცხდება უსამართლობასთან ბრძოლაში.

წყარო
EuroNews
ჭდეები

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

Back to top button
Close
Close